არ არის გაყიდვაში

განვადების პირობები BE.GE-ში


ინტერნეტ მაღაზია Be.ge 2013 წლიდან არის წარმოდგენილი და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი არის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, კომფორტული და სწრაფი გზით პროდუქციის მიწოდება.

კომპანია გთავაზობთ ონლაინ განვადებას საქართველოს წამყვან ბანკებში. ჩვენი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი და კრედო ბანკი.

Image and video hosting by TinyPic

როგორ გავაკეთოთ ონლაინ განვადება?

განვადების განაცხადი უნდა შეავსოთ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. ონლაინ განვადების გასაფორმებლად საჭიროა შემდეგი საფეხურების გავლა:


აირჩიეთ სასურველი პროდუქტი

არჩეული პროდუქტის გასწვრივ დააჭირეთ ღილაკს “განვადებით ყიდვა”.

აირჩიეთ სასურველი ბანკი.

შეავსეთ ონლაინ განვადების მარტივი ფორმა თქვენი პირადი მონაცემებით.

საიტზე სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ სისტემა ბანკის საიტზე გადაგამისამართებთ, (თუ პრობლემური სესხების სიაში არ იმყოფებით), სადაც უშუალოდ ბანკის განვადების ფორმა უნდა შეავსოთ.

პროცედურის დასრულების შემდეგ, დაიწყება განაცხადის განხილვა. შემდეგ კი დაგიკავშირდებათ ოპერატორი ან მიიღებთ SMS შეტყობინებას.

რომელი ბანკი ავირჩიოთ?

კომპანია თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან. ჩვენი პარტნიორები არიან: საქართველოს, თიბისი, ლიბერთი და კრედო ბანკი. განაცხადის შევსება შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ბანკში. შეზღუდვა არ ხორციელდება.

იმისთვის რომ, შეძლოთ საქართველოს ბანკის განვადებით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდეთ მინიმალურ მოთხოვნებს.

შემოსავალი უნდა აღემატებოდეს 200 ლარს, ხოლო ასაკი უნდა შეადგენდეს 20-65 წელს.

განვადების განაცხადის შესავსებად, პროდუქტის ღირებულება უნდა შეადგენდეს 150 – 3000 ლარს. განვადების ვადებია 3 დან - 24 თვემდე. თანამონაწილეობა – 0%-დან.



ლიბერთი ბანკის მსესხებლის ასაკი 20-დან 70 წლამდეა. განვადების მაქსიმალური ხანგრძლივობა 24 თვეა, ხოლო შესაძენი ნივთის ღირებულება - 50 - 5000 ლარამდე თანხას უნდა შეადგენდეს. მინიმალური თანამონაწილეობა 0%-ია.

ლიბერთი ბანკის განვადებით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი გაქვთ, იღებთ იჯარას, ან სახელმწიფო პენსიას (მინიმალური პენსიის რაოდენობა 80 ლარი, ხოლო სხვა შემოსავალი 100 ლარზე მეტი უნდა იყოს), გაქვთ დამატებითი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობიდან ან ლიბერთი ბანკის ანგარიშზე გერიცხებათ გზავნილი .

 

TBC ბანკის განვადებით სარგებლობა შეუძლია 18 დან - 65 წლამდე ასაკის მომხმარებლებს.

მინიმალური შემოსავალი TBC ბანკის მომხმარებლებისთვის შეადგენს 100 ლარს, ხოლო სხვა ბანკების მომხმარებლებისთვის 200 ლარს.

განვადების განაცხადის შესავსებად, პროდუქტის ღირებულება უნდა შეადგენდეს 100 – 5000 (სხვა ბანკის მომხმარებლებისთვის 100-3000) ლარს. განვადების ვადებია 3 დან - 24 თვემდე. თანამონაწილეობა – 0%-დან.

განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში აუცილებელია, მიბრძანდეთ თიბისის ნებისმიერ ფილიალში და ხელი მოაწეროთ განვადების ხელშეკრულებას. დეტალურ ინფორმაციას შეგატყობინებთ ჩვენი ოპერატორი.
Credo
კრედო ბანკის მსესხებლის ასაკი 21-დან 70 წლამდეა. სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 24 თვე, ხოლო შესაძენი ნივთის ღირებულება 130 დან 3,000 ლარამდე თანხას უნდა შეადგენდეს. მინიმალური თანამონაწილეობა 0%-ია.

კრედო ბანკის განვადებით სარგებლობისთვის უნდა აკმაყოფილებდეთ მინიმალურ მოთხოვნებს. ესენია: ხელფასი, იჯარა, სახელმწიფო პენსია, შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან და გზავნილები.

განვადების განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში მიიღებთ სმს შეტყობინებას. შემდეგ კი დაგიკავშირდებათ ჩვენი ოპერატორი და სასურველ მისამართზე მოგაწვდიან ნივთს ხელშეკრულებასთან ერთად.

პ.ს. როგორც ხედავთ, ინტერნეტ მაღაზია BE.GE ნებისმიერი სახის ტექნიკაზე განვადების გაფორმების მაქსიმალურად გაუმჯობესებულ და გამარტივებულ პირობებს გთავაზობთ. განვადების დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენი კურიერი თქვენთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილას მოგაწვდით შერჩეულ პროდუქტს. მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმდებს (თბილისში მიწოდება უფასოა).

წარმატებას გისურვებთ!

ზევით