ცვეთის დარიცხვის სქემა თვეების მიხედვით

დარიცხული ცვეთის % - ეს არის თანხის ის პორცია, რომელსაც იხდის მომხმარებელი სერვის ცენტრში, შეძენილი პროდუქციის შეკეთების/აღდგენის შემთხვევაში.
ანაზღაურების % - ეს არის თანხის ის პორცია, რომელსაც ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია ნებისმიერ სადაზღვევო შემთხვევისას.
პროდუქციის სრული განადგურება
პროდუქციის სრული განადგურებისას - სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს თანხას, რომელიც ნაყიდი პროდუქციის ღირებულებას მინუს დარიცხული ცვეთის შესაბამისი თვის პროცენტის ტოლია, მაგალითად:
შეძენილი პროდუქცია: ნოუთბუქი
გადახდილი თანხა: 1000 ლარი
შეძენის თარიღი: 14 ნოემბერი, 2014 წ.
დაზიანებული ნოუთბუქის სერვის ცენტრში მიტანის თარიღი: 20 თებერვალი, 2015 წ.
დაზღვევის თარიღიდან დაზიანებამდე პერიოდი: 4 თვე
დაზღვევა აანაზღაურებს : 1000 - (19%) = 810 ლარს
მომხმარებელს შეუძლია ამავე მაღაზიაში შეარჩიოს იგივე ტიპის ტექნიკა ან დაამატოს თანხა სასურველი მოდელის შესაძენად.
* ზარალის ანაზღაურების შემდეგ განადგურებული ტექნიკა გადადის სადაზღვევო კომპანიის მფლობელობაში.
შენიშვნა: ანაზღაურებადი თანხის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ Be.ge-ის ინტერნეტ მაღაზიაში.
პროდუქციის ნაწილობრივი ზიანი
პროდუქციის ნაწილობრივი ზიანისას - სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს თანხას, რომელიც პროდუქციის შეკეთების/აღდგენის ღირებულებას მინუს დარიცხული ცვეთის შესაბამისი თვის პროცენტის ტოლია.
ანალოგიური მაგალითის მოყვანა შეიძლება აქაც, პროდუქცია ნაწილობრივ არის დაზიანებული და აღდგენას ექვემდებარება:
შეძენილი პროდუქცია: ნოუთბუქი
სერვის ცენტრის შეკეთების მომსახურება: 150 ლარი
შეძენის თარიღი: 14 ნოემბერი, 2014 წ.
დაზიანებული ნოუთბუქის სერვის ცენტრში მიტანის თარიღი: 20 თებერვალი, 2015 წ.
დაზღვევის თარიღიდან დაზიანებამდე პერიოდი: 4 თვე
დაზღვევა აანაზღაურებს : 150 - (19%) = 121.50 ლარს
მომხმარებელს ამატებს : 28.50 ლარი