არ არის გაყიდვაში

როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა

1 (11)

სარეცხი მანქანის გამოყენებისას ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ იდეალურად სუფთა სარეცხი, თუმცა ხანდახან ისეც ხდება, რომ სარეცხ მანქანაში უსიამოვნო სუნი ჩნდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ მანქანა გაწმენდას საჭიროებს. აღნიშნულ სტატიაში სწორედ სარეცხი მანქანის გაწმენდის წესებზე ვისაუბრებთ, რათა მივიღოთ მაქსიმალურად კარგი შედეგი რეცხვისგან.

დაბინძურებული მანჟეტები

2 (7)

როგორც ჩვენთვის ცნობილია, უსიამოვნო სუნის მიზეზი ბაქტერიები და სოკოვანი დაავადებებია. ის კი მაშინ ჩნდება, როცა მანქანიდან სარეცხის გამოღებისას მჭიდროდ ვკეტავთ კარს და არ ვაშრობთ მანქანას. სველი და ნესტიანი ადგილი კი იდეალურია ბაქტერიების გასავრცელებლად. როგორც წესი მანჟეტებზე გაჩენილ სოკოს მოშავო–მომწვანო–მოყავისფრო შეფერილობა აქვს. თუ ახალი გაჩენილია, წერტილებად ჩანს, თუ არადა მთელ კედელს ედება სქელ ფენად. ბაქტერიების გავრცელებაზე კი ის მიუთითებს, რომ მანჟეტებს წებოვანი ყავისფერი ნადები უჩნდება. როგორ ვებრძოლოთ? წესად უნდა ვაქციოთ, რომ რეცხვის შემდეგ გავწმინდოთ მანჟეტი ზედა და ქვედა შრეებში და მანქანის კარი დავტოვოთ ღია. თუ მანჟეტებში ბაქტერიები და სოკო უკვე გაჩენილია, შეიძინეთ სადეზინფექციო საშუალება და მისი საშუალებით კარგად გაწმინდეთ.

ფხვნილის ყუთის დაბინძურება

3 (9)

გარდა მანჟეტებისა არასასიამოვნო სუნი შესაძლოა ფხვნილის ყუთიდანაც მოდიოდეს. დროთა განმავლობაში მის კედლებზე რჩება სარეცხი საშუალება, ძველდება და უშვებს უსიამონო სუნს. ეს რომ თავიდან აიცილოთ, ის სისტემატიურად უნდა რეცხოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ის ადგილებიც კარგად გაწმინდოთ, საიდანაც ყუთი გამოიღეთ და საიდანაც ფხვნილი ხვდება მანქანის სისტემაში.

ნადები ტენზე

4 (7)

უსიამოვნო სუნის კიდევ ერთი წყარო არის ნადები ტენებზე. გარდა სუნისა ეს იმის საშიშროებასაც შექმნის, რომ წყალი კარგად ვერ გაცხელდება და სარეცხი დაბალ ტემპერატურაზე გაირეცხება, რადგან ნადებს აქვს დაბალი სითბოგამტარობა. ქიმიურ სარეცხ საშუალებებს, რომ თავი დავანებოთ, ნადების მოსაცილებლად იდეალურია ლიმონის წვენი, რომლის რეგულარული გამოყენებაც პრობლემას მოგიგვარებთ. აიღეთ 100–200 გრამი ლიმონის წვენი, ჩაასხით სარეცხი ფხვნილის სექციაში და დააყენეთ პროგრამა ბამბის ქსოვილის რეცხვაზე. თუ გეშინიათ, რომ მჟავა მანქანას დააზიანებს, ლიმონის წვენის შემდეგ, ჩაყარეთ ფხვნილის ადგილას სოდა და ჩართეთ „გავლების რეჟიმი“.

ფილტრის დაბინძურება

5 (4)

სუნის გაჩენის კიდევ ერთი წყარო ფილტრია, ის განკუთვნილია ტანსაცმლის ჯიბეებიდან გამოსული ნაგვის გასაჩერებლად. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მანქანის ქვედა კუთხიდან ვაღებთ ფილტრს. მზად იყავით, რომ იქიდან წყლის გარკვეული რაოდენობა გადმოვა. შეამოწმეთ ფილტრი, გარეცხეთ და კვლავ დააყენეთ ძველ ადგილას.

წყლის შლანგი

თუ ყველა ეს ნაწილი შეამოწმეთ და უსიამოვნო სუნი არც ერთი მათგანიდან არ გამოდის, მისი ერთადერთი წყარო შეიძლება იყოს წყლის გამშვები შლანგი. მისი გაწმენდის ორი ხერხი არსებობს. გაუშვით ცარიელი სარეცხი მანქანა ბამბის რეცხვის რეჟიმზე, ანდაც სცადეთ ხელით გაწმენდა ქიმიური სარეცხი საშუალებების მეშვეობით.
ზევით