არ არის გაყიდვაში

კონფიდენციალობის პოლიტიკა

 

    ჩვენ მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის პრიორიტეტია, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ზოგადად პერსონალური მონაცემების  დამუშავების  ერთ-ერთ მიზანს, მომხმარებლებისათვის საიტით სარგებლობის გამარტივება  წარმოადგენს, ამას გარდა მონაცემების დამუშავება გვეხმარება ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვაში, მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში, მომსახურე ბანკის მიერ განვადების დამტკიცებასა და გადახდების მართვაში, თქვენს პრეტენზიებსა და შენიშვნებზე რეაგირებაში,  ჩვენი ვებ-გვერდის და ზოგადად სისტემის არასათანადო გამოყენების და დანაშაულის პრევენციაში, როგორც ჩვენი ასევე თქვენი კანონიერი ინტერესების დაცვაში.

    ჩვენს მიერ მონაცემების შეგროვება ხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ რეგისტრირდებით/ავტორიზაციას გადიხართ ჩვენს ვებ-გვერდზე, აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგვმართავთ რაიმე მომსახურების ან პროდუქტის მიღების მიზნით, იქნება ეს სატელეფონო, ელ. ფოსტის , ჩვენი ვებ-გვერდის, ონლაინ ჩათის თუ წერილებითი ფორთმით.

   თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისათვის ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგებს, ასევე, ჩვენს უსაფრთხოების სისტემებს ემსახურება პროფესიონალი პერსონალი.

    თქენი პერსონალური მონაცემების გადაცემა შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასეთი შეთხვევა შეიძლება იყოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციაზე სამართალდამცავი ორგანოებისათვის წვდომის დაშვება.  ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემა შეიძლება მოხდეს კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შემთხვევაში, რა დროსაც კომპნაიის სამართალმემკვიდრე  მოიპოვებს პირად ინფორმაციაზე წვდომას, თუმცა მასაც იგივე უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა ამ პირად მონაცემებთან დაკავშირებით, რაც გაგვაჩნდა ჩვენ, ცვლილებების განხორციელებამდე.

    უნდა აღინიშნოს რომ,  როდესაც თქვენ ჩვენს ვებ-გვერდზე ახორციელებთ რაიმეს შეძენას, ამ დროს თქვენი ბარათის ინფორმაცია ჩვენთვის ხელმიუწვდომელია, შესაბამისად ამ მონაცემების შენახვა ჩვენს მიერ არ ხდება.

   ჩვენს ვებ-გვერდზე შესვლა ასევე შესაძლებელია სოციალური ქსელების მეშვეობით. მაგალითად იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დარეგისტრირებული “FACEBOOK” -ზე და თქვენ ჩვენთან ავტორიზაციის დროს დააკლიკებთ სოციალური ქსელით შესვლაზე, თქვენი პროფილები “BE.GE” -სა და “FACEBOOK” -ზე შეერთდება, ოღონდ ამისათვის აუცილებელია რომ ორივე ვებ-გვერზე რეგისტრაციისათვის გამოყენებული გქონდეთ ერთი და იგივე ელექტრონული ფოსტა. სოციალური ქსელით საიტზე ყოფნის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაითვალისწიონოთ რომ თქვენს მიერ სამუშაოების დასრულების შემდგომ არ მოხდება სისტემიდან ავტომატური გამოსვლა და სესიის დასრულებამდე მისი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მესამე პირთათვის.

     ზოგადად აუცილებელია აღინიშნოს, რომ ინტერნეტ სივრცე არ წარმოადგენს დაცულ გარემოს და ინფრომაციას რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით ვაგზავნით, ყოველთვის არის ალბათობა იმისა რომ მასზე არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

    ვებ-გვერდის სერვისებით და პროდუქტებით სარგებლობა ჩვენი პოლიტიკის თანახმად არ არის გამიზნული და მიმართული 18 წელს მიუღწეველი პირებისათვის, ამიტომ თუ თქვენ არ ხართ სრულწლოვანი, თქვენ არ გაქვთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისებითა და პროდუქტებით სრულწლოვანების მიღწევამდე.

    რაც შეეხება პერსონალური ინფრომაციის შენახვის ვადას, კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული.  მონაცემების შენახვა მოხდება რეგისტრირებული მომხმრებლის მიერ მისი პრიფილის გაუქმებამდე, მისივე მოთხოვნის საფუძველზე. თუ გსურთ თქვენი მონაცემების წაშლა ან ცვლილება, სავალდებულოა რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელ-ფოსტიდან გააგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნა [email protected] - ზე. ამავე ელ-ფოსტაზე შეტყობინების გამოგზავნით შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება კომპანიის მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე.  გაითვალისინეთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად თქვლ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ყველა ზემოაღნიშნული მონაცემი.

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას რომ დროთა განმავლობაში, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით შევცალოთ წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, ცხადია ამის შესახებ მოხდება ინფრომაციის გამოქვეყნება ჩვენს ვებ-გვერდზე, რისთვისაც თქვენი, როგორც მომხმარებლის ვალდებულებაა პერიოდულად ამოწმოთ რაიმე ხომ არ შეიცვალა პერსონალურ მონაცემთდა დაცვის პოლიტიკის ნაწილში.

 

ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ.თბილისი, ნ.ყიფშიძის 2ბ,

ცხელი ხაზი: (+995 32) 2 550 800

ელ.ფოსტა: [email protected]

 

 

ზევით