სარეცხი მანქანა SAMSUNG WF1602WCC
კოდი: 126761შეკვეთის 12:00 სთ-მდე გაფორმების შემთხვევაში, პროდუქტს მიიღებთ მომდევნო სამუშაო დღეს
შეკვეთის 12:00 სთ-ის შემდეგ გაფორმების შემთხვევაში, პროდუქტს მესამე სამუშაო დღეს მიიღებთ
თბილისის მაშტაბით: ფასიანი
15:00 საათამდე მიღებული შეკვეთების მიწოდება იმავე დღესვე.
ღირებულება დამოკიდებულია ნივთის წონაზე.
თბილისის მასშტაბით ნივთის ტრანსპორტირება რომლის გასაყიდი ღირებულება არ აღემატება 100 ლარს, არის ფასიანი და შეადგენს 7 ლარს.
საქართველოს მასშტაბით:
1-5 სამუშაო დღის განმავლობაში
პროდუქტის აღწერა
ტექნოლოგია Eco Bubble

ტექნოლოგია Eco Bubble-ი ხარისხიან რეცხვას უზრუნველყოფს. მისი მეშვეობით სარეცხი საშუალება და წყალი ჰაერთან ცირკულირებს და მანქანის ავზს ისე აწვდის ქაფს. Eco Bubble-ის წყალობით, სარეცხი ფხვნილი როგორც ცივ ისე ცხელ წყალში, ჩვეულებრივზე 40-ჯერ სწრაფად აღწევს ქსოვილში და გავლების დროს მისი ნაწილაკები ტანსაცმელზე არა რჩება.
გამძლე კერამიკული ტენი

SAMSUNG-ის წყლის გამათბობელ ტენს ზევიდან კერამიკის ორმაგი ფენა აქვს. იგი ნადებს არ იკიდებს და გათვლილია მინიმუმ 10 წლიანი შეუფერხებელი მოხმარებისთვის.
Volt კონტროლი

ძაბვის ცვალებადობა საყოფაცხოვრებო ტექნიკის წყობიდან გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. SAMSUNG WF1600WCV-ი სისტემა Volt Control-ით არის აღჭურვილი. იგი ელექტროენერგიას არეგულირებს და მისი მკვეთრად ვარდნის შემთხვევაში (±25 %), ავტომატურად წყვეტს მუშაობას. როცა ელექტროენერგიის მიწოდება დასტაბილურდება, სარეცხი მანქანა ავტომატურადვე აგრძელებს რეცხვას.
კარი და დიდი ზომის ლუქი

ფართო და მოსახერხებელი კარისა (466 მმ) და ლუქის (330 მმ) მეშვეობით, ბევრად გამარტივდა დიდ გაბარიტიანი სარეცხის, ისეთის როგორიცაა პლედი, მანქანაში მოთავსება. გამჭვირვალე ლუქიდან რეცხვის პროცესისთვის თვალის მიდევნებაც შეგიძლიათ.
Diamond დოლურა

ჩვეულებრივ სარეცხ მანქანებში ქსოვილი შეიძლება დაზიანდეს, თუ დოლურის ნაპრალში მოხვდა. SAMSUNG-ის სარეცხ მანქანაში გამოყენებულია Diamond დოლურა, რომელიც უნიკალური რელიეფური კონსტრუქციით გამოირჩევა (ჩვეულებრივზე 43%-ით ნაკლები ჩაღრმავება აქვს, რაც კრისტალისებური ნაპრალებით არის ჩანაცვლებული). ნაპრალებში მოხვედრილი წყალი დოლურასა და თეთრეულს შორის დამცავ ფენას ქმნის და ნაზ ქსოვილს დაზიანებისაგან იცავს.
მოსახერხებელი დისპლეი

მოსახერხებელი დისპლეი მბრუნავი რეგულატორით, შუქ-დიოდის განათებით, სენსორული ღილაკებითა და ციფრული ინდიკატორებით თქვენთვის საჭირო რეცხვის რეჟიმის შერჩევასა და სარეცხი მანქანის მუშაობის პროცესზე თვალის მიდევნებას გაგიმარტივებთ.
პროდუქტის მახასიათებლები SAMSUNG WF1602WCC
• ჩატვირთვის ტიპი: ფრონტალური
• ბრუნვის მაქსიმალური სიჩქარე: 1200 ბრ/წთ
• რეცხვის კლასი: A
• გაწურვის კლასი: B
• ენერგო მოხმარების კლასი: A+
რეცხვის რეჟიმი
• ბამბეული
• სინთეტიკა
• ინტენსიური ECO
• შალის ხელით რეცხვა
• ზედა ტანსაცმელი
• სწრაფი რეცხვა: 15 წთ
• გაწურვა
• გავლება+გაწურვა
დამატებითი მახასიათებლები
• Eco Bubble
• განათებული დისპლეი
• ინტელექტუალური მართვა Fuzzy Logic
• მრავალფუნქციური გადამრთველი Jog Dial
• კარის დაბლოკვა
• დარჩენილი დროის ინდიკატორი
• სტარტის გადავადება
• თვითგამწმენდი ფილტრი
• ნაკეცების საწინააღმდეგო სისტემა Wrinkle Prevent
• გადაწვისგან დაცვა
• Diamond დოლურა
გაბარიტები
• ზომა სიგანე/სიმაღლე/სიღრმე 600x850x450 მმ
• წონა: 59 კგ
• ფერი: თეთრი
* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.