პურის საცხობი... და დილა სასწაულით იწყება...
საუზმე - არაა რთული საქმე. მაგალითად, კვერცხი, ფორთოხლის წვენი, ახალი პური, კარაქი... ან ჯემი, ახალი პური, ყველი, ხაჭო... ჰოო... ერთი ელემენტი საკმაოდ პრობლემატურია. ახალი პური... სად ვიშოვოთ ახალი პური დილის შვიდზე?!
იცოდით, რომ ყოველ დილით ახლად გამომცხვარი პურის სურნელით შეიძლება გაღვიძება? ბევრი ჩვენთაგანი არც კი ფიქრობს პურის სახლში გამოცხობაზე და, როგორც ყოველთვის, დილით გუშინდელ პურს ჭამს. თურმე ტექნიკის განვითარებამ უკვე გააკეთა რამდენიმე ნაბიჯი სწორი მიმართულებით და გადაწყვიტა საუზმის ხარისხის პრობლემა. გამოსავალი მარტივია - პურის საცხობი.

პურის საცხობი მოსახერხებელია იმითაც, რომ მას სხვადასხვა ტიპის ცომის მოზელვა შეუძლია (პიცისთვის, პელმენისთვის/ხინკლისთვის, ბლინებისთვის), რაც თქვენს დროს დაზოგავს. მთავარი დანიშნულების გარდა, არის მოდელები ჯემის მომზადების ფუნქციით, მაგალითად Philips HD9020/40, KENWOOD BM450, ამასთან ხილი გაცილებით მეტ ვიტამინს ინარჩუნებს. ბუნებრივია, პურის საცხობის მეშვეობით ზამთრის მარაგს ვერ გააკეთებთ, მაგრამ რამდენიმე ქილა გარანტირებულია.
ფუნქციის "სტარტის გადავადება" წყალობით პურს განსაზღვრულ დროს მიიღებთ. მაგალითად, თუ საჭირო პროგრამას საღამოს დააყენებთ დილით საუზმეზე ახალ პურს მიიღებთ. "სტარტის გადავადება" 12-18 საათზეა გათვლილი (მოდელის მიხედვით). თუ პურის გამოცხობა სასწრაფოდ გჭირდებათ არის მოდელები სწრაფი ცხობის ფუნქციით, სადაც მთელი პროცესი დაახლოებით 2 საათს საჭიროებს.

სახლის პური, უდავოდ, გაცილებით გემრიელი და სასარგებლოა! უფრო ნატურალურ პროდუქტს უბრალოდ ვერც კი იპოვით, ის ხომ მხოლოდ იმ პროდუქტებისგან იქნება დამზადებული, რომლებსაც თქვენ დაუმატებთ, ყოველგვარი ზედმეტი ხელოვნური დანამატების გარეშე.
ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამის ყიდვა არ შეიძლება - სიყვარულის, ნამდვილი ბედნიერების, ჯანმრთელობის. ვერ იყიდით მზის ამოსვლას და ახლად გამომცხვარი პურის სურნელს. მაგრამ შეგიძლიათ პურის საცხობის ყიდვა, რომელიც საოცარი არომატით გაგაღვიძებთ დილაობით და თქვენს სახლს ახალი, სასარგებლო პურით უზრუნველყოფს. ყოველი დღე წარმატებული იქნება, რადგან წარმატების და ნამდვილი საოცარი დილის ავტორი (თანაავტორი, არ ვაწყენინოთ პურის საცხობს) თქვენ იქნებით!
2014 წლის პოპულარული მოდელები:
KENWOOD BM 450 - ორიგინალური თანამედროვე დიზაინი
PHILIPS HD9020/40 - პურის საცხობი ჯემის მომზადების ფუნქციით
LG HB-3001BYT - იდეალური ვარიანტი კარაქის მოყვარულთათვის
PANASONIC SD-ZB2502BTS - გაყიდვების ლიდერი