არ არის გაყიდვაში
25.12.2014
გერმანული ფირმა BEURER-ის ახალი ელექტრო საბნები და ზეწრები უკვე საქართველოშია
ზამთრის დადგომასთან ერთად სიცივე მატულობს და ხშირ შემთხვევაში სახლის გამათბობლები ვერ უმკლავდებიან დაბალ ტემპერატურას, შედეგად ვერ თბება თეთრეული, რამაც შესაძლოა ძილის დროს დამატებითი დისკომფორტი შეგიქმნათ. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა შექმნილი ელექტრო საბნები და ელექტრო ზეწრები, რომლებსაც შეუძლიათ მომენტალურად გაგათბონ და დაგაბრუნონ თბილსა და თქვენთვის კომფორტულ გარემოში.

 

23.12.2014
Pioneer -ის CD რესივერების სერია DEH -ს ორი ფლაგმანი მოდელი დაემატა
კომპანია Pioneer -მა ავტომობილის CD რესივერების სერია DEH -ს ორი ფლაგმანი მოდელი შემატა. DEH-X8600BT-ი და DEH-X9600BT -ი ფართო ფუნქციონალური დატვირთვით, ხარისხიანი ხმით, ერგონომიული დიზაინითა და მოსახერხებელი დისპლეით გამოირჩევა.
12.12.2014
Pioneer-ის GM-A სერიის გამაძლიერებლები
Pioneer-ის მიერ შემუშავებულ ავტომობილის გამაძლიერებლები მაღალი სიმძლავრითა და მონტაჟის სიმარტივით გამოირჩევიან. Pioneer-ის ასორტიმენტს ერთდროულად 4 მოდელი დაემატა (ანალოგები)
08.12.2014
როგორ შევარჩიოთ როუტერი
თანამედროვე სამყაროში კომპიუტერი აღარ არის ფუფუნების საგანი. იშვიათია ოჯახი სადაც კომპიუტერი არ არის. კომპიუტერებს დაემატა სხვა მოწყობილობები - ტაბლეტი, HD-პლეერი, სათამაშო კონსოლი, რომელთა შესაძლებლობების სრული გამოყენებისთვის ინტერნეტში ჩართვა ესაჭიროებათ. თქვენს სახლებში ინტერნეტ პროვაიდერები ძირითადად კაბელის შემოყვანით შემოიფარგლებიან. იმისთვის, რომ სახლში არსებულ ტექნიკას ინტერნეტთან ჰქონდეს წვდომა აუცილებელია როუტერის დაყენება.
27.11.2014
3 D TV-ის ჯადოსნური სამყარო. ტექნოლოგიური გზამკვლევი. რა არის 3 D ტელევიზორი
2010 წელს ბაზარზე პირველი 3 D ტელევიზორები გამოჩდნენ. მას შემდეგ სატელევიზო ტექნიკის წარმოება ხარისხის ახალ საფეხურზე გადავიდა. 3 D ტელევიზორის შეძენამდე აუცილებლად გაეცანით ჩვენს სტატიას - აქ 3 D ტექნოლოგიებზე და მასთან დაკავშირებულ კითხვებზე სრულ ინფორმაციას მიიღებთ.
19.11.2014
ნოუთბუქ Acer Aspire E1-522-ის მიმოხილვა
იაფი და ხარისხიანი ნოუთბუქის არჩევისას ყველაზე ხშირად Acer-ს ახსენებენ. Acer-ი ს ნოუთბუქები სხვა ბრენდის ტექნიკასთან შედარებით მოსახლეობის უმეტესობისთვის ხელმისაწვდომია. რამდენიმე წლის წინ Acer-ის პროდუქცია მაღალი ხარისხით არ გამოირჩეოდა, თუმცა დღეს ეს საკითხი გამოსწორებულია. ხარისხი გაუმჯობესდა - ფასი კი ძველი დარჩა.
15.11.2014
რა არის Ultra HD (4K)
გსმენიათ ახალ ვიდეო ფორმატზე უცნაური სახელწოდებით 4K ან Ultra HD ? თუ დაინტერესდით ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.

დავიწყოთ მცირე ისტორიული ექსკურსით. თავდაპირველად HD ფორმატში იგულისხმებოდა სიგნალი 1280x720 გაფართოებით. სტანდარტული სიმკვეთრის (720х480/576) ვიდეოებთან შედარებით HD ვიდეოები შთამბეჭდაობით გამოირჩევა.
31.10.2014
შეხვდით ზამთარს თბილად!
აციებასთან ერთად გამათბობლების შეძენის საკითხი აქტუალური ხდება. ჩვენ ამ სტატიით შევეცდებით გამათბობლის შერჩევაში დაგეხმაროთ. გამათბობლები რამდენიმე ტიპად იყოფა: ზეთის, კონვექტორი, თბოვენტილატორი, ინფრაწითელი და ჰაერის ფარდა
09.10.2014
ColorWay- ხელმისაწვდომი ხარისხი!
ჩვენი კომპანია ColorWay სახარჯი მასალების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა. ჩვენ ვაწარმოებთ ლაზერულ და ჭავლურ კარტრიჯებს, საბეჭდ ქაღალდს, მელანს, საწმენდ საშუალებებს, მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემებს და სხვა. საქართველოში ჩვენი პროდუქციის მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი და ახლო მომავალში ასორტიმენტის გაფართოება იგეგმება.
03.09.2014
როგორ შევარჩიოთ მაცივარი
არავინ დაობს, რომ მაცივარი სამზარეულოში მთავარი ატრიბუტია. პროდუქტების შესანახი სხვა ალტერნატივა არც არსებობს. მომხმარებლის მოთხოვნილებების შესაბამისად მაცივრის მწარმოებლები, მოწყობილობის ფუნქციებს გამუდმებით აუმჯობესებენ. ავტომატური გალღობა, ვენტილაცია, 0°С ზონა, ანტიბაქტერიული საფარი, სუნის საწინააღმდეგო ფილტრები, კარზე დამაგრებული მართვის პანელი და სხვა - ამდენი მრავალფეროვნებით შეიძლება დაიბნეთ კიდეც. როგორც წესი მაცივარს სხვა ტექნიკასთან შედარებით უფრო დიდიხანს იყენებთ, ამიტომ მისი შეძენისას უფრო მეტი დაფიქრებაც გმართებთ.
ზევით