არ არის გაყიდვაში

როგორ ავირჩიოთ სენდვიჩის აპარატი

11

რა ჯობს საუზმეზე მომზადებულ გახუხულ სენდვიჩებს? პურში ჩამდნარი ყველით და უგემრიელესი, მსუყე არომატებით. ასეთი სენდვიჩების ღუმელში ან ტაფაზე გაკეთება, დაგვეთანხმებით, რთულია. ამიტომ საუკეთესო გადაწყვეტილება სენდვიჩების აპარატის შეძენა იქნება. ისევე, როგორც ყველა სხვა ტექნიკას, სენდვიჩის აპარატსაც აქვს გარკვეული მახასიათებლები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ, როცა მის შეძენას დააპირებთ.

აპარატისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ოთხი პარამეტრი:

სიმძლავრე

რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად მომზადდება სენდვიჩები. საშუალოდ 750 ვატიან სიმძლავრეზე ომლეტიანი ბუტერბროდი 3 წუთში გაკეთდება. ვაფლი - 10 წუთში. უფრო მძლავრი აპარატი დასახულ ამოცანებს უფრო სწრაფადაც გაუმკლავდება.

კორპუსის მასალა

პლასტმასის მოდელები იაფია. ფოლადის - უფრო ძვირი. მათ შორის განსაკუთრებული განსხვავება არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ პლასტმასი იყოს სქელი და არ ჰქონდეს დამახასიათებელი მძაფრი სურნელი. პლასტმასის ფენები ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული.

გამოცვლადი პანელები

22

ცუდია, თუ აპარატს პანელები არ ეცლება. ამ ფუნქციის დახმარებით მათი გარეცხვა ბევრად უფრო ადვილია. ასეთ პანელებს ძირითადად მულტუფუნქციურ აპარატებს უკეთებენ, რომლებიც განკუთვნილია სენდვიჩების, ვაფლების, გრილზე შემწვარი ბოსტნეულის მოსამზადებლად.

დანაყოფების რაოდენობა და პანელების ფორმა

პატარა აპარატი 2 დანაყოფით იტევს მხოლოდ პურის ერთ ნაჭერს. გამოდის 2 სამკუთხა სენდვიჩი. ორი ადამიანისთვის ასეთი დანადგარი იდეალურია, მაგრამ დიდი ოჯახისთვის უკეთესი იქნება თუ 4 დანაყოფიან აპარატს შეიძენთ. გაითვალისწინეთ, რომ კვადრატული ან სამკუთხა სასენდვიჩესთვის, შესაბამისი პური უნდა შეიძინოთ. სანამ სასენდვიჩეს პირველად გამოიყენებთ, შეაერთეთ დენში და კარგად გააცხელეთ. ამით აპარატს უცხო სუნი გაუვა და დაიწვება მიკრობები.

რისი მომზადება შეგიძლიათ

33.3

ყველაზე კარგი ის არის, რომ სასენდვიჩეში მხოლოდ პურის და მისი შიგთავსით მომზადებული საკვების მომზადება კი არა, ღვეზელის, ვაფლის და ფენოვანი ცომის გამოცხობაც შეგიძლიათ.
ზევით