არ არის გაყიდვაში

2019 წლის შემოდგომის საუკეთესო თამაშები

11-1

საზაფხულო არდადეგები დამთავრდა და მასთან ერთად დასრულდა გეიმინგის სამყაროში დასადგურებული სიჩუმეც. შემოდგომა ამ მხრივ წარმოუდგენელ აქტიურობას გვპირდება. ველით, როგორც სიქველების რელიზებს, ისე სრულიად ახალ თაითლებს. აღნიშნულ სტატიაში ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე საუკეთესოები და გავაკეთეთ თამაშების საუკეთესო ტოპ ათეული, რომელიც სექტემბრიდან დეკემბრამდე გამოვა. მათ სათამაშოდ კი აუცილებლად დაგჭირდებათ კონსოლები, რომლის შეძენასაც ჩვენს ონლაინ მაღაზიაში მარტივად შეძლებთ.

Gears 5

22 (5)

  • გამოსვლის თარიღი: 9 სექტემბერი, 2019
  • პლატფორმა: Xbox ONE, PC
საშემოდგომო თამაშების მარათონს ხსნის Gears 5 –Xbox-ისა და PC-ის კონსოლების პლატფორმაზე შექმნილი პოპულარული სერიების სიკველი. პროექტი წინა ნაწილს გააგრძელებს, თუმცა ახალ თავში პოპულარული გმირის ადგილს დაიკავებს გოგო სახელად კეიტ დიასი. ძირითადი სიუჟეტი პლანეტა სერას და კეიტის შინაგანი კონფლიქტის გარშემო განვითარდება.

Borderlands 3

33 (5)

  • გამოსვლის თარიღი: 13 სექტემბერი 2019
  • პლატფორმა: PS4, Xbox ONE, PC
ბრუნდება დრაივიანი შუთერი RPG-ის ელემენტებით, უფრო ზუსტად კი ტრილოგიის Borderlands-ის დასკვნითი ნაწილი. სიუჟეტის ცენტრში აღმოჩნდება თავშესაფარის მაძიებელთა ახალი ჯგუფი. მათ გადაეღობებათ საშიში ტყუპი ძმები, რომლებიც ყველა ბანდიტური დაჯგუფების სათავეში მოქცევას ესწრაფვიან. თამაშის მოქმედება პანდორაში და მის საზღვრებს გარეთ განვითარდება. ამჯერად გმირები ახალ სამყაროებს იკვლევენ, საკუთარი კოსმიური ხომალდით. მათ მოთამაშეებთან ერთად უამრავი თავბრუდამხვევი თავგადასავალი ელით.

Code Vein

44 (2)

  • გამოსვლის თარიღი: 27 სექტემბერი 2019
  • პლატფორმა: PS4, Xbox ONE, PC

უბრალოდ არ შეგვეძლო საუკეთესო ათეულში არ შეგვეყვანა სამოყვარულო პროექტი Code Vein. მისდამი ინტერესს აღრმავებს ის, რომ ჩვენ გვპირდებიან კიდევ ერთ Souls-like, რაც ასე ძალიან უყვართ ნამდვილ გეიმერებს. ამას გარდა, ჩვენ შევიტყობთ საინტერესო ისტორიას ბნელი სამყაროს შესახებ, რომელშიც მოსახლეობის ნაწილი ვამპირად იქცა. თამაშში მათ რევენანტებს ეძახიან. ისინი განსაკუთრებულ უნარებს ფლობენ და ნადირობენ თავისსავე მსგავს ქმნილებებზე, რათა მოიპოვონ მათი სისხლი. გეიმერი ერთ-ერთი რევენანტის სახელით თამაშობს, ის იკვლევს ღია ლოკაციებს, ნადირობს ვამპირებზე და აგროვებს ბრძოლისათვის საჭირო საგნებს.

Tom Clancy’s Ghost Recon: Breakpoint

55 (2)

  • გამოსვლის თარიღი: 4 ოქტომბერი, 2019 
  • პლატფორმა: PS4, Xbox ONE, PC

თამაში არის Ghost Recon: Wildlands-ის პირდაპირი გაგრძელება. სიუჟეტის მიხედვით „მოჩვენებები“ ხვდებიან წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც საშიშ დაჯგუფებას გადაეყრებიან. მათი ლიდერი კი დრონების მთელ არმიას ფლობს, რომლითაც მთელი სამყაროს დაპყრობას აპირებს. „მოჩვენებებს“ აქვთ რთული ამოცანა შეაჩერონ საშიში ლიდერი და გადარჩნენ ცოცხლები. Ghost Recon: Breakpoint მოთამაშეებს სთავაზობს ახალი აღმოჩენებისთვის ღია სამყაროს, პერსონაჟების სხვადასხვა კლასს და სამხედრო ტექნიკის დიდ რაოდენობას ნებისმიერ ადგილზე. ეს გეიმერს საშუალებას აძლევს დაწინაურდეს კლასით ან გამოიცვალოს შეიარაღება.

Grid

66

  • გამოსვლის თარიღი: 11 ოქტომბერი, 2019
  • პლატფორმა: PS4, Xbox ONE, PC

მანქანების შეჯიბრის მოყვარულთა შორის Grid დიდი პოპულარობით არ გამოირჩევა, თუმცა მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ თამაშს აქვს საუკეთესო მოსახვევები სიმულატორში, მრავალფეროვანი რეჟიმები და კარგი ავტოპარკი. Grid-ში ყოველთვის იყო საინტერესო მჯდარიყავი მოდუნებული და უბრალოდ დაკვირვებოდი, როგორ ეგექტურად იმტვრევა მანქანები. მწარმოებლებმა თამაშს ახალი რეჟმებიც დაუმატეს. ასევე სრულყვეს დაზიანებული ავტომობილისა და ამინდის ცვლილების რეჟიმები.

Call of Duty: Modern Warfare

77

  • გამოსვლის თარიღი: 25 ოქტომბერი 2019
  • პლატფორმა: PS4, Xbox ONE, PC

ეს არის კიდევ ერთი სიცოცხლის შთაბერვა ლეგენდარული თამაშის მიმართ სერიებიდან Call of Duty: Modern Warfare. თუმცა მოთამაშეებს რადიკალური ცვლილებები არ ელით. ეს იგივე MF-ა, რაც ადრე იყო, უკვე ნაცნობი გმირებითა და სიუჟეტით. უბრალოდ თამაში განახლებულია და მორგებული თანამედროვე კომპიუტერებზე.

The Outer Worlds

88

  • გამოსვლის თარიღი: 25 ოქტომბერი 2019
  •  პლატფორმა: PS4, Xbox ONE, PC

თუ ვიტყვით, რომ The Outer Worlds – 2019 წლის ყველაზე მოლოდინით აღსავსე თამაშია, საერთოდ არ შევცდებით. ალბათ ყველა გეიმერი ამყარებს მასზე უდიდეს იმედებს. ჩვენს წინაშეა სამეცნიერო-ფანტასტიური ერთ მომხმარებლიანი RPG. სიუჟეტი კურსიდან აცდენილი ხომალდის და მისი ერთ-ერთი მგზავრის შესახებ მოგვითხრობს. ახალ პლანეტაზე მოხვედრილი, ჯერ ვერც კი გარკვეულა მომხდარში, რომ გალაქტიკებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრში მოხვდება. ჩვენი მგზავრი კი, მასში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. В The Outer Worlds-ში რეალიზებულია რთული როლური სისტემა. ის მოთამაშეს საშუალებას აძლევს მიიღოს განსხვავებული გადაწყვეტილებები და გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან.

Death Stranding

99

  • გამოსვლის თარიღი: 8 ნოემბერი 2019 
  • პლატფორმა: PlayStation 4

Death Stranding-ის მიმართ მიმართულია ყველა გეიმერის ყურადღება მთელი მსოფლიოდან. ცნობილია, რომ ეს არის action მთელს სამყაროში პოსტაპოკალიფსურ პერიოდში. სიუჟეტი მრავალ პლასტიანი იქნება. გაურკვეველმა მოვლენამ სახელად Death Stranding, ადამიანების სამყაროში მიიყვანა უცნაური არსებები და ურჩხულები, რაც მათ განადგურებით ემუქრება. მთავარმა გმირმა, რა თქმა უნდა, კაცობრიობა მათგან უნდა იხსნას.

Star Wars – Jedi: Fallen Order

10

  • გამოსვლის თარიღი: 15 ნოემბერი 2019
  • პლატფორმა: PS4, Xbox ONE, PC
Star Wars -ის ახალი ნაწილი ცნობილი სიუჟეტის მიხედვით შეიქმნა. მასში იქნება მრავალმომხმარებლიანი, კოოპერატიული და სხვა „სერვისები“. ჩვენს წინაშეა თავგადასავალი, რომელიც ხდება სადღაც მესამე და მეოთხე ფილმებს შორის. ახალგაზრდა კელი კერტისი გალაქტიკის იმპერიის მებრძოლებს უპირისპირდება.

Doom Eternal

111 (1)

  • გამოსვლის თარიღი: 22 ნოემბერი 2019
  • პლატფორმა: PS4, Xbox ONE, PC, Google

Stadia Doom Eternal-იც გაგრძელებაა მისი წინა ნაწილისა. თამაშის მოქმედებები დედამიწაზე ვითარდება, რომელიც მარსივით დემონების შემოსევას განიცდის. მოთამაშეთა დავალებაც არ იცვლება. მათ უნდა დაამარცხონ ეშმაკები და იხსნან დედამიწა. მათ არსენალში კი იარაღის მრავალფეროვანი არსენალია.
ზევით