არ არის გაყიდვაში

როგორ გამოვაცხოთ შუ

11

შუ, ერთ-ერთი ყველაზე ჰაეროვანი, მსუბუქი, გემრიელი და ყველასთვის საყვარელი კრემიანი ნამცხვარია. მისი გამოცხობა სირთულეს სრულებით არ წარმოადგენს. მით უმეტეს მაშინ, თუ შეიარაღებული ხართ კარგი რეცეპტით. ჩვენ ვეცდებით დღეს შუს გამოცხობის პროცესი გაგიმარტივოთ და აღგჭურვოთ იმ ინფორმაციით, რომელიც ამ ამოცანის შესასრულებლად გჭირდებათ.

თქვენ დაგჭირდებათ:

შემადგენლობა:

• 1⁄2 ჭიქა შაქარი
• 5 ს/კ ფქვილი
• მწიკვი მარილი
• 2 ჭიქა რძე
• 2 ცალი კვერცხის გული
• ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
• 1⁄2 ჭიქა მარგარინი
• ჭიქა წყალი
• ჭიქა ფქვილი
• 4 ცალი კვერცხი

საჭირო ხელსაწყოები:

მომზადების წესი:

22

კრემის მომზადება: პატარა ქვაბში მოათავსეთ ½ ჭიქა შაქარი, 5 ს/კ ფქვილი და მწიკვი მარილი. თანდათანობით შეურიეთ რძე და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აადუღეთ საშუალო ტემპერატურაზე და თან მუდმივად ურიეთ. ადუღეთ 1 წუთით, შემდეგ ცხელი მასის მცირე ნაწილი ორ ცალ ათქვეფილ კვერცხის გულს მოასხით და აურიეთ. მიღებული მასა ქვაბში ჩააბრუნეთ, მოურიეთ და აადუღეთ. გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ ვანილი. დააფარეთ და გააგრილეთ მაცივარში.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 230 C-ზე.
ცომის გასაკეთებლად: საშუალო ქვაბში მოათავსეთ მარგარინი და წყალი და აადუღეთ. დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი და მწიკვი მარილი. ურიეთ მუდმივად. გადმოდგით გაზქურიდან და სათითაოდ დაუმატეთ კვერცხები. თითოეული დამატების შემდეგ კარგად მოურიეთ. მიღებული მასა საკონდიტრო კრემის ტომარაში მოათავსეთ და საცხობ ლანგარზე სასურველი ფორმით გადაიტანეთ.
აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 200 C-მდე და აცხვეთ კიდევ 25 წუთით, ან გადაბრაწვამდე. ბოლომდე გააგრილეთ, გახლიჩეთ და კრემით ამოავსეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრა.
ზევით