არ არის გაყიდვაში

როგორ ავირჩიოთ პლანშეტი

Statia_BEGE_720X272

ოპერაციული სისტემიდან აკუმულატორის მოცულობამდე: დღეს ჩვენ ყველა იმ დეტალს განვიხილავთ, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ პლანშეტის არჩევისას.

დაფიქრდით, რისთვის გჭირდებათ პლანშეტი

პლანშეტი კარგია შემდეგი ფუნქციების შესასრულებლად: ონლაინ-ურთიერთობა, მობილური თამაშები და კონტენტის მოხმარება (წიგნის კითხვა, საიტების, ვიდეორგოლების, სერიალების, ფილმების ნახვა). ზოგიერთი მათგანი კომფორტულია საოფისე სამუშაოს შესასრულებლადაც. საუკეთო პლანშეტი ის არის, რომელიც მაქსიმალურად შეეთავსება თქვენს მოთხოვნებს. დაფიქრდით, კერძოდ რის გაკეთებას აპირებთ მოწყობილობის მეშვეობით. ეს დაგეხმარებათ, განსაზღვროთ კონკრეტულად რომელი პლანშეტის შეძენაა უკეთესი.

აირჩეთ ოპერაციული სისტემა

ანდროიდებს შორის ყველაზე ადვილია იპოვოთ, ნორმალური ფასის და კარგი ხარისხის პლანშეტი. გარდა ამისა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სერვისების, თამაშების და სხვადასხვა აპლიკაციების უდიდესი რაოდენობა. ენთუზიასტებს კი სისტემის საკუთარ თავზე მორგებაც შეუძლიათ. თუმცა, ამ პლატფორმაზე მომუშავე გაჯეტების უმრავლესობა ვერ იღებს დროულ აფდეითს. შედეგად კი მათი მფლობელები უახლესი ფუნქციებით, ან საერთოდ ვერ სარგებლობენ, ან მათ დაგვიანებით იღებენ. 
iOS-ზე მომუშავე ყველა მოწყობილობა მაღალ საფასო კატეგორიაში იყიდება. სამაგიეროდ ეს ყოველთვის არის პრემიუმ კლასის აპარატები, აქტუალური მახასიათებლებითა და მოდური დიზაინით. iOS-პლანშეტბის მფლობელებს არ აქვთ წვდომა დიდი რაოდენობის პროგრამებზე, თამაშებსა და სერვისებზე. თუმცა ამ სისტემაზე მომუშავე სმარტფონები რეგულარულ აფდეითებს იღებენ. 
Windows 10 
Windows-მა არ გაამართლა ტელეფონებზე, სამაგიეროდ პლანშეტებზე კარგად მუშაობს. სისტემის მეათე ვერსია გაჯეტს ნოუთბუქის სრულყოფილ შემცვლელად აქცევს. განსაკუთრებით მაშინ, თუ კლავიატურას და მაუსსაც მიუერთებთ. Windows 10-ზე მომუშავე პლანშეტების მფლობელები ნაკლებ აპლიკაციებს იღებენ, ვიდრე სხვა პლატფორმის შემთხვევაში. სამაგიეროდ მათ შეუძლიათ დააყენონ სრულყოფილი დესკტოპ თამაშები და პროგრამები, მათ შორის Microsoft Office. ეს კი უდიდესი პლიუსია მათთვის, ვისაც პლანშეტი სამუშაოდ სჭირდება. 
Windows 10 + Android 
არსებობს ისეთი პლანშეტებიც, რომელზეც ერთ დროულად ორი ოპერაციული სისტემაა დაყენებული. ასეთის ყიდვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, ან ერთზე იმუშაოთ, ან მეორეზე.

განვსაზღვროთ პლანშეტი ზომით

ზომის მიხედვით, პლანშეტები შეგვიძლია დავყოთ სამ კატეგორიად: კომპაქტურები (7-8 დიუმი), საშუალო (9-10 დიუმი) და დიდი პლანშეტები (11-12 დიუმი). 
• კომპაქტური პლანშეტები კარგია ურთიერთობისთვის, თამაშისთვის და წიგნის საკითხავად. ამ დავალებების შესასრულებლად ისინი სმარტფონებზე კომფორტულია. თუმცა ამ დიაგონალის დისპლეი მაინც არ რის საკმარისი იმისთვის, რომ წაიკითხოთ PDF-დოკუმენტები ან უყუროთ სერიალებსა და ფილმებს. 
საშუალო ზომის პლანშეტები - ოპტიმალური ვარიანტია მობილურობისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. მათ ჯიბეში ვერ ჩაიდებთ, მაგრამ ხშირად ისინი კომპაქტურ პლანშეტებზე ძლიერია და ადვილად გაუმკლავდება მულტიმედია კონტენტსა და თამაშებს. მათზე მუშაობაც შესაძლებელია, მაშინ როცა ხელთ ნოუთბუქი არ გაქვთ. 
• დიდი ზომის პლანშეტები არც ისე ბევრია გაყიდვაში. ისინი ყველაზე მწარმოებლურ გაჯეტებს წარმოადგენენ და ყველაზე კარგად უმკლავდებიან ბიზნეს დავალებებს. თუმცა მათ პორტატულს ვერ დავარქმევთ და თანაც საკმაოდ ძვირია.

განსაზღვრეთ ფორმა

კლასიკური პლანშეტი მონოლითურია. ზოგიერთ მათგანს შეგიძლიათ აქსესუარებიც მიაერთოთ. არსებობს ასევე ტრანსფორმერები, - ნოუთბუქისა და პლანშეტის ჰიბრიდები.

ეკრანის გაფართოება და მატრიცა

ეკრანის გაფართოებას ზომავენ პიქსელებით. რაც უფრო მაღალია ეს პარამეტრი, მით უფრო მკაფიოა გამოსახულება. ამიტომ ის ძალიან მნიშვნელოვანია პლანშეტისთვის. ნამდვილად არ უნდა იყიდოთ პლანშეტი 1920x1080-ზე ნაკლები გაფართოებით. ყურადღება მიაქციეთ მატრიცასაც. ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც ეკრანი ემყარება. მასზეა დამოკიდებული გამოსახულების საერთო ხარისხი. არჩიეთ პლანშეტი IPS (PLS) или OLED (AMOLED, Super AMOLED) მატრიცებით. ისინი საუკეთესო გამოსახულებას უზრუნველყოფენ.

მწარმოებლურობა

პლანშეტის მუშაობის სიჩქარე დამყარებულია პროცესორის არქიტექტურასა და სიხშირებზე და ოპერატიული მეხსიერების რაოდენობაზე. თუმცა, თუ 3D თამაშს ან გრაფიკული სამუშაოს შესრულებას არ აპირებთ, ნუ ჩაიციკლებით ამ მახასიათებელზე. ფუნქციების უმრავლესობის შესასრულებლად საშუალო მონაცემებიც საკმარისია.

უსადენო ტექნოლოგიები

თუ პლანშეტის გამოყენებას ძირითადად სახლსა და ოფისში გეგმავთ, მხოლოდ Wi-Fi-ც საკმარისი იქნება. ხოლო თუ გაჯეტს გზაშიც გამოიყენებთ, სასურველია ის 4G ქსელით იყოს აღჭურვილი.

შიდა მეხსიერება

თუ პლანშეტს მულტიმედია კონტენტის სტრიმინგისა და ონლაინ ურთიერთობებისთვის ყიდულობთ, 16 GB შიდა მეხსიერება გეყოფათ. ფილმებისა და მუსიკის, თამაშებისა და პროგრამების გადმოსაწერად კი უფრო მეტი GB დაგჭირდებათ. შიდა მეხსიერების ზომა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პლანშეტის ფასს. თუ თანხის ეკონომია გსურთ, შეგიძლიათ შეიძინოთ ნაკლები შიდა მეხსიერების მქონე პლანშეტი SD-ბარათის სლოტით.

კამერის პარამეტრები

მწარმოებლები ყოველთვის აკეთებენ აქცენტს კამერის მეგაპიქსელებზე, თუმცა კამერის ხარისხს მხოლოდ ეს არ განსაზღვრავს, ამიტომ არ მოტყუვდეთ. გარდა ამისა, პლანშეტში კამერას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. დიდი ზომის გამო, უბრალოდ მოუხერხებელია მისი ფოტო, ან ვიდეო კამერად გამოყენება.
ზევით