არ არის გაყიდვაში

Xiaomi Redmi 7: მოდური და ელეგანტური

12

Xiaomi თითქმის ყოველთვიურად უშვებს ახალ მოდელებს და მუდმივად უჭირავს თვალი ტენდენციებზე, რომელიც სმარტფონებში იკვეთება. შესაბამისად ითვალისწინებს მათ და ახდენს რეალიზაციას თავის აპარატებში იმგვარად, რომ თითოეული მოდელის ფასზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნაჩუქარია“. აღნიშნულ სტატიაში ერთ–ერთ მათგანს Redmi 7–ს განვიხილავთ. გავიგებთ რა არის მისი უპირატესობები და რატომ უნდა შევიძინოთ.

დიზაინი

Redmi 7 დიზაინის მხრივ ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. აქვს წაგრძელებული ფორმა, თითქმის უსაზღვრო ეკრანი, წვეთისებრი ჭრილი ფრონტალური კამერისთვის და გრადიენტული ფერები. როგორც ბიუჯეტური მოდელისგან არის მოსალოდნელი მისი კორპუსი პლასტმასისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ექსპლოატაციის ვადა მცირეა და ამის შესახებ უნდა დაფიქრდეთ, მაგრამ სამაგიეროდ მოგხიბლავთ სხვა მახასიათებლები.

დისპლეი

13

Xiaomi Redmi 7–ს აქვს საკმაოდ კარგი 6.26 დიუმიანი IPS ეკრანი, 1570×720 გაფართოებით. სურათი მკაფიო და ნათელია. მშვენივრად იკითხება კაშკაშა მზის პირობებშიც. დაცულია მეხუთე თაობის Gorilla Glass 5 მინით, რაც სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ.

მწარმოებლურობა

მუშაობს 8 ბირთვიან პროცესორზე Snapdragon 632, გრაფიკული დამაჩქარებლით Adreno 506. მოცემული გვაქვს მეხსიერების სხვადასხვა ვარიაციები. შიდა და გარე მეხსიერება შეადგენს 2/16 GB, 3/32 GB და 3/64 GB–ს. აპარატი მშვენივრად უმკლავდება ნებისმიერ ყოველდღიურ დავალებას. ყველა აპლიკაცია მუშაობს სწრაფად და არ იჭედება.

კამერები

15

ძირითადი კამერა, როგორც თანამედროვე სტანდარტები მოითხოვს, აღჭურვილია ორმაგი 12 და 2 მეგაპიქსელიანი მოდულით, რომელსაც აქვს f/2.2 დიაფრაგმა. Xiaomi Redmi 7–ის უპირატესობა AI ტექნოლოგიის გამოყენებაა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს სიუჟეტს კადრში და ახდენს გამოსახულების მცირე კორექტირებას. მისი ძირითადი კამერა ვიდეოს იღებს FullHD ფორმატში. გადაღებისთვის ხელმისაწვდომია ორი რეჟიმი: სტანდარტული ვიდეო და ვიდეო კლიპი, რომელიც 15 წამიან რგოლებს იღებს. სელფი კამერა წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელით და არ აქვს ფლეშ განათება.

აკუმულატორი

სმარტფონს აქვს 4000 mAh–იანი აკუმულატორი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ერთი დატენვით აპარატი ამუშაოთ 27 საათის განმავლობაში.

სმარტფონის შესაძენად მიყევით ბმულს.
ზევით