არ არის გაყიდვაში

2017 წლის საუკეთესო სმარტფონები

News_BEGE_720X272

მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონების გაყიდვების დიდი ნაწილი ბიუჯეტურ მოდელებზე მოდის, მომხმარებელთა ყურადღებას მაინც ნომერ პირველი ბრენდების ფლაგმანები იპყრობს, საუკეთესო და ყველაზე ძვირი სმარტფონები, რომლებიც საინტერესო იმითაა, რომ მათში პირველ რიგში ხდება ტექნიკური სიახლეების რეალიზება, რის შემდეგაც ეს სიახლეები ბიუჯეტურ მოდელებში გადააქვთ. აღნიშნულ რეიტინგში საბოლოო შეჯამებას გავაკეთებთ და 2017 წელს გამოშვებულ 10 საუკეთესო სმარტფონს მიმოვიხილავთ. რეიტინგი ტექნიკური მახასიათებლების, ფასი-ხარისხის შესაბამისობის და მომხმარებელთა გამოხმაურების მიხედვით არის შექმნილი.

10. Xiaomi Redmi Note 4X 32Gb

10

სმარტფონი ბაზარზე 2017 წლის იანვრის ბოლოს გამოვიდა. ტექნიკური მახასიათებლები სამარტფონს შემდეგი აქვს: 5.5’’ IPS-ეკრანი 1920x1080 პიქსელის გაფართოებით. ოპერაციული სისტემა Android 6.0 მუშაობს, 32 GB შიდა და 3 GB ოპერატიული მეხსიერება და 128 GB-უაბუ მეხსიერების ბარათის სლოტი აქვს. ძირითადი კამერა 13 მეგაპიქსელია, ფრონტალური - 5. აკუმულატორის მოცულობა 4100 mAh. ტელეფონი 8 ბირთვიან Qualcomm Snapdragon 625 MSM8953 პროცესორზე მუშაობს და ვიდეოპროცესორი Adreno 506 აქვს.

9. Ulefone Power 2

9

სმარტფონის მთავარი ღირსება წარმოუდგენლად ძლიერი აკუმულატორია, რომლის მოცულობაც 6060 mAh-ს შეადგენს და საუბრის რეჟიმში 47.5 საათი, მოლოდინის რეჟიმში კი, 1160 საათი ძლებს. სმარტფონს 5.5 დიუმიანი ეკრანი აქვს 1920x1080 პიქსელით. ოპერაციული სისტემა - Android 7.0; 64 შიდა და 4 GB ოპერატიული მეხსიერება; ტელეფონი ორ კარტიანია. მეხსიერების ბარათი - 256 GB-მდე ფართოვდება. ძირითადი კამერა 13 მეგაპიქსელიანი აქვს, ფრონტალური კი, 8 მეგაპიქსელით. სმარტფონი 8 ბირთვიანი MediaTek MT6750 პროცესორითაა აღჭურვილი.

8. LG G6 64GB

8 

Samsung-ვით LG-მაც სრულიად განახლებული ფლაგმანი შესთავაზა მომხმარებელს. LG G6-ის ეკრანი მსოფლიოში პირველი QHD+ (2880x1440) გაფართოების IPS დისპლეითაა აღჭურვილი, მხარეთა არასტანდარტული - 18:9-სთან შეფარდებით. სმარტფონი Android 7.0 ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. 64 GB შიდა და 4GB ოპერატიულ მეხსიერება აქვს. მეხსიერების ბარათის სლოტი წარმოუდგენელ 2 TB მოცულობას იტევს. სმარტფონის 4 ბირთვიანი Qualcomm Snapdragon 821 პროცესორი, ერთი შეხედვით გაოცებას იწვევს, თუმცა ის უპრობლემოდ უმკლავდება ნებისმიერ აპლიკაციასა და თამაშს. LG G6 ორმაგი კამერის მთავარ ტრენდს მისდევს. თუმცა გვთავაზობს საუკეთესო გადაწყვეტილებას. აქ ორივე ძირითადი კამერა ხარისხით ერთნაირია და აქვთ განსხვავებული ობიექტივები: ერთი - სტანდარტული 71° ხედვის კუთხით, მეორე კი 125° ხედვის კუთხით, რისი წყალობითაც ობიექტივი მეტ სივრცეს იჭერს კადრში იქ სადაც საჭიროა.

7. Xiaomi Mi 6 64GB

7 

სმარტფონს აქვს 5.5 დიუმიანი IPS ეკრანი, 1920x1080 გადართოებით. ოპერაციული სისტემა - Android 7.1, 64 GB შიდა и 6 GB ოპერატიული მეხსიერება. აკუმულატორის მოცულობა - 3350 mAh. 8 ბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 835 MSM8998 6GB ოპერაციულ მეხსიერებასთან ერთად საოცარ წარმადობას უზრუნველყოფს. სმარტფოს აქვს წყლისგან დაცვis ფუნქცია. Xiaomi კამერის პარამეტრებით iPhone 7 Plus-ის ალტერნატივაა. ძირითადი კამერა ორ ობიექტივიანია - ფართოკუთხიანი და ტელეობიექტივით, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში ლამაზ და მკაფიო ფოტოებს იღებს. აქვს პორტრეტის ობიექტივი 52 მმ-იანი ფოკუსით. ორმაგი ოპტიკური ზუმის წყალობით მშვენიერი პეიზაჟები გამოდის. ათმაგი ციფრული ზუმი კი, ყველა წვრილმან დეტალს აფიქსირებს.

6. Huawei Honor 9 4GB / 64GB

6

Honor 9-ს ეკრანი - 5.15 დიუმიანია, 1920x1080 გაფართოებით. მუშაობს Android 7.0 ოპერაციული სისტემაზე. აქვს 64 GB შიდა და 4GB ოპერატიული მეხსიერება; ორი სიმ კარტა. აკუმულატორი - 3200 mAh; 8 ბირთვიანი პროცესორი Kirin 960 Mali-G71 MP8 გრაფიკული დამაჩქარებლით. კამერა დაახლოებით ისეთივე აქვს, როგორიც Huawei P10-ს. ორმაგი კამერის ფერების მოდული 12 მეგაპიქსელიანი სენსორით და f2/2 დიაფრაგმით 20 მეგაპიქსელიან შავ-თეთრ, ორმაგ ზუმთან ერთად ისე მუშაობს, რომ ხარისხს არ კარგავს.

5. HTC U11 128Gb

5

სმარტფონს საუკეთესო გამოხმაურებები აქვს 2017 წლის ფლაგმანებს შორის. თავიდანვე გახდა ცნობილი, რომ ის წლის პირველი ნახევრის საუკეთესო მოდელად იქცეოდა და კონკურენტებს კიდევაც აჯობა წარმადობითა და კამერის ხარისხით. მის დახასიათებაში ნათქვამია, რომ მიზანს მისი კამერა წამებში ხვდება და შეფერხების გარეშე იღებს ნებისმიერ განათებაზე. ფრონტალურ კამერას წარმოუდგენელი გაფართოება - 16 მეგაპიქსელი აქვს, f2.0 დიაფრაგმითა1080 პიქსელიანი ვიდეო ჩაწერით. სმარტფონი მუშაობს ОС Android 7.1-ზე. აქვს Super LCD ეკრანი, 5.5 დიუმიანი, 2560x1440 გაფართოებით. შიდა მეხსიერება 128 GB აქვს. ოპერატიული კი - 6GB. აკუმულატორის მოცულობაა 3000 mAh. სასაუბრო რეჟიმში 24.5 საათი მუშაობს, მოლოდინის კი,14 დღე-ღამე.

4. ASUS ZenFone 3 Zoom ZE553KL 64Gb - ყველაზე ძლიერი აკუმულატორი

3

სმარტფონს ყველა მახასიათებელი საუკეთესო აქვს. წარმოუდგენელი ხმა, კამერა, აკუმულატორი, მეხსიერება…5.5 დიუმიან ეკრანს 1920x1080 გაფართოება აქვს. ოპერაციული სისტემა Android 6.0-ზე მუშაობს, 64 GB შიდა და 4GB ოპერატიული მეხსიერება აქვს. აკუმულატორის მოცულობა 5000 mAh-ია. საუბრის რეჟიმში 48 საათი ძლებს. მომლოდინე რეჟიმში კი 42 დღე. აქვს სწრაფი დატენვის ფუნქცია. 10 წუთიანი დამუხტვა საკმარისია, რომ კიდევ 5 საათი იმუშაოს. აღჭურვილია 8 ბირთვიანი Qualcomm Snapdragon 625 MSM8953 პროცესორი.

3. OnePlus 5 64GB - სამყაროში ყველაზე ძლიერი სმარტფონი

3

ეს მოდელი კომპანიამ 2017 წლის ივნისში გამოუშვა და მან მაშინვე მიიღო საუკეთესო გამოხმაურებები. მუშაობს ОС Android 7.1-ზე, აქვს 5.5 დიუმიანი Optic AMOLED ეკრანი, 1920x1080 გაფართოებით; 8 ბირთვიანი Qualcomm Snapdragon 835 პროცესორი; 64 შიდა და 6 GB ოპერატიული მეხსიერება. არსებობს უფრო ძვირიანი მოდელიც, რომელიც 128 GB შიდა და 8 GB ოპერატიული მეხსიერებით არის აღჭურვილი. აკუმულატორი OnePlus-ს 3300 mAh მოცულობის აქვს. საუბრის რეჟიმში 25 საათი ძლებს ტელეფონი. 3G-ზე ვებდათვალიერებისას 6 საათი და 19 წუთი, Wi-Fi-ზე მუშაობისას 8 საათი 26 წუთი. სწრაფი დატენვის ფუნქციის წყალობით, ბოლომდე 1 საათში და 22 წუთში იტენება.

2. Apple iPhone X 64GB

2

წელს iPhone-მა 10 წლის იუბილე იზეიმა. კომპანია ბოლო დროს სულ მსგავს მოდელებს უშვებდა და მხოლოდ წელს გადაწყვიტა ბაზარზე რაიმე განსაკუთრებულის გამოტანა. ეს გამოუვიდ კიდეც, თუმცა სიახლეების მნიშვნელოვანი ნაწილი სმარტფონმა ანდროიდის მწარმოებლებისგან აიღო. სხვა მახასიათებლები კი არაერთმნიშვნელოვანია. iPhone X-მა მიიღო “საზღვრო ეკრანი”OLED მატრიცით. თუმცა ეს სიახლე მხოლოდ აიფონებს ეხებათ, რადგან პირველი “უსაზღვრო ტელეფონი” პირველად Samsung-თან გამოჩნდა. რაც შეეხება OLED დისპლეის, ის არ არის ორიგინალი და Samsung-ის წარმოება, მისი გამსოვლის შემდეგ მომხმარებლები წუწუნებდნენ, რომ სინათლის კლებისას ეკრანი ციმციმებდა. ტელეფონის გარეგნული მხარეს Samsung-სას მოგვაგონებს. სმარტფონის დიზაინი წინა თაობის ვიზუალს იმეორებს, თუმცა უკანა პანელი ახლა უკვე შუშის აქვს. Apple-ში აცხადებენ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე გამძლე და მყარი მინაა. ეკრანის დიაგონალიც იგივე დარჩა: 4.7 დიუმი - iPhone 8-ზე და 5.5 დიუმი - iPhone 8 Plus-ზე. მათ მახასიათებლებში ისევ რჩება IP67 სტანდარტის მტვრისა და ნესტისგან დაცვა. მთავარი ინოვაცია კი 6 ბირთვიანი ჩიპსეტი A11 Bionic-ია. 4,3 მილიარდი ტრანზისტორის გარდა, მის შემადგენლობაში შედის Apple-ის მიერ დამუშავებული გრაფიკული ჩიპი, Metal 2 Framework მხარდაჭერით. A11 Bionic-ს გამოსახულების უძლიერესი პროცესორიც აქვს, რაც სწრაფი ფოკუსირების საშუალებას იძლევა ყველაზე ცუდი განათების პირობებშიც კი. მთავარი კი, რაც ამ პროცესორს ახასიათებს -Portrait Lightning-ია. პორტრეტის გადაღების დროს ტექნოლოგია ცვლის განათებას და ახდენს შუქის სხვადასხვა წყაროს იმიტირებას. iPhone 8 აღჭურვილია 12 მეგაპიქსელიანი ოპტიკური სტაბილიზაციის მქონე კამერით. iPhone 8 Plus კი ორი 12 მეგაპიქსელიანი f/1.8 დიაფრაგმიანი კამერით.

1.Samsung Galaxy Note 8 64GB - სმარტფონი ყველაზე დიდი ეკრანით

1 

Samsung-ს დიდი ეკრანების ტრენდი უჭირავს და კონკურენტებს ერთი ნაბიჯით უსწრებს. დისპლეის დიაგონალი 6.3 დიუმია, გაფართოება - 2960 х 1440. გამოყენებულია Super AMOLED მატრიცა და შესაბამისად Always On Display ტექნოლოგია. რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია (მაგალითად საათი და დატენვის დონე) ეკრანზეა გამოსახული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სმარტფონი დაბლოკილია. ეკრანი მეხუთე თაობის Gorilla Glas-ის დამცავი მინით არის დაფარული. პრეზენტაციის დროს კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სმარტფონში ჩამონტაჟებულია ბოლო თაობის მატრიცა “საუკეთესო ფერებით” და “ფერების ახალი პროფილებით”. რაც შეეხება საინტერესო დეტალებს: შესაძლებელია დაინტერესდეთ Live-note-ის შექმნის შესაძლებლობით, რომლის გაგზავნაც შექმნისთანავე შეგიძლიათ GIF-ანიმაციის სახით. Galaxy Note 8 კომპანიის პირველი სმარტფონია, რომელიც 12 მეგაპიქსელიანი მოდულის, ორმაგი ძირითადი კამერითაა აღჭურვილი. როგორც ველოდებოდით ერთი ობიექტივი ფართოკუთხოვანია, მეორე კი ფართოფოკუსიანი, ორმაგი ოპტიკური ზუმით. გარდა იმისა, რომ სმარტფონს გამოსახულების გადიდება შეუძლია ხარისხის გაფუჭების გარეშე, ის ხარისხიან ფოტოს ცუდი განათების დროსაც იღებს და შეუძლია უკანა ფონის დრაპირება. როგორც ყოველთვის Galaxy Note ახლაც სხვადასხვა ბაზრისთვის სხვადასხვა პროცესორით გაიყიდება. ზოგ ქვეყანაში ფლაგმანი Snapdragon 835-ით მოხვდება, სხვაგან კი Exynos 8895-ით. ოპერატიული მეხსიერება 6 GB-ია, შიდა მეხსიერება კი - 64 GB. სმარტფონი Android 7.1.1. ვერსიაზე მუშაობს და რვიანზე განახლების წვდომა აქვს, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდება.
ზევით