გერმანული კომპანია BEURER (ბეურერი) ევროპული ბაზრის ლიდერია ელექტრო საბნებისა და ზეწრების წარმოების სფეროში. მუდმივმა კვლევებმა, რომლებსაც ბეურერი უკვე წლებია აწარმოებს და ინოვაციურმა იდეებმა კომპანია ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. გერმანული მწარმოებლის საფირმო ნიშანი უნიკალური დიზაინი და ტექნიკური სრულყოფილებისაკენ მუდმივი სწრაფვა გახდა. კომპანიის არსებობის ოთხმოცდაათ წლიანი ისტორიის განმავლობაში ბეურერმა შეძლო მოეპოვებინა ყველაზე მთავარი - მომხმარებლის ნდობა. ფირმა მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.

რეგულირებადი თერმო რეჟიმი
საყოველთაოდ ცნობილია, რომ სითბო დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და უზრუნველჰყოფს სხეულის უჯრედების აქტიურობას. სითბოში დუნდებიან კუნთები და იბრუნებენ საკუთარ ფორმას, ფართოვდებიან სისხლძარღვების კედლები, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას. BEURER UB 53-ის თეთრეული მოგანიჭებთ მყუდრო ძილს და მაქსიმალურ კომფორტს.

მისი მოხმარება ძალიან მარტივია- დააფინეთ ლეიბზე და გადააფარეთ ზეწარი. შეართეთ ელექტროენერგიის წყაროსთან და აირჩიეთ გათბობის ოთხი რეჟიმიდან ერთ-ერთი. თერმო რეჟიმები ადაპტირებულია სხეულისა და გარემოს ტემპერატურასთან. ელქტრო თეთრეულზე დამონტაჟებულია გადახურებისაგან დაცვის BSS სისტემა, რომელიც 12 საათის გასვლის შემდეგ ავტომატურად ითიშება. ელქეტრო ზეწარი ირეცხება სარეცხ მანქანაში, 30°C ტემპერატურაზე. ბეურერის პროდუქცია გადის ხარისხის უმაღლეს კონტროლს, იგი უზრუნველყოფილია სიმედო ელექტროიზოლაციითა და ეკონომიურად მოიხმარს ელექტროენერგიას.