არ არის გაყიდვაში

როგორ გავწმინდოთ ზამშის ფეხსაცმელი და ტანსაცმელი

11

ზამშის ფეხსაცმელი ძალიან ლამაზი და ელეგანტურია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი მოვლა არც ისე ადვილია. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი ერიდება მის ტარებას და ზოგიერთი მის მოზომებაზეც კი უარს ამბობს. ბევრ მიზეზს იგონებენ: რომ ის არაკომფორტულია, მისი სტილი არ არის, ძვირია და ა.შ. ბევრი კი გულწრფელად აღირებს, რომ ზამშზე უარს მისი მოვლის სირთულის გამო ამბობს. პირველი ორი მიზეზი თავის მართლებას გავს. მეორე კი რეალური პრობლემაა. 

მაგრამ გეტყვით, რომ თუ თქვენს გარდერობში მოიძებნება ერთი ზამშის პიჯაკი ან ფეხსაცმელი და თუ იცით როგორ მოუაროთ, თქვენ უკვე აღარ დგახართ პრობლემის წინაშე. რადგან ზამში შეიძლება არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეს, კარგი მოვლის პირობებში და შეგიძლიათ მშვენივრად გამოიყენოთ. ასე რომ, თუ თქვენ რეალურად დგახართ ზამშის ტანსაცმლის მოვლის პრობლემის წინაშე, არ იდარდოთ. გადაავლეთ თვალი ჩვენს ინსტურქციას და ისწავლეთ მისი მოვლა. ჩვენ ეს წესები სწორედ თქვენთვის ჩამოვწერეთ, რათა მაქსიმალურად გაგიმარტივოთ ცხოვრება.

საშლელი

თუ თქვენს ზამშის ტანსაცმელს აქვს ღრმად ჩამჯდარი ლაქა, გამოიყენეთ სპეციალური საშლელი (თუ ვერ იშოვით, შეგიძლიათ ჩვეულებრივი საშლელიც გამოიყენოთ) ჩვეულებრივად, წარმოიდგინეთ, რომ ლაქა უნდა წაშალოთ.


22

ორთქლი

თუ თქვენი ზამშის ტანსაცმელი ზედმეტად მოშვებულად გამოიყურება, გააჩერეთ ის ცოტა ხნით ორთქლზე და შემდეგ გაწმინდეთ.

როგორ გავწმინდოთ ზამშის ფეხსაცმელი

333

ფეხსაცმლიდან ლაქების ამოსაყვანად წყლის გამოყენება დასაშვებია. მიუშვირეთ დასვრილი ადგილი გამდინარე წყალს, შემდეგ კი გამწინდეთ ქაღალდის ხელსაწმენდით. თუ გეყოფათ მოთმინება, რომ ფეხსაცმელს ხელსაწმენდით წყალი შეაშროთ, მასზე წყლის კვალიც კი არ დარჩება. წვიმაში დასველებული ზამშის ფეხსაცმელიც იგივე პრინციპით შეგიძლიათ გაწმინდოთ. მშრალი ნაჭრით ან ქაღალდის ხელსახოცით და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში მშრალ ადგილას.

კრახმალი ან ტალკი

44

თუ თქვენს ზამშის ფეხსაცმელს თხევადი ლაქა აქვს, მოაყარეთ კრახმალი ან ტალკი. დატოვეთ გასაშრობად მთელი ღამით, მოაცილეთ ის ჯაგრისის საშუალებით, შემდეგ კი გაიმეორეთ პირველ ინსტრუქციაში მოცემული მოქმედება. გაწმინდეთ საშლელით, ან სპეციალური ჯაგრისით.
ზევით