თანამედროვე წყალგამაცხელებლები და მათი უპირატესობები
_256689.jpg)
საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია უამრავი სახეობისა და ბრენდის წყალგამაცხელებელი, შესაბამისად მათი დანიშნულება, ძლიერი და სუსტი მხარეებიც სხვადასხვაა.
დენზე მომუშავე წყალგამაცხელებლები
დენზე მომუშავე წყალგამაცხელებლები ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი მოწყობილობებია. გამოიყოფა ორი ტიპის დენზე მომუშავე წყალგამაცხელებელი : მოცულობითი და გამდინარე .დენზე მომუშავე მოცულობითი წყალგამაცხელებელი
დენზე მომუშავე წყალგამაცხელებლებს შორის ყველაზე პოპულარული მოცულობითი წყალგამაცხელებელია (ბოილერი). ეს არის ცილინდრის ან მართკუთხა პარალეპეპიდედის ფორმის, 5 ლ ან მეტი მოცულობის ბაკი. წყლის გაცხელება ბაკში განთავსებული ტენის დახმარებით ხდება. წყალგამაცხელებლის მოხმარებადი სიმძლავრე დაკავშირებულია ბაკის მოცულობაზე, როგორც წესი ის 2_506494.jpg)
ელექტრო წყალგამაცხელებლის მოცულობა გამოითვლება სველი წერტილებისა და წყლის ხარჯვის მოცულობის მიხედვით. მიღებულია, რომ ერთი ადამიანის შხაპის მისაღებად საკმარისია 30 ლიტრი წყლის მოცულობა, ორი ადამიანისთვის 50-80 ლიტრი, სამისთვის 80-100 ლიტრი
ბაკის შიდა საფარი მზადდება უჟანგავი ფოლადისგან ან დაფარულია სპეციალური ანტიკოროზიული ემალით. ტენები შეიძლება იყოს წყალთან კონტაქტში (ე. წ სველი ტენები) ან წყლისგან სპეციალურ კოლბით იყოს იზოლირებული (ე.წ მშრალი ტენები). სველი ტენებისგან განსხვავებით წყლისგან იზოლირებული ტენების ექსპლუატაციის ვადები უფრო ხანგრგრძლივია და მათი გამოცვლის პროცედურებიც უფრო გამარტივებულია. მოცულობითი წყალგამაცხელებლების უპირატესობად მისი მარტივი მონტაჟი და ეკონომიურობა შეიძლება ჩაითვალოს. მისი უარყოფით მხარე კი მომცრო გაბარიტები და ცხელი წყლის შეზღუდული რაოდენობაა.
დენზე მომუშავე გამდინარე წყალგამაცხელებელი
ამ ტიპის გამაცხელებლები მოცულობითთან შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული, რაც მისი რთული მონტაჟით აიხსება. გამდინარე გამაცხელებელი წყალს მხოლოდ ჩართვისას აცხელებს. მოწყობილობაში შემავალი წყალი მომენტალურად ცხელდება. გამდინარე წყალგამაცხელებლები კომპაქტური ზომებით და შეუზღუდავი გაცხელებული წყლის რაოდენობით გამოირჩევიან. აღსანიშნავია, რომ ისინი უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, შხაპის მისაღებად გამაცხელებლის სიმძლავრე 12-16 kW უნდა შეადგენდეს. ყურადსაღებია, რომ ცხელი წყლის ტემპერატურა დამოკიდებულია გამაცხელებელში შემავალი წყლის ტემპერატურაზე. საშუალოდ გამდინარე წყალგამაცხელებელი წყალს 20-30 გრადუსით აცხელებს. ბინებში, სადაც არ არის ელექტროენერგიის ცალკე ხაზი, რომელიც განკუთვნილია 5 kW მეტი მოხმარების მოწყობილობების ჩასართავად გამდინარე წყალგამაცხელებლის დამონტაჟება არ შეიძლება.
გაზზე მომუშავე წყალგამაცხელებლები
გაზზე მომუშავე გამდინარე წყალგამაცხელებელი
გაზის გამდინარე წყალგამაცხელებლები დენის მოცულობით წყალგამაცხელებლებზე უფრო კომპაქტური და ეკონომიურია. თუმცა მათი მონტაჟი გაცილებით რთულია. მონტაჟის სავალდებულო პირობებია ჰაერის თავისუფალი მიწოდება, და გადამუშავებული გაზის სწორი ვენტილაცია. ამ მოწყობილობის მუშაობის პრიცნიპი დენზე მომუშავე წყალგამაცხელებლის ანალოგიურია. წყალი თბოგამცვლელში გაედინება, სადაც საჭირო ტემპერატურამდე ცხელდება. თბოგამცვლელი კი ბუნებრივი აირის წვის შედეგად ცხელდება.
მათგან ყველაზე მოსახერხებელი ელექტრონული ან ტურბინული ანთების ტიპია, გამაცხელებლის ჩართვა და გამორთვა ხდება ონკანის გაღება- დახურვის დროს რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გაზის დანახარჯებსა და მეტი უსაფრთხოებითაც გამოირჩევა.
ყურადღება გაამახვილეთ სანთურას ტიპზეც - მათ შეიძლება ჰქონდეთ მუდმივი (საფეხურებრივი) ან ცვალებადი (ავტომატური რეგულირება) სიმძლავრეები. მუდმივი სიმძლავრის მქონე გამაცხელებლები ნაკლებად მოსახერხებელია, რადგან ცხელი წყლის ტემპერატურა დამოკიდებულია წყლის მიწოდების ნაკადზეა დამოკიდებული და ამიტომ ცვალებადია. ავტომატური რეგულირების მოდელებს ეს პრობლემა არ აქვთ. მათ ტემპერატურის შენარჩუნება გარე ფაქტორების მიუხედავად შეუძლიათ.
მნიშვნელოვანია გაზის გამაცხელებლის სიმძლავრეც, რაც უფრო მძლავრი მოწყობილობაა, ცხელი წყლით უფრო მეტ სველ წერტილის მომარაგებას შეძლებს.