York - კონდიცირების სისტემების მწარმოებელი N1 ბრენდი მსოფლიოში
თუმცა
ბაზარზე დიდი არჩევანია და ჩვენც გვიჭირს მსოფლიო ბრენდების მიერ შემოთავაზებული
აღურაცხელი ტექნიკიდან ნამდვილად სანდო, გამოსადეგი და ისეთი კონციდიონერი
შევარჩიოთ, რომელიც დიდ ხანსაც გვემსახურება და სრულყოფილადაც იმუშავებს.

სწორედ
ამიტომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის პროდუქციის, რაც
შეიძლება ფართო არჩევანი შევთავაზოთ და რაც მთავარია, მივაწოდოთ ამომწურავი
ინფორმაცია მათი მახასიათებლებისა თუ მოღვაწეობის შესახებ.
ამჯერად
სიამოვნებით წარმოგიდგენთ ბრენდს, რომელიც საუკეთესო ხარისხის კონდიციონერებს
აწარმოებს და რომლის შეძენის ბედნიერებაც ამიერიდან ჩვენს მომხმარებელს ექნება.
წარმოგიდგენთ
YORK-ს,
კომპანიას, რომელიც კომფორტულ კლიმატურ პირობებს ქმნის ადამიანის ცხოვრებისა და
მუშაობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის უზრუნველყოფს მომხმარებელს
პროფესიონალური კლიმატური აღჭურვილობით და მათი ნებისმიერი მოთხოვნის
გათვალისწინებით აწარმოებს საუკეთესო ხარისხის კლიმატურ ტექნიკას.
York უკვე
ათწლეულების მანძილზე მუშაობს დილერებთან და ინჟინრებთან ერთად საუკეთესო გადაწყვეტილებებისა
და მოწინავე ტექნოლოგიების დასანერგად კონდიცირების, ვენტილაციისა და გასათბობ
სისტემებში.
„YORK International-ის“
ისტორია დაიწყო 1874 წელს, როდესაც პენსილვანიის შტატის
ქალაქ იორკში გაიხსნა კომპანია York. 1885 წელს შეიქმნა ყინულის საწარმოებელი პიველი დანადგარი, რომელიც
წარმატებით გაიყიდა. 1898 წლიდან იორკი აშშ-ს გარეთ აფართოებს საქმიანობას და თავისი
პროდუქცია იაპონიაში გააქვს. მე-20 საუკუნის ოციანი წლებიდან კი ჩინეთის ბაზარსაც
იპყრობს. 1922 წლიდან York გახდა რძის პროდუქტების შესანახი სამაცივრო დანადგარების პირველი
მიმწოდებელი ინგლისში და დამკვიდრდა მთელს ევროპაში.
მისი წარმოების ისტორია ასე
გამოიყურება:
1903 წელს შეიქმნა სინესტის
კონტროლის სისტემა, რომელიც კომპaნია
„კარნეგი სთილში“ გამოიყენეს და პირველად დამყარდა კავშირი საწარმოო გაციებისა და
კონდიცირების სისტემებს შორის.
1928 წელს შეიქმნა ოთახის
პირველი ცალკე მდგომი კონდიციონერი.
1948 წელს კომპანიამ ყინულის
მწარმოებელი ავტომატური მანქანა წარმოადგინა სასტუმროების რესტორნებისა და
საავადმყოფოებისთვის.
1968 წელს ნიუ იორკის
საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში დამონტაჟდა მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კონდიცირების
სისტემა.
1976 წელს გამოუშვეს პირველი
სათბური ტუმბო მიკროპროცესორის მართვით.
1986 წელს YORK International“ გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი დამოუკიდებელი კონდიცირების სისტემების
მწარმოებელი.
კომპანია ამ დრომდე განაგრძობს
სფეროში ინოვაციების დანერგვას და უკვე საუკუნეზე მეტია ერთგულად ემსახურება თავის
მუდმივად მზარდ მომხმარებელს. ის მიეკუთვნება მსოფლიოს 500 ყველაზე მსხვილ
კომპანიას.
ამჟამად ჩვენს ონლაინ მაღაზიაში
შეგიძლიათ შეიძინოთ York-ის
წარმოების კონდიციონერები თანამედროვე ფუნქციონალით, გათვლილი თქვენთვის საჭირო
ფართზე, საუკეთესო საგარანტიო პირობებითა და ყველაზე სანდო რეპუტაციით.