LIEBHERR CBNPES 5167

არ არის გაყიდვაში

მაცივარი LIEBHERR CBNPES 5167

    კოდი: 133481
გამოხმაურება (0)

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
შეკვეთის დღეს (12სთ-მდე მიღებული შეკვეთებისთვის).
შეკვეთიდან მეორე დღეს (12 საათის შემდეგ მიღებული შეკვეთებისთვის).
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე.

საქართველოს მასშტაბით:
1-5 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 30-100 ლარი (დეტალები დააზუსტეთ ოპერატორთან)
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია: LIEBHERR-ის მაცივრებზე - 2 წელი

პროდუქტის აღწერა

LIEBHERR-ის მაცივარი - ხარისხის სიმბოლო ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ

მაცივარი LIEBHERR CBNPES 5167

LIEBHERR-ის მაცივრები - ეს არის ლეგენდარული გერმანული ხარისხი, თანამედროვე ტექნოლოგიები, მოხმარების სიმარტივე, დახვეწილი დიზაინი და უმცირესი დეტალების საიმედოობა, რომელებიც 1954 წლიდან გერმანიაში იწარმოება.

კომპანია ფასის ხარჯზე ხარისხის შემცირებას არ ცდილობს და მისი პროდუქცია ისევე როგორც 60 წლის წინ, გერმანიის ქალაქ ოქსენჰაუზენში კეთდება.

ინტერნეტ მაღაზია Be.Ge-ის LIEBHERR-ის მაღალი სტანდარტები გაყიდვების სფეროში გადააქვს და საკუთარ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის მაცივარს სთავაზობს.

დახვწეილი დიზაინი Swingline

LIEBHERR-ის ამ მაცივრის დიზაინი ელეგანტური დახვეწილი გვერდითი კანტი არის წარმოდგენილი, რომელიც დამატებით სისადავეს და გემოვნების შეგრძნებას ტოვებს. კარის ზედაპირზე ფირმის ლოგოა მოთავსებული, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მაცივრის მთლიან კომპოზიციას.

გადასაკიდი კარი

LIEBHERR-ის მაცივარში ყველაფერი გათვლილია და კარის გაღების მიმართულების (მარჯვნივ, ან მარცხნივ) შეცვლაც კი შეგიძლიათ. ეს მანიპულაცია სპეციალური ანჯამების მეშვეობით ხდება, რომლის მონტაჟი სასურველ მხარეს შეგიძლიათ. კარი თქვენთვის ხელსაყრელი მიმართულებით გაიღება და რაც სამზარეულო სივრცის ერგონომიულად გამოყენების შესაძლებლობას გაძლევთ.

მაცივარი LIEBHERR CBNPES 5167
PREMIUM კარის თაროები
ფოლადის კიდეებით

VarioSpace

მაცივრის საცავი, რომლის მოცულობა 411 ლიტრია, ნაწრთობი შუშის უჟანგავი ფოლადით მოპირკეთებული თაროებით არის აღჭურვილი. ამ სივრცეს VarioSpace ეწოდება და კარაქის, ან ყველის შესანახად არის განკუთვნილი.

ნაწრთობი შუშის თაროები

მაღალი ხარისხის მაცივრის ინტერიერს ნაწრთობი შუშის თაროები აქვს, რომლის კიდეები უჟანგავი ფოლადისგან მზადდება. თაროები გამოირჩევა გამძლეობით, არ იფხაჭნება და მათი გაწმენდა ადვილია.

PREMIUM კარის თაროები

LIEBHERR-ის ყველა პრემიუმ კლასის მაცივარში კარის თაროებია ჩამონტაჟებული, რომლის კიდეები უჟანგავი ფოლადისგან მზადდება. აქ თუნუქის ქილებისა და ბოთლების გასაგრილებლად მოთავსება შეიძლება. კარის თაროებზე ორი ლიტრამდე ტევადობის ჭურჭელი ეტევა.

BioFresh-Plus ზონა

BioFresh სექციის ორი კონტეინერი ტელესკოპური მართვით პროდუქტის იდეალურ და ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს. შესაბამისი ტენიანობისა და -2°C-ზე ქვემოთ ტემპერატურისა მალფუჭებადი პროდუქტის შენახვა შეიძლება: ხილის, ბოსტნეულის, ხორცეულის, თევზეულისა და რძის ნაწარმის. ასევე შესაზლებელი ტემპერტატურის +6°C-მდე აწევა ტროპიკული ხილკისთვის რომელსაც ტებიანობა უფრო მაღალი აქვს. BioFresh-Plus სასარგებლო ვიტამინებს უნარჩუნებს პროდუქტს და ისინი სამჯერ უფრო მეტ ხანს ძლებენ ვიდრე ჩვეულებრივ მაცივრებში.

ფუნქცია DuoCool

ორი დამოუკიდებელი გაგრილების სისტემის მეშვეობით საყინულეს ქვედა და ზედა განყოფილებებში სხვადასხვა ტემპერატურის დაყენება არის შესაძლებელი. ეს ორი განყოფილება ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და ერთიდან მეორეში სუნის გადატანა არა ხდება.

ფუნქცია SuperCool

მაცივარი LIEBHERR CBNPES 5167
ფუნქცია DuoCool

SuperCool რეჟიმში LIEBHERR -ის მაცივრი +2°C-ს ტემპერატურას 12 საათის განმავლობაში ინარჩუნებს, რაც ხელს უწყობს პროდუქტის სწრაფ გაციებას. მაცივრის კამერაში გალღობა ავტომატურად ხდება, ტემპერატურა კი სტაბილურად ნარჩუნდება. ეს თავიდან აგარიდებთ ტემპერატურის კარდინალურ ცვალებადობას.

Super Frost-ის ფუნქცია

Super Frost-ის ფუნქცია გაყინვის პროცესს აჩქარებს და შეუძლია - 32 °C-მდე დაიყვანოს ტემპერატურა, რაც მინერალებისა და ვიტამინების უფრო დიდხანს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. Super Frost-ის ავტომატურ ფუნქციას საჭმლის უმაღლესი ხარისხით გაყინვა შეუძლია, ისე რომ შეუნარჩუნოს გემო, ფორმა და ყველა დადებითი თვისება. როცა სწრაფი გაყინვის პროცესი მთავრდება, მაცივარი მუშაობის სტანდარტულ რეჟიმში ავტომატურად გადადის.

MagicEye ტემპერატურის ციფრული ინდიკაცია

Magic Eye - ინოვაციური სენსორული სისტემა, ტემპერატურის ციფრული ინდიკაცია, უზრუნველყოფს, რომ ტემპერატურა მუდამ თქვენთვის სასურველ ნიშნულზე იყოს.

No Frost სისტემა

LIEBHERR-ი NO FROST-ის ტექნოლოგიას იყენებს და თქვენ აღარ მოგიწევთ მაცივრის რეგულარულად გალღობა სანიტარული ნორმების დასაცავად. NO FROST-ი არის საყინულის კონდენსაციისგან დაცვის სისტემა. მისი მეშვეობით საჭმელი დაცულია გაფუჭებისაგან. დაზოგეთ თქვენთვის ძვირფასი დრო და იყავით მშვიდად, რადგან LIEBHERR-ი ამ მაცივარში შენახული პროდუქტი მუდამ უსაფრთხო და ახალო ნაყიდივით იქნება.

სიცივის აკუმლატორი Cold-storage Accumulator

მაცივარი LIEBHERR CBNPES 5167
სისტემა HomeDialog

ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში მაცივარს არსებული ტემპერატურის 124 საათის განმავლობაში შენარჩუნება შეუძლია. იგი დამატებით სიცივეს უზრუნველყოფს გაყინული პროდუქტების დაცვისთვის.

სისტემა HomeDialog

სისტემა HomeDialog-ის მეშვეობით შეიძლება LIEBHERR-ის სხვა მოწყობილობის მართვა, რომელიც სახლის სხვა ნაწილში, მაგალითად სარდაფში დგას. ერთმანეთთან მიერთებული მოწყობილობის პარამეტრები ძირითადი მაცივრის დისპლეიზე აისახება და მათი კონტროლი ადვილად არის შესაძლებელი.

ტემპერატურის მომატების შემთხვევაში, ან თუ კარები ცუდად არის დახურული, მთავარ დისპლეიზე მოდის შეტყობინება. მთავარი დისპლეიდან ტემპერატურის რეგულირება ან SuperFrost-ის რეჟიმის ჩართვა არის შესაძლებელი. მთავარ მაცივარს შეიძლება მიუერთდეს როგორც ღვინის მაცივარი, ისე საყინულე კამერა ან კომბინირებული მოწყობილობაც. ქსელში 6 მოწყობილობის ჩართვა შეიძლება. ამისათვის დამატებითი მოდულის მონტაჟი არის საჭირო.

LED განათება

LED განათება ჩვეულებრივ ნათურებთან შედარებით უფრო ეკონომიურია და მაცივარს უკეთ ანათებს. განათების წყალობით თქვენ ადვილად იპოვით საჭირო პროდუქტს. LIEBHERR-ის მაცივარში განათება კედლებშია ჩაშენებული და ზედმეტ სივრცეს არ იკავებს.

ენერგომოხმარების კლასი

LIEBHERR-ის ეს მაცივარი ენერგოეფექტურობის A+ კლასს განეკუთვნება, რაც ჩვეულებრივ მაცივრისგან განსხვავებით, ბევრად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

უსაფრთხო რეჟიმი ბავშვებისთვის

LIEBHERR CBNPES 5167 მაცივარი
ყინულის დამამზადებელი

ბავშვებისთვის უსაფრთხო რეჟიმის აქტივირებით თქვენ თავიდან აირიდებთ რომელიმე სამუშაო რეჟიმის შემთხვევით ჩართვას. როცა რეჟიმი აქტიურია, ეკრანზე სპეციალური სიმბოლო ანთია.

Smart Steel

დახვეწილი ფოლადის ზედაპირს მინიმუმამდე დაჰყავს თითის ანაბეჭდების კვალი მაცივრის ზედაპირზე. მაცივარი ზედაპირი ადვილად არ იფხაჭნება და მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.

ყინულის დამამზადებელი

ყინული დამამზადებელი სადაც წყალი ავტომატურად ივსება, უზრუნველყოფს რომ ყინული არასოდეს მოგაკლდეთ.

პროდუქტის მახასიათებლები LIEBHERR CBNPES 5167

• ტიპი: ორკამერიანი
• მართვის ტიპი: ელექტრონული / სენსორული (Touch-Elektronic)
• დიზაინი: SwingLine
• საერთო სასარგებლო მოცულობა: 411 ლ
• მაცივრის კამერის სასარგებლო მოცულობა: 299 ლ (სექცია BioFresh: 99 ლ)
• საყინულე კამერის სასარგებლო მოცულობა: 112 ლ
• საყინულე კამერის განლაგება: ქვედა
• გალღობის სისტემა: კომბინირებული (NoFrost, ავტომატური)
• კომპრესორების რაოდენობა: 2
• ენერგომოხმარების კლასი: A++
• ენერგომოხმარება დღეში (წელიწადში): 0,832 kW/სთ (304 kWh/წ)
• ხმაურის დონე: 42 dB
• სიცივის ავტონომიური შენარჩუნება: 34 სთ
• კლიმატის კლასი: SN-T

მაცივარი
• გალღობის სისტემა: ავტომატური
• BioFresh ზონა: 2 კონტეინერი, ტელესკოპიური ბილიკებით
• სექცია BioFreshPlus: შუქდიოდური განათებით
• თაროები (მასალა, რაოდენობა): ნაწრთობი შუშა, 4 ც
• რეგულირებადი თაროების რაოდენობა: 3
• დასაკეცი თაროების რაოდენობა: 1
• კონტეინერი VarioBox: 3 ც
• კარის კალათები (მასალა, რაოდენობა): ნაწრთობი შუშა/მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადი, 3 ც
• ბოთლების თარო: კარზე, 1 ც
• განყოფილება კონსერვებისთვის: კარზე, 1 ც
• შიდა განლაგება: კვერცხის ცხაურა, უნივერსალური თარო ბოთლებისთვის, ბოთლების სადგარი (შეიძინეთ ცალკე)
• შიდა განათება: შუქდიოდური სვეტები
• ვენტილატორი

საყინულე კამერა
• გალღობის სისტემა: NoFrost (ავტომატური)
• სექციები (მასალა, რაოდენობა): ნაწრთობი შუშა, 4 ც
• განყოფილებების ტიპი: გამჭირვალე, გამოსაწევი
• ყინულის წარმოება (IceMaker): წყლის მუდმივი მიწოდება
• ყინულის მოსამზადებელი მოწყობილობის (IceMaker) სიმძლავრე: 1 კგ / 24 სთ
• ყინულის მაქსიმალური წონა: 1,5 კგ
• გაყინვის სიმძლავრე: 14 კგ / 24 სთ
• ტექნოლოგია VarioSpace
• სისტემა FrostSafe: გამჭირვალე ფრონტალური ნაწილით
• შიდა განათება: შუქდიოდური
• ვარსკლავების რაოდენობა: 4
• სიცივის აკუმლატორი: 2 ც

ფუნქციები და მახასიათებლები
• ფუნქციები: ღია კარის (საყინულე/მაცივრის კამერის) ხმოვანი სიგნალი
• კონსტრუქციული თავისებურებები: კარის გადაკიდვის შესაძლებლობა, სიმაღლეში რეგულირებადი თაროები, დასაკეცი თარო, კედელზე ბოლომდე მისადგმელი კორპუსი
• მართვის ტიპი: სენსორული LC დისპლეი
• მართვის ბლოკის განლაგება: კარზე
• ტემპერატურის ინდიკაცია მაცივრის/საყინულე კამერაში: LCD დისპლეი
• კარის გაღება: მარჯვნივ
• სისტემა DuoCooling
• გაყინვის ფუნქცია SuperFrost: ავტომატური გათიშვა 65 საათში (მაქს.)
• ავტომატური ფუნქცია SuperCool
• ტემპერატურის რეგულირება საყინულე კამერაში: დამოუკიდებელია მაცივრის კამერის ტემპერატურისგან
• გაუმართაობის ინდიკაცია: ვიზუალური, ხმოვანი
• HomeDialog სისტემის დაყენების შესაძლებლობა
• გადასაადგილებელი როლიკები და სახელურები უკანა მხარეს
• სიმაღლეში რეგულირებადი ფეხები: 2 ც
• უჟანგავი ფოლადის სახელური გაღების ინტეგრირებული მექანიზმით
• კარის დახურვის მექანიზმი SoftSystem

ფიზიკური პარამეტრები
• კორპუსის მასალა: უჟანგავი ფოლადი
• ზომა: 202x75x63 სმ
• ზომა შეფუთვით: 205,5х80,6х71,6 სმ
• წონა: 127 კგ
• წონა შეფუთვით: 135 კგ
• ფერი: უჟანგავი ფოლადი

* დამზადებულია ავსტრიაში

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

ვიდეო მიმოხილვა LIEBHERR CBNPES 5167

გამოიწერეთ ჩვენი არხის სიახლეები Be.ge YouTube

გამოხმაურება მაცივარი LIEBHERR CBNPES 5167

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

მაცივარი LIEBHERR CBNPES 5167


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით