არ არის გაყიდვაში
11.12.2018 16:39:18
როგორ მოვამზადოთ ლუდში შემწვარი კანჭი

ღორის კანჭი საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა. იმდენად, რომ რესტორნებიდან უკვე სამზარეულოში გადაინაცვლა და ბევრი მის ოჯახში მომზადებასაც სიამოვნებით შეეჭიდებოდა. მით უმეტეს, რომ წინ საახალწლო დღესასწაულები გველის და ჩვენი საყვარელი, ტრადიციული ქართული კერძების გვერდით, მრავალფეროვნებისთვის რაიმე განსხვავებულსაც ვისურვებდით. ჰოდა, კანჭის შეწვა იდეალური იქნება, მას შემდეგ რაც 31 დეკემბრის ღამე გადაივლის და საცივისა და ტოლმისგან დაღლილებს რაიმე განსხვავებული მოგვინდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საახალწლო რეცეპტები გაგიზიაროთ და ყველანაირად შეგიწყოთ ხელი მის მომზადებაში.

05.12.2018
როგორ შევარჩიოთ თმის უთო?

ვინ არ ოცნებებს მოვლილ და მუდმივად ფორმაში მყოფ თმაზე? მაგრამ ყოველ დღე სალონში სიარული ვარცხნილობის გასაკეთებლად, რთულია. საბედნიეროდ ამ დროისათვის უკვე უამრავი თავის მოვლის საშუალებაა გამოგონებული, რომლის დახმარებითაც გალამაზებას სახლის პირობებშიც შევძლებთ. ერთ-ერთი ასეთი ხელსაწყო კი თმის უთოა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი სიგრძის, სისქსის, მოცულობისა და სტრუქტურის თმის დავარცხნას თავად შევძლებთ. მთავარია სავარცხელი სწორად შევარჩიოთ და ამ სტატიაში სწორედ იმას გასწავლით, თუ როგორ გავაკეთოთ ეს.

27.11.2018
როგორ ავირჩიოთ გამწოვი

თანამედროვე გამწოვები იყოფა ორ ტიპად - ფილტრიანი და ევაკუაციური. ორივე მათგანი საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ ორივე მათგანს აქვს თავის ნაკლი და უპირატესობები. 

20.11.2018
როგორ გავწმინდოთ ზამშის ფეხსაცმელი და ტანსაცმელი?

ზამშის ფეხსაცმელი ძალიან ლამაზი და ელეგანტურია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი მოვლა არც ისე ადვილია. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი ერიდება მის ტარებას და ზოგიერთი მის მოზომებაზეც კი უარს ამბობს. ბევრ მიზეზს იგონებენ: რომ ის არაკომფორტულია, მისი სტილი არ არის, ძვირია და ა.შ. ბევრი კი გულწრფელად აღირებს, რომ ზამშზე უარს მისი მოვლის სირთულის გამო ამბობს.

13.11.2018
როგორ გავწმინდოთ მაუსის პედები

მაუსის პედის, იგივე მაუსის ხალიჩის გაწმენდა რთული სულაც არ არის. უბრალოდ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი წესი, რომ ის არ გავრეცხოთ სარეცხ მანქანაში. ამ შემთხვევაში ის უბრალოდ გამოუსადეგარი გახდება. იმისთვის რომ მაუსის პედის ზედაპირი არ დავაზიანოთ, საჭიროა მივუდგეთ მას განსაკუთრებულად. ეს მიდგომა კი პედის მასალაზეა დამოკიდებული.

06.11.2018
როგორ ავირჩიოთ სენდვიჩის აპარატი

რა ჯობს საუზმეზე მომზადებულ გახუხულ სენდვიჩებს? პურში ჩამდნარი ყველით და უგემრიელესი, მსუყე არომატებით. ასეთი სენდვიჩების ღუმელში ან ტაფაზე გაკეთება, დაგვეთანხმებით, რთულია. ამიტომ საუკეთესო გადაწყვეტილება სენდვიჩების აპარატის შეძენა იქნება.

30.10.2018
როგორ ავარჩიოთ ქეისი კომპიუტერისთვის
პერსონალური კომპიუტერის კორპუსის არჩევა მას შემდეგ უნდა დაიწყოთ, რაც შეიძენთ დედა დაფას, ვიდეო ბარათს და პროცესორის გამაგრილებელ სისტემას. კომპიუტერის ქეისის არჩევისას უნდა დაიცვათ სამი ძირითადი პრინციპი.
23.10.2018
როგორ შევარჩიოთ და ვატაროთ ბატილიონები

ბატილიონები მოდის სამყაროში სამი წლის წინ გახდა ტრენდული და მას შემდეგ ღირსეულ ადგილს იკავებს ყველა ქალბატონის გარდერობში, ზამთრისა და შემოდგომის ფეხსაცმლის კატეგორიაში. თუ თქვენ კიდევ არ შეგიძენიათ მსგავსი ფეხსაცმელი ამ სტატიაში გასწავლით, როგორ შეარჩიოთ თქვენი სტილისა და მოთხოვნების მიხედვით.

16.10.2018
როგორ ავარჩიოთ გაზის ზედაპირი

გაზის ზედაპირი არც ისე მარტივი პარამეტრებით იზომება. გარდა იმისა, რომ უნდა იყოს კომფორტული და ლამაზი, მას კიდევ სხვა ბევრი მახასიათებელი აქვს, რომლის შესახებაც შეძენამდე წარმოდგენა უნდა შევიქმნათ. დღეს სწორედ ამ პარამეტრების შესახებ ვისაუბრებთ.

09.10.2018
როგორ ავირჩიოთ პორტატული დინამიკი

პორტატული დინამიკი კომფორტულია. სულ მცირე ზომის შეგიძლიათ თან ატაროთ სეირნობის ან პიკნიკის დროს. ყველაზე დიდი, სამ კილოგრამიანი კი მშვენივრად გაუძღვება ნებისმიერი ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებას. თუმცა ყველაზე კარგი იქნება თუ ოქროს შუალედს დაიცავთ, აირჩევთ დინამიკს კარგი ხმით, რომელიც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს პარკში სეირნობის და სახლში გართობის დროსაც.  

ზევით