ტკბილი ფლავი ჩირით
ტკბილი ფლავი უგემრიელესი და მსუბუქი რეცეპტია, რომლის მომზადებითაც მთელს ოჯახს გაახარებთ. ფლავი განსაკუთრებულად გემრიელი გამოვა თუ მას სახლში მომზადებული არომატული ჩირით მოამზადებთ, რისთვისაც შეგიძლიათ ხილისა და ბოსტნეულის საშრობი აპარატი გამოიყენოთ.
გთავაზობთ ტკბილი ფლავის მომზადების რეცეპტს.
ინგრედიენტები:
• კარაქი - 1 ს/კ
• მდუღარე წყალი - 2 ჭიქა
• შავი ქლიავის ჩირი, უკურკო - 0,5 ჭიქა (დაჭრილი)
• გარგრის ჩირი, დაჭრილი - 0,5 ჭიქა
• ქიშმიში - 0,5 ჭიქა
• შაქარი - 0,5 ჭიქა
• წყალი - 1 ჭიქა
• მარილი
საჭირო ხელსაწყოები:
• გაზქურა
• ქვაბი
მომზადების წესი:
➤ გავრეცხოთ ბრინჯი.
➤ ბრინჯი გაცხელებულ კარაქში მსუბუქად მოვშუშოთ, დავუმატოთ წყალი, მწიკვი მარილი, გარგარისა და ქლიავის ჩირები და 15 წუთის განმავლობაში თავდახურული ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ შევფუთოთ 20 წუთით.
➤ შაქარს დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ სიროფი, ჩავუმატოთ ქიშმიში და ვხარშოთ, სანამ სიროფი შესქელდება.
➤ ფლავს სუფრაზე გატანის წინ მოვასხათ შაქრის სიროფში მოხარშული ქიშმიში.