
HAIER-ის შესახებ
HAIER მსოფლიო მასშტაბით საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთერთი ლიდერი მწარმოებელია. მისი გლობალური შემოსავალი 32.09 მილიარდ დოლარს შეადგენს, ყოველწლიური მოგება კი 2.4 მილიარდს აღემატება. კომპანიის პროდუქცია მსოფლიოს 160–ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.


Euromonitor International–ის 2009, 2010 წლების მონაცემებით, წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის რაოდენობით, Haier–მა პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოში. კომპანიის მიერ წარმოებულ გაგრილების ტექნიკას მსოფლიო ბაზრის 12,6% უკავია.
HAIER-ის ახალ, A კლასის, Tundra სერიის კონდიციონერებში გაერთიანებულია ელეგანტური დიზაინი, ეკონომიურობა და თანამედროვე ტექნოლოგიები.
კონდიციონერის შიდა ბლოკი აღჭურვილია დეკორატიულ პანელიში ჩაშენებული უხილავი დისპლეით, რომელზეც, კონდიციონერის ჩართვისას, ჰაერის ტემპერატურა და ოპერაციული რეჟიმები გამოისახება.
ჩუმი რეჟიმის ფუნქციის გააქტიურებისას შიდა ბლოკი გადადის მუშაობის უხმო რეჟიმზე. კონდიციონერის ხმის დონე მცირდება 3 დბა-ით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღამის საათებში.
ჩუმი რეჟიმი
კომფორტული ძილის ფუნქცია
აღნიშნული ტექნოლოგია ქმნის შესანიშნავ გარემოს და ტემპერატურას დასვენებისა და მშვიდი ძილისთვის. ავტომატურად არეგულირებს ტემპერატურას, დამატებით ზოგავს ენერგიას და გვიცავს ჭარბი სიგრილისა თუ სითბოსაგან
ჰაერის ინტელექტუალური განაწილება
ჰაერის ინტელექტუალური განაწილების რეჟიმი სიგრილესა და სითბოს მაქსიმალურად თანაბრად ანაწილებს.გაგრილების რეჟიმში ნაკადი მიმართულია ზემოთ, ხოლო გათბობისას ქვემოთ, რაც ოთახის უფრო ეფექტურ გათბობასა და გაგრილებას უზრუნველყოფს.
უპირატესობები:
☑ ენერგოეფექტურობის A კლასი.☑ ეკოლოგიურად სუფთა მაცივარაგენტი R410a.
☑ ტურბო რეჟიმი.
☑ ხმაურის დაბალი დონე.
☑ ავტორესტარტის ფუნქცია.
☑ 24 საათიანი ტაიმერი.
☑ კომპრესორის საიმედო დაცვა.
☑ ანტიკოროზიული საფარი.
☑ ელეგანტური დიზაინი.
☑ მოხერხებული დისპლეი.
☑ ხელმისაწვდომი ღირებულება.