არ არის გაყიდვაში

iPhone X: ინოვაციები, რომლებიც სმარტფონების სამყაროში პირველად გაჩნდა


Bege_News_720X272

12 სექტემბერს კომპანია Apple-მა iPhone X წარმოადგინა. პუბლიკამ უკვე გააკეთა შეფასება. ძირითადი უკმაყოფილება ტელეფონის თავარ ინოვაციამ - უსაზღვრო ეკრანმა გამოიწვია. ეს ჩვენ უკვე გვინახავს. თუმცა iPhone X-ს აქვს სხვა სიახლეები, რომლებიც სმარტფონების სამყაროში პირველად გამოჩნდა.

 

1. Face ID

სახის ამოცნობის ფუნქცია მობილურის განბლოკვისთვის ახალი არ არის, თუმცა ამ დრომდე არც ერთი ტექნოლოგია არ ყოფილა ასეთი სრულყოფილი. Apple-მა კი წარმოადგინა 3D სკანირების სისტემა TrueDepth, რომელიც 100%-იანი სიზუსტით იცნობს სახეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ წვერი გაიპარსეთ და ხართ ქუდსა და სათვალეებში.

2. True Tone

პირველად ეს ტექნოლოგია iPad Pro-ში გაჩნდა და ის ძალიან მარტივ რამეს აკეთებს - ფერის ბალანსს ეკრანზე გარშემო განათების მიხედვით აყენებს. შედეგად გამოსახულება ეკრანზე ისე ჩანს, როგორც საჭიროა. ეს მახასიათებელი ახლა უკვე iPhone X-ს გადაეცა.

3. 4K წამში 60 კადრით

4K-ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა პირველად iPhone 6S-ში გაჩნდა. იმ დროისთვის ბაზარზე უკვე ბევრი სმარტფონი არსებობდა იმავე ფუნქცით, თუმცა iPhone-ში შესაძლებელი იყო განუსაზღვრელი სიგრძის ვიდეოს შექმნა, გამოსახულების ძლიერი სტაბილიზაციით. iPhone X კი პირველი სმარტფონია, რომელიც 4K-ვიდეოს იწერს წამში 60 კადრის სიხშირით. - საუკეთესოა დინამიური სცენების გადასაღებად.

 

4. Slo-mo  Full HD-ში და 240 კადრით წამში

დიახ, არსებობს ერთი სმარტფონი, რომელსაც შეუძლია უფრო ნელი ვიდეოს გადაღება - ეს Sony Xperia XZ Premium-ია. რაც შეეხება Full HD გაფართოებას, აქ  iPhone X ყველაზე წინაა 240 კადრით წამში. ეს არ არის უბრალოდ Slo-mo, ეს არის ულტრახარისხიანი slo-mo.


5. Animoji


animoji_cross.0



სასაცილო ანიმაციური ემოჯები Apple Messages-ში. კამერა TrueDepth, რომელიც Face ID-ზეც აგებს პასუხს, ქმნის თქვენი სახის ნიღაბს სახის 50 კუნთის მოძრაობის საფუძველზე. შემდეგ
 iPhone X ამ ნიღაბს ადებს ვირტუალურ ანიმაციურ პერსონაჟს და ის ზუსტად იმეორებს თქვენს მიმიკას. ამგვარად აუდიომესიჯების ჩაწერასაც შეძლებთ.

6. პორტრეტული განათება

პორტრეტების გადაღების დროს iPhone X რეალურ დროში ანათებს და აბნელებს საჭირო ადგილებს კადრში. ამგვარად სმარტფონი ახდენს სასცენო, კონტრ და სხვა სახის განათებების იმიტირებას.

 

7. კამერა TrueDepth

ასეთი ფრონტალური კამერა ჯერ არ გამოუშვიათ. გაფართოება მხოლოდ 7 MP-ია, მაგრამ კამერას შეუძლია უკანა ხედის დაბინდვა, ასე რომ სელფი სარკეში გადაღებულივით გამოდის.

 

8. ფლეშ განათება True Tone Quad-LED Slow Sync

2-5

ფლეშგანათება  True Tone Quad-LED უკვე ჰქონდა iPhone 7-ს, მაგრამ iPhone X-ში მან მიიღო Slow Sync ნელი სინქრონიზაციის რეჟიმი, რაც აუცილებელია ღამის გადაღების დროს, რათა ობიექტიც სუფთად წარმოაჩინოს და ფონიც დაამუშაოს.

9. ჩიპსეტი ნეიროპროცესორით

Apple-მა ჩიპსეტის შემადგენლობაში A11 Bionix ორბირთვიანი ნეიროპროცესორი შეიტანა, რომელსაც 600 მილიარდი ოპერაციის შესრულება შეუძლია წამში. სწორედ მისი საშუალებით გახდა შესაძლებელი ისეთი ინოვაციური მახსიათებლების შექმნა, როგორიცაა Face ID, Portrait Lighting და Animoji.