არ არის გაყიდვაში

როგორ შევარჩიოთ თმის უთო?

11

ვინ არ ოცნებებს მოვლილ და მუდმივად ფორმაში მყოფ თმაზე? მაგრამ ყოველ დღე სალონში სიარული ვარცხნილობის გასაკეთებლად, რთულია. საბედნიეროდ ამ დროისათვის უკვე უამრავი თავის მოვლის საშუალებაა გამოგონებული, რომლის დახმარებითაც გალამაზებას სახლის პირობებშიც შევძლებთ. ერთ-ერთი ასეთი ხელსაწყო კი თმის უთოა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი სიგრძის, სისქსის, მოცულობისა და სტრუქტურის თმის დავარცხნას თავად შევძლებთ. მთავარია სავარცხელი სწორად შევარჩიოთ და ამ სტატიაში სწორედ იმას გასწავლით, თუ როგორ გავაკეთოთ ეს.

არსებობს თმის უთოს 2 ტიპი:

• პროფესიონალური.
• არაპროფესიონალური.

ეს უთოები შემდეგ ტიპებად იყოფა:

• თმის გასასწორებელი უთოები - ხუჭუჭა თმის გასასწორებლად.
• გოფრე უთოები - ტალღოვანი ფორმის მისაღებად.
• ტექსტურაიზერი სავარცხლები - ფიგურული ეფექტების შესაქმნელად.

სიმძლავრე

22

სასურველი ტემპერატურის რეჟიმის ასარჩევად კარგი იქნება თუკი თმის უთოს ექნება ტემპერატურის რეგულატორი. თმის უთოს სიმძლავრე უნდა იყოს დაახლოებით 30-50 ვატი, რათა მაშებმა მიაღწიოს სამუშაო ტემპერატურას. თმის უთოს ტემპერატურა კი 100 დან 2300-მდე მერყეობს.

პროფესიონალური თმის უთო

პროფესიონალული თმის უთოს საშუალებით ძირითადად სტილისტები სარგებლობენ, რადგან ისინი გამოირჩევიან მაღალი სიმძლავრით და გამძლეობით. ასეთ თმის უთოებს გააჩნიათ თერმორეგულიატორის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თმის სტრუქტურის შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის შერჩევა.

არაპროფესიონალური თმის უთო

33

არაპროფესიონალურ თმის უთოებს ნაკლები სიმძლავრე გააჩნია, შესაბამისად ის უფრო დიდ დროს ანდომებს გახურებას. თუმცა, კომპაქტურობის გამო მათი გამოყენება სახლის პირობებში უფრო მოსახერხებელია. მათ შორის არის ისეთი მოდელები, რომელიც გამოყოფს ორთქლს. ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან მაშები ძალიან არ აცხელებს თმას და მას ნაკლებად აზიანებს.

მაშების ზედაპირი

44

არსებობს მაშების დასაფარი სხვადასხვა ზედაპირი: იონურ-კერამიკული, ტურმალინის, ტეფლონის, ტიტანის და ალმასის საფარით დაფარული. 
იონურ-კერამიკული უთო შეიცავს დამუხტულ ნაწილაკებს, რომელიც დადებითად მოქმედებს თმაზე, ანოტივებს და ანიჭებს ბზინვარებას. 
ტურმალინი - არის კრისტალების ნარევი, რომლის გაცხელებისას გამოიყოფა უარყოფითი იონები, რაც დადებითად მოქმედებს თმაზე. მისი საშუალებით უფრო სწრაფად შეიძლება თმის დასწორება და დაზიანების ნაკლები შანსის გარეშე. იგი თმას უნარჩუნებს სიჯანსაღეს. 
ტეფლონის და ტიტანის საფარით დაფარული მაშები - არ წვავს და აჯანსაღებს თმას, გასწორების შემდეგ თმა არის იდეალურ მდგომარეობაში და შედარებით დიდხანს ინარჩუნებს ასეთ სახეს. 
ალმასის საფარით დაფარული გამაცხელებელი ფირფიტები - გამოირჩევა საკმასოდ გამძლე მასალით. 
კერამიკული მაშები ცხელდება საკმაოდ სწრაფად და თმის დასწორებასაც ნაკლები დრო სჭირდება. იგი არ აზიანებს თმას, პირიქით უნარჩუნებს ბზინვარებასა და სიჯანსაღეს.

მასალა

სასურველია, თმის უთოს კორპუსი თერმოგამძლე მასალისგან იყოს დამზადებული, რადგან გაუძლოს მაღალ ტემპერატურას.

თმის სტაილერების მრავალფეროვანი არჩევანი იხილეთ აქ:
ზევით