არ არის გაყიდვაში

საუკეთესო სმარტფონები, რომლებსაც 2018 წელს ველოდებით

Statia_BEGE_720X272

ტექნიკის წამყვანი ბრენდები წელსაც გაგვანებივრებენ ახალი ფლაგმანური სმარტფონებით, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ მოგითხროთ იმ მოდელების შესახებ, რომელსაც მიმდინარე წელს ველოდებით. ზოგ მათგანს MWC 2018-ზე დაანონსებენ და როგორც უკვე ცნობილია, Samsung Galaxy-ს ახალი სერია ერთ-ერთი მათგანი იქნება, სწორედ Galaxy S9 და Galaxy S9+ -ზე საუბრით დავიწყებთ ჩვენს სტატიასაც.12

Samsung Galaxy S9 და Galaxy S9+

11

S8 და S8+ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ფართო ფორმატის 18,5:9 ეკრანის გამო და ამით ახალი ტრენდიც შექმნა, ამიტომ ახალი მოდელების: Samsung Galaxy S9 და Galaxy S9+ დიზაინში ძირეულ სხვაობას არ უნდა ველოდეთ. მხოლოდ დისპელეის ველი გაიზრდება და კორპუსის 89.4% დაიკავებს. მოდელის მეორე ძირითადი მახასიათებელი თვალის სკანერი იქნება, რომლის სკანირების დრო ერთ წამამდე შემცირდება. რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, ყველაფერს შეიძლება ველოდოთ. ვრცელდება ხმები Snapdragon 845 და Exynos 9810 პროცესორებზე და 4/6 GB ოპერატიულ და 64/128 GB შიდა მეხისერებებზე. Galaxy S9 აღიჭურვება 5,8 დიუმიანი Super AMOLED ეკრანით, QHD+ გაფართოებით. ძირითადი კამერა 12mp იქნება, ფრონტალური - 8mp. აკუმულატორი კი 3100 mAh. Galaxy S9+ იგივე მატრიცას მიიღებს 6,2 ეკრანით; ორმაგ ძირითად 12mp ძირითად კამერას და ანალგიურ ფრონტალურს. აკუმულატორს ექნება 3600 mAh ტევადობა. ორივე ფლაგმანი აღჭურვილი იქნება 3D სახის ამოცნობის ფუნქციით, Bixby ინტელექტუალური დამხმარით და თითს ანაბეჭდის სკანერით.

LG G7 და LG V40

22

2017 წელს კომპანიის საქმეები არც ისე კარგად მიდიოდა, მაგრამ LG-ს მწარმოებლები მთელი ძალით ცდილობენ სმარტფონების სრულყოფას და სიახლეებს LG G7 და LG V40 სახით შემოგვთავაზებენ. პირველი მოდელის პრეზენტაციაც MWC 2018-ზ იგეგმება. ამბობენ, რომ ისიც მიიღებს თვალის ბიომეტრიულ სკანერს. ფიქრობენ, რომ ექნება Snapdragon 845 და OLED-დისპლეი 18:9 ფორმატით. რაც შეეხება LG V40, გაყიდვაში სავარაუდოდ 2018 წლის მეორე ნახევარში გამოვა. მწარმოებლები გვპირდებიან კიდევ უფრო თხელ ჩარჩოს და სურთ დაუბრუნდნენ დამატებითი ეკრანის იდეას.

Xiaomi Mi7

33

გასულ წელს Xiaomi-ს გაყიდვები შესამჩნევად გაიზარდა. კომპანიაში ბევრი საინტერესო და წარმატებული სმარტფონი გამოშვეს. პირველი სმარტფონი, რომელსაც Xiaomi-ში წარადგნენ Mi7 იქნება. უკვე ოფიციალურად არის ცნობილი, რომ მას Snapdragon 845 პროცესორი და უსადენო დამტენი Qi ექნება. იგეგმება ძირითადი კამერის სერიოზული აფგრეიდიც. Xiaomi Mi7-მა უნდა მიიღოს ფართოფორმატის ეკრანი 5,65 დიაგონალიანი დისპლეით, 6 GB ოპერატიული მეხსიერება და 3200 mAh-იანი აკუმულატორი. Mi7 Plus კი სავარაუდოდ 6.1 დიუმიანი დისპლეით და 35000 mAh-იანი აკუმულატორით იქნება აღჭურვილი.

Huawei P11

44

Huawei P11-ის შესახებ უკვე არაერთი ჭორი გავრცელდა. კომპანია ცდილობს მსოფლიო წამყვან ბრენდებს გაუსწროს და ამიტომაც, მისგან ყველაფერს უნდა ველოდეთ. შემდგომი ფლაგმანი P11 ჰგავს iPhone X-ს. შეიძლება ეს იყოს სრულიად უჩარჩოო მოდელი. ფიქრობენ, რომ მას ექნება 5,8 დიუმიანი OLED-დისპლეი 2244х1080 წერტილის გაფართოებით, პროცესორი Kirin 970, 6\8 GB ოპერატიული და 64\128 GB შიდა მეხსიერება. ჭორების თანახმად ძირითადი სამმაგი კამერას ექნება ხუთმაგი ზუმი და 23mp ფრონტალური კამერა. სმარტთოფნს ექნება 4000 mAh აკუმულატორი.

Moto X5 и Moto G (2018)

55

კომპანია Lenovo, რომელიც Motorolla-ს მფლობელია კონცენტრირებულია Moto-ს სერიის სმარტფონებზე, კონკრეტულად კი Moto X5-ზე. მას უკვე აქვს ოფიციალური ლოგო, ასე რომ ის დროა მის შესახებ პირველ ჭორებს დაველოდოთ. რაც შეეხება G სერიის სმარტფონებს, ინსაიდერული ინფომრაციის მიხედვით 2018 წელს კომპანია სამ ახალ მოდელს Moto G6, G6 Plus და G6 Play-ს გამოუშვებს. პრეზენტაცია MWC 2018-ზე გაიმართება.

HTC U12

66

HTC ბოლო წლებია კრიზისშია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მის ბაზრიდან გასვლას წინასწარმეტყველებს, HTC განაგრძობს ახალი მოდელების გამოშვებას. ბოლო ფლაგმანი U11 ბესტსელერიც კი გახდა. ასე რომ 2018 წლისთვის ნამდვლად გველოდება შემდგომი მოდელი HTC U12. კონცეფიის ავტორის ჩანაფიქრით, სმარტფნს 5,7 დიუმიანი უჩარჩოო დისპლეი ექნება 4K გაფართოებით, Snapdragon 845 პლატფორმით, 6 GB ოპერატიული და 64\128 GB შიდა მეხსიერებით, ასევე 16 mp ორმაგი კამერით და წყალგაუმტარი კორპუსით.

Meizu Pro 15 Plus

77

დეკემბრის დასაწყისში Meizu-მ თავისი ფანატების ინტერესი ახალი ფლაგმანიდ Pro 15 Plus-ის დაანონსებით გააღვივა. სმარტფონს ჩვენ გაზაფხულზე ვიხილავთ. სმარტფონის პარამეტრები თაყვანისმცემლებმა უკვე განიხილეს და დაასკვნეს, რომ ნამდვილად სჯობს ამ მოდელს დიდ ხანს ელოდონ, რადგან სანაცვლოდ მიიღებენ. Snapdragon 845, უსაზღვრო 5,7 დიუმიან AMOLED-დისპლეის QHD+ გაფართოებით და 6\128 GB ოპერატიული და 8\256 GB შიდა მეხსიერებით.

Sony Xperia 2018

88

Sony-ს ახალი მოდელების შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ფლაგმანებს შეცვლილი დიზაინი ექნებათ. კომპანიაში, როგორც იქნა, აღიარეს, რომ ტრადიციული დიზაინი მომხმარებელს მობეზრდა და ის საჭიროებს მნიშვნელოვან განახლებას. ასე რომ წელს Xperia-ს, როგორც მინიმუმ, 2 ახალი დიზაინის მოდელს ველოდებით.

iPhone 2018

99

თუ ფიქრობთ, რომ iPhone დაგვავიწყდა, ცდებით. ჯერ-ჯერობით მასზე ცოტას ლაპარაკობენ, სახელიც კი არ ვიცით ზუსტად. შესაძლოა ეს იყოს iPhone 9, ან შესაძლოა iPhone 11. გავრცელდა ხმა, რომ მიმდინარე წლისთვის Apple სამ მოდელს გამოუშვებს და სამივეს iPhone X-ის დიზაინი ექნება. სხვა დეტალები iPhone-ის შესახებ ცნობილი არ არის.
ზევით