არ არის გაყიდვაში

ინტერნეტ მაღაზია Be.ge-სთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცვა. ამისათვის ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს. ასევე, ჩვენს უსაფრთხოების სისტემებს ემსახურება პროფესიონალი პერსონალი.

რეგისტრაციის დროს თქვენს მიერ გადმოცემული ინფორმაციის გამოყენების დანიშნულება არის შემდეგი:

სახელი

მიმართვა, იდენტიფიკაცია.

ელ-ფოსტა

გამოიყენება სარეგისტრაციო ინფორმაციის მიღებისათვის, სიახლეების მიღებისათვის,  შეკვეთის დეტალებისთვის, სპეციალური შეთავაზებებისთვის და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის ჩვენი კომპანიის შესახებ.

გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი სარეკლამო ხასიათის შეთავაზებების გაუქმება შესაძლებელია შესაბამის ბმულზე დაჭერით ელ-ფოსტით მიღებული წერილის ბოლო ნაწილში. ალტერნატიულად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ოპერატორი გააუქმებს თქვენს გამოწერას.

პაროლი

პაროლი არის ხელმისაწვდომი მხოლოდ თქვენთვის, სისტემაში შემოსასვლელად. ჩვენი მხრიდან არ ხდება მისი სხვა, მესამე პირებისთვის გადაცემა. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენთან შეკვეთის გასაფორმებლად არ არის სავალდებულო რეგისტრაციის გავლა. პაროლი რეგისტრაციისთანავე გადის შიფრაციას და ხდება ხელმიუწვდომელი, მათ შორის ჩვენთვის.

პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა

ზემოაღნიშნული პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა არ არის განსაზღვრული. მონაცემების შენახვა მოხდება რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ მისი პროფილის გაუქმებამდე მისივე მოთხოვნის საფუძველზე.  

თუ გსურთ თქვენი მონაცემების წაშლა ან ცვლილება, სავალდებულია რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელ-ფოსტიდან გააგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნა [email protected]ზე.  ამავე ელ-ფოსტაზე შეტყობინების გამოგზავნით შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება კომპანიის მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე.

გაითვალისწინეთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ყველა ზემოაღნიშნული მონაცემები.

ნებისმიერი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 550 800.

ზევით