მეტალი, პლასტმასი თუ მინა: რომელი მასალის სმარტფონია უკეთესი?

თანამედროვე სმარტფონების დიზაინი არც თუ ისე მრავალფეროვანია, რასაც მათი კორპუსის მასალაზე, ნამდვილად ვერ ვიტყვით. გვაქვს ალუმინის, პლასტმასის და შუშის კორპუსები. ამ სტატიაში მათ პლიუსებსა და მინუსებზე ვისაუბრებთ. გავიგებთ რითია კარგი თითოეული მათგანი და რა უარყოფითი თვისებები აქვს თითოეულს, რათა შეძენისას სწორი არჩევანი გავაკეთოთ.
მეტალი
პლიუსები:
1. ძვირადღირებულეად გამოიყურება. თუ მეტალის სმარტფონი გაქვთ, ნამდვილად არ ყოფილხართ ღარიბი. ყოველ შემთხვევაში ბევრი, ასე იფიქრებს. 2. მოდური. მეტალი ინდუსტრიული დიზაინის აქტუალური მასალაა. თუ სმარტფონის კორპუსი მეტალისაა, დამატებითი ელემენტები და დიზაინერული ხრიკები მას აღარ სჭირდება. ის ისედაც ლამაზია. 3. თბოგაუმტარი. მეტალი ცივია. გიჭირავთ ხელში და გაქვთ ხელის სიგრილის სასიამოვნო შეგრძნება.მინუსები:
1. დეფორმირდება. მისი დეფორმირებისთვის ზედმეტი ძალისხმევის გაღება სულაც არ გჭირდებათ - საკმარისია უკანა ჯიბეში ჩაიდოთ და დაჯდეთ. სწორედ ამგვარად გადაიქცევა ბევრი სმარტფონი iPhone 6 Plus-ად. 2. არ ატარებს. მეტალი არ ატარებს რადიოტალღებს. LTE, Wi-Fi, Bluetooth - ამ სიგნალების გატარება მეტალის კორპუსის ქვეშ არ არის ადვილი. ამიტომ საჭირო ხდება უშნო გარეგანი დეტალების დამატება ანტენებისთვის. ეს ცხადი გახდა ჯერ კიდევ სტივ ჯობსის სიცოცხლში, როცა Apple-მა iPhone 4 გამოუშვა და აღმოჩნდა, რომ ის ქსელს ცუდად იჭერდა. რამდენიმე წლის შემდეგ Samsung-მა იგივე შეცდომა დაუშვა. როდესაც Galaxy A-ს მეტალის კორპუსიანი სმარტფონების გამოშვება დაიწყო. ისინი ქსელს 20% უფრო ცუდად იჭერდნენ, ვიდრე პლასტმასის Samsung Galaxy S5-ები. გარდა ამისა მეტალის კორპუსის მქონე სმარტფონები არ იძლევა უსადენო დატენვის საშუალებას. 3. თბოგაუმტარობა. პლიუსი ადვილად გადაიზრდება მინუსში. როცა ძლიერი მეტალის სმარტფონი მთელი დატვირთვით იწყებს მუშაობას, კორპუსი შეიძლება ისე გაცხელდეს, რომ მასზე კვერცხიც კი შეიწვება. მოკლედ, პარადოქსი: ის მასალა, რაც სმარტფონს გარეგნულ მომხიბვლელობას ანიჭებს, აქვე არ აძლევს საშუალებას, განახორციელოს სრულიად მარტივი ფუნქციები. პლიუს ამას, დეფორმირდება.პლასტმასი

პლიუსები:
1. ფასი. ზოგადად პლასტმასის სმარტფონები უფრო იაფია საწარმოებლად. 2. მყარი. პლასტმასი საკმაოდ მყარი მასალაა. ის არ დეფორმირდება და მშვენივრად უმკლავდება დარტყმის ენერგიას. Sony პლასტმასის ამ თვისებას თავისი ბევრი მოდელის, მაგალითად Sony Xperia Z5 შექმნის დროს იყენებდა. მისი კორპუსი მეტალის იყო, გვერდები კი პლასტმასის. კუთხით დაცემისას ენერგია ტელეფონის შიდა კომპონენტებს არ გადაეცემოდა და ის შედარებით ნაკლებად ზიანდებოდა. 3. კარგად ატარებს. პლასტმასი მშვენივრად ატარებს რადიოტალღებს მიუხედავად სისქის და სიმყარისა. სწორედ ამიტომ მეტალის სმარტფონებს პლასტმასის ნაწილები აქვთ ანტენებისთვის. 4. ფერი. პლასტმასი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, და მის ამ თვისებას მშვენივრად იყენებდა Nokia, როდესაც ნარინჯისა და სალათისფერ, ყვითელ სმარტფონებს უშვებდა.მინუსები:
1. იაფფასიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ბევრი მათგანი ყალბი მოდელი გეგონებათ, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში საკმაოდ ძვირი ღირს. მისი შექმნა ისე, რომ ძვირადღირებულის შთაბეჭდილება დატოვოს, საკმაოდ რთულია. 2. ფერი გადასდის. სხვა ფერად ზედაპირებთან ურთიერთობისას, პლასტმასმა შესაძლოა ფერი დაკარგოს. თეთრი სმარტფონი ჯინსთან კონტაქტისას დენიმის ფერს იღებს. დასკვნა: როგორც წესი პლასტმასის სმარტფონი უბრალოა - ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით.მინა

პირველად მინა iPhone 4 და Nexus 4-თან გამოჩნდა, თუმცა ნამდვილი ბუმი Samsung Galaxy S6-ის გამოსვლის შემდეგ დაიწყო. შუშის სმარტფონები ძვირღირებულად გამოიყურება, სინამდვილეშიც ძვირი ღირს და თან საკმაოდ სუსტია. მინის კორპუსი ისევე ადვილად ტყდება, როგორც მინის ეკრანები, მიუხედავად Gorilla Glass 5-ისა.