არ არის გაყიდვაში

ყველაფერი Apple-ის პრეზენტაციის შესახებ

44

და აი დადგა დღე, როდესაც სტივ ჯობსის თეატრში მიწვეულმა სტუმრებმა Apple-ის წლის სიახლეები გაიგეს და ეს სიახლეები გავიგეთ ჩვენც, ბრენდის თაყვანისმცემლებმა, კონკურენტებმა, თუ უბრალოდ ტექნიკის სიახლეებით დაინტერესებულმა ადამიანებმა. 

საღამოზე სამი სმარტფონი iPhone XS, iPhone XS Max და iPhone XR წარმოადგინეს. 

პრეზენტაცია დაიწყო Apple Watch-ის წარდგენით. ახალი სმარტ საათი განსაკუთრებულ ახალ მახასიათებლებს არ ატარებს, თუმცა ის ვიზუალურად წინამორბედებზე თხელია, ეკრანი მოზრდილი, დინამიკები 50%-ით უფრო ძლიერი, პროგრამული უზრუნველყოფა კი ორჯერ უფრო სწრაფი. 

33

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ სმარტფონებზე. 


iPhone XS-ს 12 მეგაპიქსელიანი 2 უკანა და 7 მეგაპიქსელიანი წინა კამერა აქვს, რომელსაც 1 ტრილიონი ოპერაციის ჩატარება შეუძლია 1 ფოტოზე. smart HDR ფუნქციის წყალობით შესაძლებელია ერთ მომენტში გადაღებული სხვადასხვა ფოტოებიდან იდეალური ფრაგმენტების არჩევა და მათგან სრულყოფილი ფოტოს შექმნა. ვიდეოს გადაღების რეჟიმში, კამერას აქვს სტერეო ხმა და უმკლავდება საკმაოდ დაბალ განათებასაც კი. iPhone XS Max-ის ბატარეა კი 90 წუთით უფრო დიდხანს ძლებს ვიდრე iPhone XS-ის. 

22

iPhone XR – ალუმინისა და შუშისგან შექმნილი მოდელი, iPhone X-ის მსგავსად, edge ეკრანითაა აღჭურვილი. ზომა 6.1 ინჩი. თუმცა, სმარტფონს არ აქვს 3D Touch. A12 Bionic ჩიპი, XS-ის მსგავსად, XR-საც აქვს და მსგავსებას კამერაშიც აღმოაჩენთ. XR-ს ერთი 12 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს. მას არ სჭირდება telephoto, რადგან არსებული კამერა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით აღწევს სასურველ შედეგს. 


ცნობილია ახალი სმარტფონების ფასები წინასწარი შეკვეთისთვის: 
  • iPhone XS [64GB] – $999 
  • iPhone XS Max [64GB] – $1099
  • iPhone XR [64 GB] – $749
ზევით