ის, რაც აქვს Samsung Galaxy Note 8-ს, მაგრამ არ აქვს iPhone-ს

Samsung Galaxy Note 8 ოფიციალურად რამდენიმე კვირის წინ წარადგინეს. გასულ კვირას კი iPhone 8-ს პრეზენტაცია შედგა. ჩვენი ათწლეულის მთავარი დისკუსია კი გრძელდება და ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ მათ შედარებასა და ჯიბრს. მაშ ასე, რით სჯობს Samsung Galaxy Note 8 iPhone 8-ს?
მეხსიერების ბარათის დამატებითი სლოტი.

Samsung Galaxy Note 8 დამატებითი 256 GB მეხსიერების ბარათის ჩართვის საშუალებას იძლევა. iPhone-ს მხოლოდ ინტეგრირებული მეხსიერება აქვს.
Iris სკანერი

სანამ ipone X-ის სახის ამოცნობით ტელეფონის განბლოკვის ფუნქციაზე შევიტყობდით, Galaxy S8-ს მანამდე ჰქონდა თვალის ბადურით ამოცნობის ფუნქცია.
Samsung DeX

ეს არის დოკ-სადგური, რომელიც საშუალებს იძლევა Samsung Galaxy Note 8 მომენტალურად გადააქციოთ სტაციონალურ კომპიუტერად. ანუ მაერთოთ მონიტორსა და კლავიატურას და ავტომატურად ჩართოთ დესკტოპის Android ვერსია. iPhone-ის მიერთდება ტელევიზორზე შეგიძლიათ, მაგრამ მასზე, როგორც კომპიუტერზე მუშაობას ვერ შეძლებთ.
გაფართოებული ოპტიკური სტაბილიზაცია

Note 8-ს კამერის ორივე ლინზას აქვს ოპტიკური სტაბილიზაცია. iPhone-ს მხოლოდ ერთი აქვს. შედეგად ვიღებთ ფოტოს უკეთეს ხარისხს.
ერთდროულად ორი აპლიკაცია ეკრანზე

სამსუნგსაც და აიფონსაც საკმარისად ფართო დიაგონალის ეკრანები აქვს, მაგრამ მხოლოდ პირველ მათგანს შეუძლია ერთდოულად ორი აპლიკაციის გამოტანა და მუშაობა ეკრანზე.