არ არის გაყიდვაში

რა უნდა ვიცოდეთ უსადენო ყურსასმენების შესახებ

11

უსადენო ყურსასმენები საკმაოდ პოპულარულია, რადგან უზრუნველყოფს წარმოუდგენელ კომფორტს მუსიკის მოსმენისა და ტელეფონზე საუბრის დროს. მუდმივად არ გვძრება ყურიდან, არ იხლართება სადენები ერთმანეთში და ვიზუალურადაც კარგად გამოიყურება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა თქვენთვის სტატია უსადენო ყურსასმენების შესახებ და მოგვეთხრო ყველაფერი მათ შესახებ.

როგორი უსადენო ყურსასმენები არსებობს

22

უსადენო ყურსასმენებში არსებობს ხმის გადაცემის სამი ტექნოლოგია: რადიოსიხშირით, ინფრაწითელი სიგნალით და ბლუთუზით. პირველ ორს იყენებენ ფილმის საყურებლად, ვიდეოთამაშებისთვის და მუსიკის მოსასმენად სახლის პირობებში, რადგან რადიოსიხშირის ან ინფრაწითელი სიგნალის გადასაცემად, როგორც წესი მათ სჭირდებათ ბაზა, ამიტომ ქუჩაში მათი საშუალებით მუსიკის მოსმენა არ გამოგივათ. ყველაზე გავრცელებულია ბლუთუზ-ყურსასმენები. მასზე მუშაობს ნებისმიერი აპარატი, რომელსაც აქვს ბლუთუზის მხარდაჭერა. გაყიდვაში არსებული ყურსასმენების უმრავლესობა დიდი ზომისაა: ან დასაკეცი ან სრულზომიანი. არსებობს სხვანაირი მოდელებიც, რომელსაც აქვს კისრის ზონარი.

ბლუთუზ ყურსასმენების პლიუსები და მინუსები

33

უსადენო ყურსასმენები შეგიძლიათ შეაფასოთ ხმის ხარისხის, მობილურობის და ავტონომიურობის თვალსაზრისით. ბლუთუზ-ყურსასმენებს კარგი ხმა აქვს. თუმცა ამას ძველ მოდელებზე ვერ ვიტყვით. თანამედროვე მოდელებს კი აქვთ ხმის გადაცემის მაღალი სიჩქარე, ამიტომ ხმის ხარისხს თითქმის არ კარგავენ. ხშირად ხმის ხარისხი დამოკიდებულია სმარტონის ან აპლიკაციის ხარისზეც, ამიტომ მხოლოდ კარგი ყურსასმენით ხმის ხარისხს ვერ უზრუნველყობთ. ასეთი ყურსასმენი სიგნალს იჭერს ათი მეტრიდან, ავტონომიურად მუშაობს მხოლოდ მოკლე დროის (5,5-12 საათის განმავლობაში) და ძალიან სვამს სმარტფონის ელემენტს, რადგან მასში მუდმივად უნდა იყოს გააქტიურებული ბლუთუზი.

რით განსხვავდება სხვებისგან

44

რადიოსიხშირეზე მომუშავე ყურსასმენები მუშაობს რადიოს პრინციპით და ხმას გადასცემს გარკვეულ სიხშირეზე. მას კარგი ხმა აქვს, მაგრამ აქვს ხმაურები და შეფერხებები, განსაკუთრებით მაშინ თუ ახლომახლო იმავე სიხშირეზე მომუშავე ტექნიკაა ჩართული, ამიტომ ყურსასმენები სწორ არხზე უნდა მომართოთ. ასეთი ყურსასმენები 100-150 მეტრზე იღებენ სიგნალს. ასე რომ შეგიძლიათ ჩართოთ მუსიკა კომპიუტერში სახლის ერთ ნაწილში დამოუსმინოთ მისგან საკმაო დაშორებით. ის 10-25 საათის მანძილზე მუშაობს.

ყველაზე კარგი ხმა აქვს ინფრაწითელი არხის ყურსასმენებს. ასეთი ყურსასმენი საუკეთესოა მელომანებისთვის, მაგრამ აქ სხვა პრობლემას ვაწყდებით. მისი მუშაობისთვის საჭიროა პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი გადამცემთან 12 მეტრის დაშორებით. თუ კონტაქტს დაკარგავთ, ხმაც შეწყდება.

რამდენად უსაფრთხოა

სამივე ყურსასმენი იყენებს სხვადასხვა სიხშირის რადიოტალღას. მიუხედავად იმისა, რომ ნეონურ გამოსხივებას შეიცავენ, არ ცვლიან ორგანიზმის უჯრედების სტრუქტურას და არ იწვევენ დაავადებებს, რადგან ეს გამოსხივება ძალიან დაბალია. იმაზე დაბალიც კი ვიდრე მობილურ ტელეფონებს აქვთ.
ზევით