
ჩვენ ვიმყოფებით ტექნოლოგიური ეპოქის საზღვარზე და სავსებით შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში უკვე ვიხილათ ფანტასტიურ შედეგებს ტექნიკის სამყაროში.
უკვე არსებობს საინტერესო პროექტები და იდეები, შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევების საფუძველზე.
განვიხილოთ რამდენიმე ასეთი პროექტი:
Hyperloop
Hyperloop- ეს არის სატრანსპორტო სისტემა. Hyperloop Transportation Technologies (HTT) მუშაობს უნიკალური ტრანსპორტის შექმნაზე. სპეციალური მილები, რომლების დახმარებით მგზავრი მოხედება დანიშნულების ადგილზე თვითმფრინავის სიჩქარის ექვივალენტური სისწრაფით.პირველად იდეა ელონ მაქსის მიერ 2013 წელს იყო შემოთავაზებული . მგზავრი იჯდება სპეციალურ კაპსულაში. ტრანსპორტი 1300 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს. (რაც უფრო მეტია ვიდრე ბგერის გავრცელების სიჩქარე! ) პროექტი დაახლოებით 60 მლრდ დოლარი ღირს.
ვაგრძელებთ სატრანსპორტო თემას:
ელექტრული ძრავა, ზებგერითი სიჩქარით
თანამედროვე ავიალაინერები ძალიან აბინძურებენ ატმოსფეროს, უდიდესი აეროპორტები ანადგურებენ გარემოს. არსებობს ვარაუდი, რომ იგივე მილიარდერი, ელონ მაქსს აინტერესებს რეაქტიური თვითმფრინავების შექმნა, ელექტრულ ძრავაზე. ასეთი აეროპლანი ვერტიკალურად აფრინდება და განავითარებს ზებგერით სიჩქარეს. შედეგად, გადაფრენის დრო შემცირდება, და ტრანსპორტი ნაკლებად გამანადგურებელი გახდება ბუნებისთვის.ჭკვიანი მინა
მინა არაუკანასკნელ როლს ასრულებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მყარე, გლუვი, გამჭირვალე მინა, რომელიც არ ტყდება გამოიყენება საოფისე ფართებში, მობილურებში, სენსორულ პანელად. მომავალში, მინამ შეიძლება გააკონტროლოს ულტრაიისფერი სხივების შეღწევადობის პროცენტულობა შენობაში, აკონტროლოს სითბოს პარამეტრი. სურვილისამებრ გახადოს კედელი გამჭირვალე და ა.შ. ფანტაზიას საზღვრები, აქ არ გააჩნია
3D-ბეჭდვა
დანარჩენებისგან განსხვავებით, ეს ტექნოლოგია ჩვენთვის უკვე ნაცნობია. რამდენიმე წელია 3D-ბეჭდვა აქტუალურია სხვადასხვა სფეროში, თუმცა, ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება და ახალ დანიშნულების სფეროებს პოულობს. 3D-ბეჭდვის აპარატები იაფდება, და ხელმისაწვდომი ხდება. შეიძლება მომავალში ის თანამედროვე საზოგადოების განუყოფელი ნაწილი გახდეს. მედიცინა, მეცნიერება, დიზაინი, ტრანსპორტი: ამ დარგებში უკვე აქტიურად გამოიყენება აღნიშნული ტექნოლოგია. იქნებ დადგება დღე, როცა ადამიანი “დაბეჭდავს” ოცნების სახლს, ან ავტომობილს? მომავალი გვიჩვენებს.
ჰოლოგრამები
სახლების პროეცირება, ვიდეოთამაშები, კოსმოსის შესწავლა 3-განზომილებიან ვირტუალურ სისტემებში, ამ ყველაფერს შემოგვთავაზებს ჰოლოგრამა. ტექნოლოგია შეავსებს ფიზიკურ სამყაროს ციფრულით.ნანოტექნოლოგიები
ეს არის მეცნიერების დონის ახალი საფეხური.უამრავი დარგი ასეთი ტექნოლოგიების გამოყენებით გააკეთებს უდიდეს ნახტომს მომავალში.
მაგალითად ავიღოთ ბიოლოგია. წარმოიდგინეთ , რამდენად გამარტივდება ადამიანის დნმ-ის შესწავლა, თუ მეცნიერები აღჭურვილები იქნებიან რამდენიმე ნანომეტრის ზომის ტექნიკით?
შესაძლებელი გახდება უფრო მყარი სტრუქტურების მშენებელი მასალების მომზადება, უფრო ეფექტური ენერგიის გაჯეტების შექმნა, IT ტექნიკის პარამეტრების აბსოლუტურად სხვა რიცხვებზე გადაყვანა.
შეიძლება დადგება დრო, როდესაც კაცობრიობა შეხედავს სამყაროს ნანოტექნოლოგიების გარეშე როგორც დინოზავრების ერას. თუმცა , ჯერჯერობით ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ ეს ჯადოსნური მომავლის ეპოქა
Tesla-ს პროექტი: ავტოპილოტი
ამ პროექტზე დიდი ხანია ლაპარაკობს საზოგადოება. სატესტო რეჟიმში ტექნოლოგია უკვე არსებობს. ავტომობილში ჩამონტაჟებულია ოპტიკური სენსორები, რომლებსაც მართავს კომპიუტერი. 2016 წელს, კომპანიამ განათავსა ვიდეო, რომელშიც ჩანს რომ მანქანა მიდის ავტოპილოტზე.Google-ის გახსენებაზე: ინოვაციური ავტომობილის გარდა, კომპანია უამრავ ულტრათანამედროვე პროექტზე მუშაობს. შესაძლოა მომავალში, მისმა პროექტებმა საერთოდ გადაატრიალონ ჩვენი ყოველდღიურობა: