აქცია! ენერგოკრედიტი BE.GE-სგან!

აქციის პირობები


გიბრუნებთ ღირებულების 10%!
ინეტრნეტ მაღაზია BE.GE, ევროკავშირის (EU), ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ქართველი პარტნიორი „ენერგოკრედიტის“ მხარდაჭერით საშუალებას გაძლევთ მიიღოთ 10% კომპენსაცია ენერგოეფექტურ ტექნიკაზე (მაცივარი, კონდიციონერი, სარეცხი მანქანა და ელექტრო ქურა)რა არის ენერგოკრედიტი:
ენერგოკრედიტი არის დონორი ორგანიზაციების (ევროპის რეკონსტრუირების და განვითარების ბანკი EBRD, ევროპის გაერთიანება EU ) მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ფართო საზოგადოებას შეიძინოს ენერგოეფექტური, თანამედროვე ევროპული სტანდარტების პროდუქტი, ამავე დროს ისარგებლოს უპროცენტო განვადებით და უკან დაიბრუნოს გადახდილი თანხის 10% .მომავალში მომხმარებელი იღებს მაქსიმალურ სარგებელს:
1. გრძელვადიან პერსპექტივაში აკეთებს მნიშვნელოვან დანაზოგს;
2. ბანკის მხრივ სარგებლობს უპროცენტო განვადებით ან შეღავათიანი სესხით;
3. ფინანსურად იღებს იგივე შედეგს, როგორსაც მიიღებდა ყიდვისას 10% ფასდაკლების შემთხვევაში.
With Financing by the European Union



იმისთვის რომ გააფორმოთ ენერგოკრედიტი:
1. ჩვენს ინტერნეტ-მაღაზიაში უნდა შეარჩიოთ:• "A+" და უფრო მაღალი ენერგო ეფექტურობის მქონე მაცივარი ან სარეცხი მანქანა
• "A" ან უფრო მაღალი ენერგო ეფექტურობის მქონე ელექტრო ქურა
• "D" (COP >2.8) ან უფრო მაღალი ენერგო ეფექტურობის მქონე კონდიციონერი
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
|
|
2. ამ ეტაპზე ენერგოკრედიტის ონლაინ რეჟიმში გაფორმება შესაძლებელი არ არის, ამიტომ თქვენს არჩეულ პროდუქტზე ჩვენი მენეჯერები სპეციალურ ინვოის გამოწერენ. ინვოისით ენერგოკრედიტის გასაფორმებლად, ბანკების წარმომადგენლებს ქვემოთ აღნიშნულ მისამართებზე შეგიძლიათ მიმართოთ.
კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში თქვენს მიერ შერჩეულ ტექნიკას მოგაწვდით, ხოლო 10%-იანი კომპენსაცია თქვენს ანგარიშზე, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (2 კვირიდან 1 თვემდე) ჩაირიცხება.
* გაითვალისწინეთ რომ დაგიბრუნდებათ არა პროდუქტის ღირებულების, არამედ კრედიტის 10%. მაგ. თუ თქვენ გააფორმებთ 1000 ლარიან კრედიტს მაცივარზე და წინასწარ შეიტანთ 300 ლარს, დარჩენილი 700 ლარის 10% დაგიბრუნდებათ
ენერგოკრედიტის გაფორმება შესაძლებელია:

"ბანკი რესპუბლიკის" ნებისმიერ სერვის ცენტრსა და წარმომადგენლებთან
დამატებითი ინფორმაციის მისაღებადდაგვიკავშირდით ნომერზე: 2 550 800ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: [email protected] |
![]() |