არ არის გაყიდვაში

როგორ ავირჩიოთ ველოსიპედი

1-11

ჩვენს ქვეყანაში ალბათ არც ისე ბევრია ადამიანი, ვინც არ იცის ველოსიპედის ტარება, მაგრამ სავარაუდოდ მოიძებნებიან ისეთები, ვინც არ იციან, როგორ აირჩიონ ის. არადა, გარდა იმისა, რომ ეს დროის გატარების საუკეთესო საშუალებაა, ჯანმრთელობისთვისაც კარგია და გადაადგილების კომფორტული საშუალებაც გახლავთ, საცობებით დატვირთულ გზაზე. ველოსიპედის სახეები განსხვავებულია. ძირითადად გვაქვს მთის, ქალაქისა და ტრასის ველოსიპედები. ახლა კი განვიხილოთ თითოეული მათგანი დანიშნულებისამებრ და შესაბამისად გავიგოთ, რომელი მათგანი გვესაჭიროება კონკრეტულად ჩვენ.

მთის ველოსიპედები

1-1 

მთის ველოსიპედებს აქვს სპეციალური კონსტრუქცია, რომელიც სპეციალურად უგზოობის პირობებში სიარულისთვისაა განკუთვნილი. ასეთი ბაიკების ჩარჩოსთვის გამოიყენება სპეციალური გამძლე მასალა, რომელსაც შეუძლია განსაკუთრებული დატვირთვის ატანა. გარდა ამისა აქვს ფართო და მოსახერხებელი საჭე, ძლიერი ამორტიზატორები და ფართე საბურავები, ღრმა პროტექტორით. ეს ყოველივე განსაზღვრავს მთის ბაიკის მძიმე წონას. ალბათ ხვდებით, რომ სრულიად განსხვავებული შემთხვევაა ქალაქისა და ტრასის ველოსიპედები. მათ აქვთ მსუბუქი ჩარჩო, ვიწრო საბურავებითა და არც ისე ღრმა პროტექტორით – ეს ყოველივე განკუთვნილია მსუბუქი და კომფორტული მგზავრობისთვის ასფალტის პირობებში.

ტრასის ველოსიპედი

2 

ტრასის ველოსპედის მთავარი განსხვავება მისი დანიშნულებაა: სწრაფი მოძრაობა კარგ გზაზე. ველოსიპედს აქვს მოკლე და მაღალი ჩარჩო, რომელიც ალუმინისგან ან კარბონისგანაა დამზადებული და ბაიკს წარმოუდგენლად ამსუბუქებს. არსებობს ფოლადის ჩარჩოს ვარიანტებიც, რომელიც ყველაზე იაფია. მთავარი სავიზიტო ბარათი კი მისი საჭეა, რომელიც მძღოლს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს შეცვალოს აეროდინამიკური მახასიათებლები საჭეზე ხელების გადაადგილების შედეგად. საჭე და საჯდომი დაპროექტებულია იმგვარად, რომ აეროდინამიკური თვისებები მაქსიმალურად გაუმჯობესდეს.

ქალაქის ველოსიპედი

3 

მას შემდეგ რაც სპეციალური დანიშნულების ველოსიპედების სახეობები განვიხილეთ, მივედით ქალაქის ბაიკამდეც. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ამ ტიპის ტრანსპორტს არვითარი განსაკუთრებულობა არ ახასიათებს. ის განკუთვნილია ქალაქის ჯუნგლებში წყნარი გადაადგილებისთვის. მას ახასიათებს მაღალი და დაბალი ჩარჩო, ქალისა და კაცისთვის. საბურავები არც ისე ფართოა, მაგრამ არც ვიწრო. პროტექტორი არ არის ღრმა და განკუთვნილია მხოლოდ ასფალტისთვის. როგორც წესი, ქალაქის ველოსიპედებს აქვთ აქსესუარები, ისეთი, როგორიცაა: საბარგული, ფრთები და კალათი.

ველოსიპედის შეძენისას უმნიშვნელოვანესია გაითვალისწინოთ მისი დანიშნულება და საკუთარი სურვილები. ხოლო თუ ყიდვა უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, მიყევით ვბულს.
ზევით