არ არის გაყიდვაში

Xiaomi Mi 9: საუკეთესო სმარტფონი ჩინეთიდან

1 (9)

Xiaomi Mi 9 — ელეგანტური სმარტფონია დღეისათვის ყველაზე სწრაფი პროცესორით Qualcomm Snapdragon 855, AMOLED ეკრანით, ეკრანს ქვეშ ჩამონტაჟებული თითის ანაბეჭდის სკანერით და სამმაგი უნივერსალური კამერით. აღნიშნულ სტატიაში, სწორედ მის მახასიათებლებზე ვისაუბრებთ.

უკონკურენტო თავის ფასში

Xiaomi–ს სმარტფონებმა შეძლეს მომხმარებლის გულების დაპყრობა და თაყვანისმცემლების მთელი არმიის გაჩენა. მთავარი კი ის არის, რომ წლიდან წლამდე კომპანია იხვეწება და მათი აპარატებიც უფრო სრულყოფილ სახეს იღებენ. ამის საუკეთესო მაგალითია, 2019 წლის ფლაგმანი Xiaomi Mi 9. მაღალი მწარმოებლურობა, კარგი დიზაინი, უსადენო დატენვის მხარდაჭერა და სამმაგი კამერა – ეს მიმდინარე წლის ტენდენციებია, რომელსაც Xiaomi–ს აპარატი იმეორებს და სხვა ფლაგმანებთან შედარებით ყველა ამ სიკეთეს მისაღებ ფასად გვთავზობს.

დიზაინის ელეგანტურობა

2 (5)

აპარატის დიზაინი ნამდვილად მოგხიბლავთ, თუ თქვენ ბრჭყვიალა უკანა პანელის და შუქჩრდილების მოყვარული ხართ. მასში მწარმოებელმა არჩევანი შეაჩერა მინაზე და ჰოლოგრაფიულ ეფექტებზე. სამწუხაროდ ამგვარი დიზაინის მინუსად რჩება ის, რომ ადვილად შეიძლება დაგისხლტეთ ხელიდან და მარტივად ემჩნევა თითის ანაბეჭდები. მიუხედავად ზომებისა (155×75×7,6 მმ) Xiaomi Mi 9 ძალიან კომფორტული დასაჭერია ხელში, თუმცა არც ისე მსუბუქია და მისი 173 გრამიანი წონა ხელში საგრძნობია. 
წინა პანელს ფარავს 6.39 დიუმიანი OLED დისპლეი Full HD+ გაფართოებით და წვეთისებრი ჭრილით ცენტრთან, რომელშიც სელფი კამერაა განლაგებული. ეკრანი იკავებს ველის 85%, ჩარჩოები კი საკმაოდ თხელი აქვს. უკანა პანელზე აპარატს განლაგებული აქვს სამმაგი კამერა, რომელიც წრედშია ჩასმული და საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა ამის გამო ბრტყელ ზედაპირზე არც ისე სწორად იდება. უნდა აღინიშნოს, რომ ტელეფონს არ აქვს მტვრისა და წყლისგან დაცვის სერტფიკატი, თუმცა გავრცელებულ ვიდეოებში ბლოგერები იტყობინებიან, რომ ამ მხრივ სმარტფონს ყველაფერი რიგზე აქვს. შესაძლოა, იმედგაცრუება გამოიწვიოს იმანაც, რომ ტელეფონს არც micro SD ბარათით მეხსიერების გაფართოების საშუალება აქვს, თუმცა 128 GB მეხსიერებაც საკმაოდ კარგია თანამედროვე ტელეფონისთვის და ალბათ არც მეტ გაფართოებას საჭიროებს. 
ცალკე აღსანიშნავია სპეციალური აპლიკაცია Mi პულტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ ტელევიზორი ან Xiaomi–ს სპეციალური სანათი.

დიდი Super AMOLED ეკრანი

3 (7)

Xiaomi Mi 9–ს აქვს SuperAMOLED დისპლეი, რაც ნიშნავს საკეთესო ხარისხს, მკვეთრ ფერებს, ღრმა შავ ფერს და კარგ კითხვადობას დღის განათებაზეც კი. ეკრანი დაცულია Gorilla Glass 6–ით. წვეთისებრი ჭრილის გამოყენებამ კი სასარგებლო ველის ზომა გაზარდა. ფლაგმანს აქვს Always On Display–ის მხარდაჭერა, რომელსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაბლოკილ ეკრანზეც გამოაქვს. ეკრანის ქვეშ კი თითის ანაბეჭდის სკანერია განლაგებული. მისი ალტერნატივა სახის ამოცნობით განბლოკვის შესაძლებლობაა, რაც სმარტფონს ასევე გააჩნია, თანაც საკმაოდ სწრაფი.

2019 წლის ფლაგმანისთვის შესაფერისი კამერა

Xiaomi–ს ფლაგმანის ერთ–ერთი უპირატესობა მისი სამმაგი კამერა. ძირითადი კამერის გაფართოება 48 მეგაპიქსელიანია და აქვს Sony IMX586 მატრიცა. მეორე მოდულის გაფართოება 12 მეგაპიქსელია და აქვს f/2.2 დიაფრაგმა. მესამე მოდულში გამოიყენება Sony–ს ულტრაფართოკუთხოვანი ობიექტივი, რომელსაც აქვს f/2.2 დიაფრაგმა და 16 მეგაპიქსელიანი მატრიცა. კამერის ერთადერთი ნაკლი სტაბილიზაციის არქონდაა.

ფრონტალური კამერა წვეთისებრ ჭრილშია განთავსებული, აქვს 20 მეგაპიქსელიანი გაფართოება და f/2.0 დიაფრაგმა.

პროცესორი Qualcomm Snapdragon 855 и MIUI 10

4 (5)

ფლაგმანი მუშაობს Qualcomm–ის 8 ბირთვიან პროცესორზე Snapdragon 855, რომელიც მწარმოებლურობის მხრივ იმდენად ძლიერია, რომ ყველაზე მძიმე თამაშების გადმოწერაზეც კი არ შეგექმნებათ არავითარი პრობლემა. შიდა და ოპერატიული მეხსიერებები სხვადასხვა მოდიფიკაციებით არის გამოსული. ყველაზე დიდი ოპერატიული მეხსიერების მქონე სმარტფონი 128 GB–იანია, რაც საკმაოდ კომფორტულია მწარმოებლურობის მხრივ. რა თქმა უნდა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ხელოვნური ინტელექტიც, რომლის ეფექტურ გამოყენებასააც DSP პროცესორი Hexagon 690 უზრუნველყოფს. სმარტფონი მუშაობს ბოლო თაობის ოპერაციულ სისტემაზე Android 9 Pie, საკუთარი ნიშანით MIUI 10.2.

ნორმალური ავტონომიურობა

Xiaomi Mi 9 აღჭურვილია 3300 mAh-იანი აკუმულატორით, რომელიც აპარატს მთელი დღის განმავლობაში ამუშავებს. მთლიანი დატენვისთვის 1.5 საათი დაგჭირდებათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მას დისტანციური დატენვის ფუნქციაც აქვს.

დასკვნა

5 (2)

რა შეგვიძლია ვთქვათ ახალი ფლაგმანის შესახებ მთლიანობაში? ეს არის სმარტფონი კარგი მწარმოებლურობით, ნორმალური დისპლეით, მშვენიერი ავტნომიურობითა და სასიამოვნო დიზაინით. მინუსად შეგვიძლია ჩავუთვალოთ ოპტიკური სტაბილიზაციის არ არსებობა კამერებში, არასაკმარისი დაცულობა წყლისა და მტვრისგან და მეხსიერების გაფართოების შესაძლებლობის არქონა. მთლიანობაში კი მოცემულ ფასად ძალიან კარგი სმარტფონია. მისი შეძენა ჩვენს ონლაინ მაღაზიაშიც შეგიძლიათ. 
ზევით