საუკეთესო ავტომაგნიტოფონების რეიტინგი
საუკეთესო ავტომობილის მაგნიტოფონებად Pioneer, Panasonic, Sony, JVC, Blaupunkt, Kenwood, Alpine, Clarion-ისა და Nakamichi-ის ბრენდები ითვლება. ყველა მათგანი იაპონური წარმოებისაა. ისინი მხოლოდ ჟღერადობით განსხვავდებიან, სანდოობითა და გამძლეობით კი ყველა ერთნაირად კარგია.

ლიდერი ავტომაგნიტოფონები
ჟღერადობის მიხედვით საუკეთესო ავტომაგნიტოფონების რეიტინგის ლიდერი Alpine-ია. თუმცა მისი ჟღერადობა არ არის ისეთი მკვეთრი როგორც “Clarion”-ის. Alpine-ი სუფთა ხმითა და ხმის სიხშირეთა საუკეთესო დაყოფით გამოირჩევა.

Kenwood-ის ფირმაც Pioneer-ის მსგავსად დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიხშირეები თანაბრადაა განაწილებული, თუმცა ხმის ჟღერადობა უფრო გაფანტული და შეუკვრელია.
Panasonic-ის ავტომაგნიტოფონები ძლიერი ბასებით არის ცნობილი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მაღალი სიხშირის მუსიკას არ აწარმოებს. უბრალოდ, კომპანიამ აქცენტი ბასებზე გააკეთა.
გაყიდვადი JVC-ის ავტომაგნიტოფონები თავისი სანდოობით გამოირჩევიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი უფრო მგრძნობიარეები სითბოს მიმართ არიან. ღუმელის ჩართვისას მას დამცავი მექანიზმი ერთვება და ავტომაგნიტოფონი ითიშება. ისინი ჟღერადობით Pioneer-ს ძალიან გვანან.
რატომ Pioneer-ი ?

ჩამოთვლილი ავტომაგნიტოფონები იაპონური ფირმისაა, თუმცა მათ სხვადასხვა ქვეყანაში აწყობენ. ხარჯების შემცირების მიზნით იაპონელები პროდუქციას ქვეყნის გარეთ აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში წარმოების ხარისხს უშუალოდ იაპონელები აკონტროლებენ.
ჩვენ ავტომაგნიტოფონების საუკეთესო ბრენდების სია წარმოგიდგინეთ. დროა სწორი არჩევანი გააკეთოთ ;)