არ არის გაყიდვაში

2017 წლის ყველაზე Smart  გამოგონებები

Satia_720X272

2017 წელი დასასრულს უახლოვდება და ჩვენ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ წლის საუკეთესო გამოგონებათა ათეული, რომელმაც ადამიანების ცხოვრება უფრო მარტივი და კომფორტული გახადა.

1. პერსონალური რობოტი.

Amazon და Google ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობენ პერსონალურ რობოტთა დამუშავების მიმართულებით. თუმცა ძირითადად მათი პროდუქცია შემოიფარგლებოდა სტაციონარული მანათობელი დინამიკით. ახალი რობოტი ჯიბო ასეთი არ არის. ის Pixar-ის ცნობილ პერსონაჟ ივოს ჰგავს, დიდი მრგვალი თავითა და სახით, რომელიც ემოციებს ანიმაციური იკონკების საშუალებით გამოხატავს. ჯიბოს შეუძლია სიცილი, ცეკვა და თქვენსკენ მოტრიალება. ამ ყველაფრის წყალობით რობოტი ძალიან ჰგავს ადამიანს, განსხვავებით მისი წინამორბედებისგან.

2. სათვალე, რომლებიც უსინათლოებს ეხმარება



2

მსოფლიოში უამრავი უსინათლოა, რომელთაც ძალიან უჭირთ გადაადგილება. eSight 3 მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სათვალეა, რომელიც მათ გადაადგილებაში ეხმარება. eSight 3 იწერს ვიდეოს მაღალი გაფართოებით და შემდეგ სხვადასხვა ალგორითმების საშუალებით გამოსახულებას ისეთ რამედ გადააქცევს, რომ უსინათლო ადამიანი მისი საშუალებით უკვე ხედავს გამოსახულებას. ეს მოწყობილობა $ 9 995 ღირს, ამიტომ ყველასთვის ხელმიწსაწვდომი არ არის, მაგრამ წინამორბედ ვერსიებზე უფრო იაფი, სწრაფი და მსუბუქია, უფრო ფართო შესაძლებლობებით. კომპანიის ინფორმაციით დღეისათვის სათვალით 1000 პაციენტზე მეტი სარგებლობს.

3. უფრო ჭკვიანი სმარტფონი

3

Apple-ის აპარატული უზრუნველყოფის ვიცე-პრეზიდენტი დენ რიჩიო თვლის, რომ iPhone X ნამდვილი ახდენილი ოცნებაა. სმარტფონი ალბათ ყველაზე რთული და ამ ეტაპზე სრულყოფილი სმარტფონია მსოფლიოში, ყველაზე უსაზღვრო ეკრანით. მისი პროცესორი ოპტიმიზირებულია დამატებითი რეალობაზე, კამერაკი ტელეფონის განბლოკვის ფუნქციას ატარებს სახის ამოცნობის შესაძლებლობით. კომპანიის დირექტორატი აცხადებს, რომ მათ მკაფიო ხედვა აქვთ მომავლის აიფონების განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა გეგმებს არ აკონკრეტებენ.

3. მანქანები, რომლებისთვისაც დენი მთავარი მომმარაგებელია

ელექტრომობილი, როგორც წესი, ან ძალიან ძვირია, ან ძალიან მცირე დროში საჭიროებს ხელახალ დატენვას. მესამე მოდელის Tesla-ში ყველა ამ პრობლემის მოგვარება იგეგმება. ეს ყველაზე საინტერესო მანქანაა, რომელიც 35 ათასი დოლარზე მეტი ღირს და ერთ დატენვაზე 320 კილომეტრს გადის. მასზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და მწარმოებლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ მის დასაკმაყოფილებლად. Tesla-ში ამბობენ, რომ მუშაობას და გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას კვლკავაც გააგრძელებენ. ეს ხომ მომავლის მანქანაა, რომელიც კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.

4. ვირტუალური რეალობის სრულიად ავტონომიური ბოქსი

ვირტუალური რეალობის შექმნა საკმაოდ რთულ ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული და როგორც წესი, მას დამატებითი მოწყობილობა სჭირდება კომპიუტერის, ან სმარტფონის სახით. მაგარამ Facebook-ის მიერ წარმოებული Oculus Go-ს წყალობით ყველაფერი უფრო გამარტივდა. ეს არის თავზე ჩამოსაცმელი მოწყობილობა, რომელიც სრულიად ავტონომიურად მუშაობს. მომავალ წელს ფეისბუქი ამ VR box-ის გაყიდვას იწყებს. და მისი მიზანი არა რეალობისა და ირეალობის დაახლოება, არამედ ის იქნება, რომ ვირტუალური რეალობის შეგრძნება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

5. სამაჯური, რომელიც ბავშვებს გადაარჩენს

ბავშვებისთვის აუციელებელია ცხიმი. მის გარეშე მათი სხეულის ტემპერატურა ეცემა და იწყება ჰიპოთერმია, სუნთქვის პრობლემები და ა.შ. ღარიბ ქვეყნებში, სადაც ბავშვები მცირე წონით, დროზე ადრე იბადებიან, საავადმყოფდოებსა და კლინიკებს არ ყოფნით ინკუბატორები მათ გასათბობად და აი სწორედ აქ მუშაობს სამაჯური “ვეტრი”. ის 28 დოლარი ღირს, ბავშვის ხელზე გაკეთებით მოწყობილონა მისი სხეულს ტემპერატურას აკონტროლებს, თუ ბავშვი ძალიან გაცივდა, ირთვება განგაშის სიგნალი და ნარინჯისფერი შუქი. ამ შემთხვევაში დედას შეუძლია ბავშვი აიყვანოს და საკუთარი სხეულის ტემპერატურით გაათბოს. დღეისათვის ეს მოწყობილობა უამრავ ბავშვს უნარჩუნებს სიცოცხლეს უღარიბესი ქვეყნებიდან.

6. საუკეთესო სათამაშო

ადამიანები რომ გამოკითხოთ, სპინერის შესახებ სრულიად საწინააღმდეგო პასუხებს მიიღებთ. ზოგი იტყვის, რომ ის უწყინარი სათამაშოა, ზოგისთვის კი ნამდვილი სამყაროს დასასრული, რომელიც მსოფლიოს სკოლებში სრულ ქაოსს თესავს. ასეა თუ ისე, სპინერები ყველგანაა და ის წლის ყველაზე პოპულარულ სათამაშოდ და ერთ-ერთ მნიშნვნელოვან გამოგონებად იქცა.

7. სათამაშო კონსოლი - სადაც არ უნდა იყოთ

“თუ კარგი და საინტერესო თამაში გაქვს, დგება იმედგაცრუების ის მომენტი, როცა თამაში უნდა შეწყვიტო”, - ამბობს Nintendo of America-ს პრეზიდენტი რეჯი ფის-ემე. მაგრამ თუ ფლობ Nintendo Switch-ს, თამაშის შეწყვეტა საჭირო სულაც არ არის. თუ მას სპეციალურ პლანშეტზე შეაერთებთ, შეგიძლიათ განუწყვეტლივ ითანამაშოთ, სადაც არ უნდა იყოთ და როცა გინდათ. არსებობს კონსოლის მეორე ვარიანტიც, - ჯოისტიკებით. ამ შემთხვევაში კონსოლით თამაშს რამდენიმე ადამიანი შეძლებს. მისი გაყიდვები 2017 წლის მარტში დაიწყო და ამ დრომდე უკვე 7.63 მილიონი Nintendo Switch გაიყიდა.

8. დრონი, რომელიც მოსპობს “სელფის” ჯოხებს

უპილოტო საფრენმა აპარატებმა ბოლო წლებია წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვეს და ადამიანებს ცხოვრება საგრძნობლად გაუმარტივეს საქმიანობის ყველა სფეროში, - კარტოგრაფიით დაწყებული სამაშველო ოპერაციებით დამთავრებული. დრონ Spark-ს კი უფრო მიწიერი პრეტენზიები აქვს, - დაეხმაროს ადამიანებს ფოტო-ვიდეო გადაღებებში. ასეთი დრონის მართვა ადვილია, მათი გატეხვა - რთული და საკმაოდ იაფიც ღირს.

9. სახლის უსაფრთხოების მარტივი სისტემა

სახლის უსაფრთხოების სისტემები ძირითადად ისეა მოწყობილი, რომ შეაშინოს ბოროტმოქმედები. Google-ის შვილობილმა კომპანია Nest-მ კი შექმნა Secure სისტემა “სრულიად სხვანაირად”. კომპანიის დირექტორი მეტ როჯერსი ამბობს, რომ ის ორიენტირებულია იმაზე, რომ სახლის პატრონები ადვილად მოხვდნენ ბინაში და სახლში მისვლისას კოდების აკრეფვა კი არ დაიწყონ, არამედ ღილაკზე მარტივად დაჭერით მოხვდნენ შინ. მისი დაპროგრამება შეიძლება ისე, რომ ის ამუშავდეს მითითებულ დროს. ამგვარად ბავშვის ძიძა სახლში მხოლოდ სამუშაო საათებში შემოვა. ბოროტმოქმედების შემოპარვის შემთხვევაში კი ირთვება სიგნალიზაციის სისტემა 85 დეციბალის სიმძლავრით.

10. ბოტასები, რომლებიც ვარჯიშის შედეგს აუმჯობესებენ.



4

წარმოიდგინეთ ბოტასები, რომელიც საშუალებას გაძლევთ, უფრო ჩქარა ირბინოთ, მაღლა ახტეთ, უფრო უკეთ ივარჯიშოთ. სწორედ ამ კოცენფციით შეიქმნა Adidas-ის Futurecraft 4D სპორტული ფეხსაცმელი. ფეხსაცმლის ძირი თქვენს ფეხს არა მხოლოდ ზომითა და ფორმით, არამედ იმითაც ერგება, რომ რბილდება დარტყმის ძალის შემცირებისას, სარბენი ზედაპირის ფაქტურიდან გამომდინარე და ა.შ. ფეხსაცმლის წარმატების საიდუმლო 4D ბეჭდვაშია, რომლის საშუალებითაც Adidas-ის მწარმოებლები ყოველ მილიმეტრს აკვირდებიან და მას მომხმნარებლის ინტერესებზე არგებენ.
ზევით