Samsung -ის ახალი ტელევიზორები IFA 2014 -ზე

ტექნიკის გამოფენაზე IFA 2014 -ზე ინდუსტრიულმა ლიდერმა Samsung-მა ტელევიზორის უამრავი მოდელი წარმოადგინა. თუმცა მათ შორის ახალი მოდელები ნაკლებად იყო. ყველაზე დიდი ყურადღება პროტოტიპებმა მიიპყრეს.
2014 წლის აგვისტოს მონაცემებით ბაზარზე 50-59 -დიუმიანი ტელევიზორებს სეგმენტში Samsung-ი ლიდერობს, მას ბაზრის 44, 5 % უკავია. 60 - დიუმიან სეგმენტში კი კომპანია ბაზრის 57,6 % ფლობს. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ IFA 2014-ზე Samsung-ს ყველაზე დიდი სტენდი ეკავა. კორეელებმა გამოფენაზე ყველა თავისი პროდუქტი წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ ყველა მათი წარმოდგენილი პრროდუქტი გაყიდვაშია. ამიტომ ყურადღება პროტოტიბებმა მიიპყრეს. IFA 2014-ზე გამოფენილი იყო 105 დიუმიანი პანელები და 8К გაფართოების მქონე მოწყობილობა.
ახალი პროტოტიპები
დიზაინის კუთხით კორეელებმა მსგავსი მოდელი Samsung UN105S9W-ი იანვარში CES 2014-ის გამოფენაზე წარმოადგინეს. ამ ტელევიზორის ღირებულება დაახლოებით 120 000 აშშ დოლარს შეადგენს.
აღსანიშავია, რომ მეორე მოდელი ბევრად უფრო საინტერესოა. ვიზუალურად შეიძლება მოგეჩვენოს , რომ ის 105- დიუმიანი ტელევიზორის ბრტყელი ვარიაციაა, მაგრამ ამ დევაისის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს , რომ მას სურვილისაბემრ ეკრანის მოხრა შეუძლია. ამდაგვარი მოდელი იანვარში LG-მაც წარმოადგინა. დაგვერწმუნეთ , რომ 105-დიუმიანი ტელევიზორის ტრანსფორმაციის ხილვა ნამდვილად შტამბეჭდავი სანახაობაა.
ტელევიზორების დიდმა გაბარიტემბა მწარმოებლებს ძლიერი აუდიო სისტემის ჩაყენების შესაძლებლობა მისცა. ასე რომ ამ ტელევიზორის შეძენისას თქვენ მნიშვნელოვნად დაზოგავთ ხმის გამაძლიერებლებზე.
მეორე მოდელი 98 -დიუმიანი ტელევიზორია. ამ ტელევიზორზე გამოსახულება ძალიან მკვეთრი, დეტალური და სუფთაა. საეჭვოა, რომ ახლო მომავალში ასეთი მოდელები გაყიდვაში შემოვიდეს, რადგან მომხმარებლებში 4 K ტელევიზორები დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ. მსგავსი ტელევიზორები იანვარში უკვე წარმოადგინეს კომპანიებმა როგორებიცაა SHARP და LG.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო OLED პროტოტიპები. სამი 55- დიუმიანი Full HD, Ultra HD და მოხრილი Ultra HD.
მოხრილი ტელევიზორებისთვის კორეელებმა მოხრილი საუნდბარებიც წარმოადგინეს.
აქვე გვინდა ავღნიშნოთ , რომ Samsung-ი იყენებს ტერმინს Ultra HD, როდესაც სხვა კომპანიები შემოიფარგლებიან აბრევიატურებით 4К, 5К, 8К . Samsung-ის 4К ტელევიზორებს აქვთ 20th Century FOX Home Entertainment-ის მხარდაჭერა. ამისთვის სპეციალურად შემუშავებულია დაცული გარე მყარი დისკი , რომელზეც შეძენილი Ultra HD ხარისხის კონტენტი ჩამოიტვირთება. Samsung-ის თანამედროვე ტელევიზორებს დიდი რაოდენობის ქსელურ სერვისებს მხარდაჭერა გააჩნიათ: Netflix, Amazon, Astra, maxdome და სხვა.
samsung-ის ტელევიზორების შესაძენად გადადით ბმულზე.
იხილეთ ვიდეო, თუ როგორ იცვლის Samsung-ის ტელევიზორი ფორმას