არ არის გაყიდვაში

Xiaomi-მ 2018 წლის ახალი გაჯეტები წარმოადგინა

11 (2)

Xiaomi-m საკუთარი პლატფორმის ქვეშ გამოუშვა რამდენიმე ახალი გაჯეტი, რომელთაგანაც ზოგი მათგანი მის პარტნიორ ბრენდებს ეკუთვნის. სიახლეებს შორისაა: გეიმერული მაუსი Mi Gaming Mouse, ელექტრო კბილის ჯაგრისი The Dr Bei Sonic Electric Toothbrush, ღვინის გასახსნელი აკუმულატორზე Electric Wine Opener, სამედიცინო მოწყობილობა HiPee Smart Health Wizard და სმარტ ვენტილატორი Mijia DC.

Mi Gaming Mouse

გეიმერული მაუსი Mi Gaming Mouse აღჭურვეს 32-იანი დამტენი ჩიპით ARM და ოპტიკური სენსორით, რომელსაც აქვს 7200 dpi გაფართოება და ავითარებს 5 სიჩქარეს. მათი რეგულირება კლავიშებით არის შესაძლებელი, რომელიც კორპუსზე ცალკეა განლაგებული და ჩანს ჩამონტაჟებული დიოდური ინდიკატორით. გაჯეტი კარგად მუშაობს სადენით და უსადენოდაც. პირველი რეჟიმი ჯობს ჩვეულებრივ გამოიყენოთ, მეორე კი თამაშებისთვის. გაჯეტს აქვს RGB განათება, რომელიც 4 რეჟიმში მუშაობს. ის თავსებადია macOS- თანაც და Windows-თანაც. საწყისი ფასია $39.

The Dr Bei Sonic Electric Toothbrush

22 (2)

The Dr Bei Sonic Electric Toothbrush – ელექტრო კბილის ჯაგრისია. მწარმოებლებმა მისი შიგთავსი აღჭურვეს IPX7 სტანდარტის შესაბამისი წყლის დაცვის ფუნქციით. გაჯეტში მაგნიტური მოტორია განთავსებული, რომელსაც აქვს ვიბრაცია წუთში 31000 დარტყმის სიჩქარით. ჯაგრისი წმენდს არა მხოლოდ კბილებს, არამედ მთელს პირის ღრუს. აკუმულატორის მოცულობა შეადგენს 700 mAh-ს ერთი დატენvით მას გამოიყენებთ 21 დღის განმავლობაში. იწონის 90 გრამს და მისი ღირებულება შეადგენს $15.

Electric Wine Opener

33 (1)

Electric Wine Opener ცილინდრის ფორმის ელექტრო ღვინის გასახსნელია, რომლის კორპუსზეც განთავსებულია led-ინდიკატორი და ორი მიმართულების მარეგულირებელი. ერთი საცობის ამოსაღებად საკმარისია 6 წამი. გაჯეტის მიერ გამოცემული ხმა კი 60 DB-ს არ აჭარბებს. აკუმულატორის მოცულობაა 550 mAh-ია და ეს საკმარისია 70 ბოთლი ღვინის გასახსნელად. გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის კი გამხსნელს აქვს სწრაფი დატენვის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც უკვე 5 წუთის შემდეგ გახსნით 10 ბოთლს. მისი ფასი $15 შეადგენს.

HiPee Smart Health Wizard

4 (1)

სამედიცინო მოწყობილობა HiPee Smart Health Wizard, მწარმოებლის თქმით, დაგეხმარებათ ჩაიტაროთ სამედიცინო გამოკვლევა კლინიკაში ვიზიტის გარეშე. მას შეუძლია გაგიკეთოთ შარდის ანალიზი 14 მაჩვენებლით, მაგალითად განსაზღვროს პროტეინის, გლუკოზისა და ლეიკოციტების რაოდენობა. ამისათვის გაჯეტში ჩამონტაჟებულია IPx7 სტანდარტის 8 უმაღლესი სიზუსტის, იაპონური წარმოების სენსორი. ყველა მონაცემი გადაეცემა შესაბამის აპლიკაციას Wi-Fi-ს საშუალებით. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ გაჯეტის დატესტვის დროს, მათი ანალიზები დაემთხვა სამი განსხვავებული საავადმყოფოს დასკვნას ეღიება $63, თუმცა ჯერ მხოლოდ ჩინეთში იყიდება.

Mijia DC

55

სმარტ ვენტილტორი Mijia DC с 7-ის მართვა შესაძლებელია სმარტფონიდან, სპეციალური აპლიკაციის წყალობით. აქვს კუთხის შეცვლის ფუნქცია 30°, 60°, 90° და 120° -ზე მოტრიალებით, სიჩქარის განსაზღვრის ფუნცია და მოტრიალების სირბილე. სმარტ - მმართველებთან მიერთების შედეგად მისი მართვა ხმოვანი ბრძანებით არის შესაძლებელი. ის ელექტროდენზე მუშაობს, თუმცა გამოერთების შემხვევაში მაინც იმახსოვრებს ბოლოს მიემულ დავალებას. მისი ფასია $55.
ზევით