10 წლიანი გარანტია Samsung-ის მაცივრებზე

კომპანია Samsung-მა ამჯერადაც სიახლე შესთავაზა ქართველ და არა მარტო ქართველ მომხმარებელს: სხ. კორეულმა გიგანტმა ციფრული ინვერტორული კომპრესორიან მაცივრების ძრავებზე 10 წლიანი გარანტია შემოგვთავაზა. ასეთ დიდ გარანტიას კომპანია თავისის არსებობის განმავლობაში პირველად იძლევა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, Samsung-ის ტექნიკა გარემოს დაცვაში ყველა თანამედროვე მოთხოვნებს შეესაბამება. 10 წლიანი გარანტია კი კიდევ ერთხელ ადასტურებს სამსუნგის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და საიმედოობას.
ციფრული ინვერტორული კომპრესორის ძრავების შესაქმნელად კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოგონებების უკანასკნელ მიღწევებს იყენებს, რაც მაცივრების გამართულ მუშაობას და ხანგრძლივ ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.
რა უპირატესობა აქვს Samsung-ის ციფრულ ინვერტორული კომპრესორებს?

- • ენერგო ეფექტურობა და გარემოს დაცვა;
- • ნაკლები ხმაური;
- • ტემპერატურის კონტროლი;
- • სურსათის ხანგრძლივი შენახვა;
ენერგო ეფექტურობა და გარემოს დაცვა
Samsung-ის ციფრული ინვერტორული კომპრესორი ჩვეულებრივი მაცივრებისაგან განსხვავებით, 40%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც მისი მუშაობის საიმედოობასა და ექსპლუატაციის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს. ასევე, გარემოს დაცვაში თქვენ საკუთარი წვლილის შეტანას შეძლებთ.
ნაკლები ხმაური
Samsung-ის მაცივრების ციფრული ინვერტორული კომპრესორის ძრავების მთავარი უპირატესობა დაბალი ხმაა, რომელიც 38,5 დეციბელს არ აღემატება (ჩვეულებრივ კომპრესორებთან შედარებით 10%-ით უფრო დაბალია). ამის გამო ინვერტორული მაცივრები, ფაქტობრივად, უხმაუროდ მუშაობენ.
ტემპერატურის კონტროლი
Samsung-ის ინვერტორული კომპრესორი სითბოს ნაკადს მუშაობის ინტენსივობის, მომხმარებლის მიერ მითითებული რეჟიმის, გარეშე ტემპერატურისა და მაცივრის კარის გამოღების სიხშირის მიხედვით არეგულირებს.

სურსათის ხანგრძლივი შენახვა
ციფრული ინვერტორული კომპრესორული ძრავა ხანგრძლივად ინახავს პროდუქტს. სხვადასხვა რეჟიმში მუშაობის სენსორული სისტემა პროდუქტებისთვის მაქსიმალურად შესაფერის ტემპერატრურას უზრუნველყოფს. მაგალითად, ხორცისა და ბოსტნეულის ერთ სივრცეში, მაგრამ სხვადასხვა საცავში მოთავსება შეიძლება. მრავალფუნქციური სენსორული სისტემა მათთვის შესაბამისი ტემპერატურისა და ნოტიო ჰაერის მოცულობის ოპტიმიზაციას მოახდენს. საჭმელი თავდაპირველ თვისებებს დიდხანს ინარჩუნებს ამ ფუნქციის წყალობით.
ჩვენს ონლაინ ინტერნეტ მაღაზიაში Samsung-ის ციფრული ინვერტორული მაცივრების ფართო არჩევანი და ფასთა მრავალფეროვნებაა. თქვენ აუცილებლად შეძლებთ სასურველი მოდელის, სასურველ ფასში შეძენას.
ქვემოთ Samsung-ის ციფრული ინვერტორული კომპრესორების ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი მოდელების დათვალიერება შეგიძლიათ.
უფრო ფართო ასორტიმენტის სანახავად კი ჩვენი მაღაზიის Samsung-ის მაცივრების განყოფილებაში შებრძანდით და თქვენთვის სასურველი ციფრული ინვერტორული კომპრესორიანი მაცივარი შეარჩიეთ, რომელსაც თან 10 წლიანი ქარხნული გარანტია მოყვება.Samsung-ის ყველა ინვერტორული მაცივრის მოდელების ნახვა შეიძლება აქ: Samsung-ის მაცივრები...
Samsung-ის ინვერტორული მაცივრების პოპულარული მოდელები
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
SAMSUNG
RT25HAR4DSA |
SAMSUNG
RT25HAR4DWW/WT |
SAMSUNG
RT29FARADSA |
SAMSUNG
RT35FDJCDSA/WT |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
SAMSUNG
RB31FERNCBC |
SAMSUNG
RB31FERNDSA/WT |
SAMSUNG
RF905QBLAXW |
SAMSUNG
RB31FERNDWW |