LIEBHERR CTNEF 5215

არ არის გაყიდვაში

მაცივარი LIEBHERR CTNEF 5215

    კოდი: 152909
გამოხმაურება (0)

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
შეკვეთის დღეს (12სთ-მდე მიღებული შეკვეთებისთვის)
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 30-100 ლარი (დეტალები დააზუსტეთ ოპერატორთან)
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

პროდუქტის აღწერა

LIEBHERR-ის მაცივარი - ხარისხის სიმბოლო ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ

მაცივარი LIEBHERR CBNPGB 3956

LIEBHERR-ის მაცივრები - ეს არის ლეგენდარული გერმანული ხარისხი, თანამედროვე ტექნოლოგიები, მოხმარების სიმარტივე, დახვეწილი დიზაინი და უმცირესი დეტალების საიმედოობა, რომელებიც 1954 წლიდან გერმანიაში იწარმოება.

კომპანია ფასის ხარჯზე ხარისხის შემცირებას არ ცდილობს და მისი პროდუქცია ისევე როგორც 60 წლის წინ, გერმანიის ქალაქ ოქსენჰაუზენში კეთდება.

ინტერნეტ მაღაზია Be.Ge-ის LIEBHERR-ის მაღალი სტანდარტები გაყიდვების სფეროში გადააქვს და საკუთარ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის მაცივარს სთავაზობს.

დახვეწილი დიზაინი - GlassEdition

LIEBHERR-ის ამ მოდელის კარის ზედაპირი შუშისგან არის დამზადებული. იგი არ იფხაჭნება და ძალიან მარტივად იწმინდება. სახელური მაცივარს გვერდით აქვს, რაც კიდევ უფრო დახვეწილს ხდის მის დიზაინს.

გადასაკიდი კარი

LIEBHERR-ის მაცივარში ყველაფერი გათვლილია და კარის გაღების მიმართულების (მარჯვნივ, ან მარცხნივ) შეცვლაც კი შეგიძლიათ. ეს მანიპულაცია სპეციალური ანჯამების მეშვეობით ხდება, რომლის მონტაჟი სასურველ მხარეს შეგიძლიათ. კარი თქვენთვის ხელსაყრელი მიმართულებით გაიღება და რაც სამზარეულო სივრცის ერგონომიულად გამოყენების შესაძლებლობას გაძლევთ.

ნაწრთობი შუშის თაროები

მაღალი ხარისხის მაცივრის ინტერიერს ნაწრთობი შუშის თაროები აქვს, რომლის კიდეები უჟანგავი ფოლადისგან მზადდება. თაროები გამოირჩევა გამძლეობით, არ იფხაჭნება და მათი გაწმენდა ადვილია.

ფუნქცია SuperCool

SuperCool რეჟიმში LIEBHERR -ის მაცივრი +2°C-ს ტემპერატურას 12 საათის განმავლობაში ინარჩუნებს, რაც ხელს უწყობს პროდუქტის სწრაფ გაციებას. მაცივრის კამერაში გალღობა ავტომატურად ხდება, ტემპერატურა კი სტაბილურად ნარჩუნდება. ეს თავიდან აგარიდებთ ტემპერატურის კარდინალურ ცვალებადობას.

Super Frost-ის ფუნქცია

Super Frost-ის ფუნქცია გაყინვის პროცესს აჩქარებს და შეუძლია - 32 °C-მდე დაიყვანოს ტემპერატურა, რაც მინერალებისა და ვიტამინების უფრო დიდხანს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. Super Frost-ის ავტომატურ ფუნქციას საჭმლის უმაღლესი ხარისხით გაყინვა შეუძლია, ისე რომ შეუნარჩუნოს გემო, ფორმა და ყველა დადებითი თვისება. როცა სწრაფი გაყინვის პროცესი მთავრდება, მაცივარი მუშაობის სტანდარტულ რეჟიმში ავტომატურად გადადის.

No Frost სისტემა

LIEBHERR-ი NO FROST-ის ტექნოლოგიას იყენებს და თქვენ აღარ მოგიწევთ მაცივრის რეგულარულად გალღობა სანიტარული ნორმების დასაცავად. NO FROST-ი არის საყინულის კონდენსაციისგან დაცვის სისტემა. მისი მეშვეობით საჭმელი დაცულია გაფუჭებისაგან. დაზოგეთ თქვენთვის ძვირფასი დრო და იყავით მშვიდად, რადგან LIEBHERR-ი ამ მაცივარში შენახული პროდუქტი მუდამ უსაფრთხო და ახალო ნაყიდივით იქნება.

LED განათება

LED განათება ჩვეულებრივ ნათურებთან შედარებით უფრო ეკონომიურია და მაცივარს უკეთ ანათებს. განათების წყალობით თქვენ ადვილად იპოვით საჭირო პროდუქტს. LIEBHERR-ის მაცივარში განათება კედლებშია ჩაშენებული და ზედმეტ სივრცეს არ იკავებს.

ენერგომოხმარების კლასი

LIEBHERR-ის ეს მაცივარი ენერგოეფექტურობის A++ კლასს განეკუთვნება, რაც ჩვეულებრივ მაცივრისგან განსხვავებით, ბევრად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

პროდუქტის მახასიათებლები LIEBHERR CTNEF 5215

• ტიპი: ორკამერიანი
• მართვის ტიპი: ელექტრონული / სენსორული
• საერთო სასარგებლო მოცულობა: 418 ლ (gross: 472 ლ)
• მაცივრის კამერის სასარგებლო მოცულობა: 332 ლ (gross: 352 ლ)
• საყინულე კამერის სასარგებლო მოცულობა: 86 ლ (gross: 120 ლ)
• საყინულე კამერის განლაგება: ზედა
• გალღობის სისტემა: NoFrost, ავტომატური
• კომპრესორების რაოდენობა: 1
• ენერგომოხმარების კლასი: A++
• ენერგომოხმარება დღეში (წელიწადში): 0,672 kW/სთ (246 kW/სთ)
• ხმაურის დონე: 40 dB
• კლიმატის კლასი: SN-T

მაცივარი
• გალღობის სისტემა: ავტომატური
• თაროები (მასალა, რაოდენობა): ნაწრთობი შუშა, 4 ც
• რეგულირებადი თაროების რაოდენობა: 3
• კარის კალათები: 3 ც
• ბოთლების თარო: 1 ც, კარზე
• განყოფილება კონსერვებისთვის: 2 ც, კარზე
• ბოსტნეულის განყოფილება: 1 ც
• შიდა განლაგება: კვერცხის ცხაურა
• შიდა განათება: შუქდიოდური
• ცირკულაციური გაგრილება
• თაროების დიზაინი: Comfort GlassLine

საყინულე კამერა
• გალღობის სისტემა: NoFrost (ავტომატური)
• სექციების რაოდენობა: 2
• თაროების მასალა: ნაწრთობი შუშა
• გაყინვის სიმძლავრე: 10 კგ / 24 სთ
• სიცივის ავტონომიური შენარჩუნება: 24 სთ
• შიდა განლაგება: ყინულის ლანგარი (1 ც)
• ვარსკლავების რაოდენობა: 4

ფუნქციები და მახასიათებლები
• ფუნქციები: ღია კარის (საყინულე/მაცივრის კამერის) ხმოვანი სიგნალი
• სენსორული, შიდა TFT დისპლეი
• დამოუკიდებელი ტემპერატურული კონტურების რაოდენობა: 2
• ტემპერატურული ზონების რაოდენობა: 2
• ტემპერატურის ჩვენება: მაცივრის/საყინულე კამერაში
• გაუმართაობის ინდიკაცია: ვიზუალური, ხმოვანი
• ავტომატური ფუნქცია SuperCool
• გაყინვის ფუნქცია SuperFrost: ავტომატური გათიშვა 65 საათში (მაქს.)
• კარის გაღება: მარჯვნივ
• კარის გადაკიდვის შესაძლებლობა
• გადასაადგილებელი გორგოლაჭები და სახელურები უკანა მხარეს
• კედელთან მჭიდროდ მიდგმის შესაძლებლობა
• ტექნოლოგია PowerCooling
• კარის დიზაინი: HardLine
• ვერტიკალური სახელური

ფიზიკური პარამეტრები
• ძაბვა: 220-240 V
• სიხშირე: 50/60 Hz
• დენი: 1,4 A
• კარის მასალა: უჟანგავი ფოლადი SmartSteel
• გვერდითი პანელების მასალა: ფოლადი
• ზომა: 185,2x69,7x76 სმ
• ზომა შეფუთვით: 191,8x71,7x84,8 სმ
• წონა: 87 კგ
• წონა შეფუთვით: 95 კგ
• ფერი: ვერცხლისფერი

* დამზადებულია ბულგარეთში

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

ვიდეო მიმოხილვა

გამოიწერეთ ჩვენი არხის სიახლეები Be.ge YouTube

გამოხმაურება მაცივარი LIEBHERR CTNEF 5215

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

მაცივარი LIEBHERR CTNEF 5215


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით