არ არის გაყიდვაში

როგორ ავირჩიოთ სარეცხი მანქანა საშრობით?

77

სარეცხი მარნქანის არჩევისას ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა: უნდა ჰქონდეს თუ არა მას საშრობი. ტექნიკის გამყიდველებისა და მომხმარებელთა აზრზე დაყრდნობით ჩვენ ჩამოვწერეთ ყველაზე ის მითი, რომელიც ფართო მასებს შორის გავრცელებულ ყველა არასწორ მითსა და სტერეოტიპს გაანეიტრალებს.

ჭმუჭნის სარეცხს

11

ასე ადრე ხდებოდა. თანამედროვე სარეცხის მანქანებს აქვთ მსუბუქი უთოობის ფუნქციაც. ეს იმას ნიშნავს, რომ გაშრობის შემდეგ ბარაბანი იწყებს ტრიალს, აცალკევებს და ასწორებს ნივთებს. ასეთი ტექნოლოგია აქვთ ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: LG Electroncs, Electrolux, AEG და სხვა.

საშრობის მქონე სარეცხი მანქანა ვიწრო არ არის

22

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ ახლა შეგიძლიათ შეიძინოთ მოდელი, რომლის სიღრმე 44-48 სანტიმეტრს შეადგენს. ასეთი და ცოტა უფრო მოზრდილი 49-55 სმ სიღრმის მოდელი ბევრ თანამედროვე ბრენდს აქვს.

ვერ ჩააშენებთ

33

აღნიშნული მითი საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ხანდახან ამ მითის არგუმენტი ისაა, რომ მოწყობილობაში ტრიალებს ცხელი ჰაერი და ამიტომ ჩასაშენბლად არ არის უსაფრთხო. თუმცა ამასთან ასეთი აზრის მქონე ადამიანებს არ აფიქრებთ ჩასაშენებელი ღუმელის არსებობა. ჩასაშენებელი სარეცხი მანქანა საშრობით ძალიან ბევრია ბაზარზე, სხვადასხვა ბრენდისა და სხვადასხვა საფასო კატეგორიის.

განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს

მისი მოვლა ცოტა უფრო რთულია ვიდრე ჩვეულებრივი სარეცხი მანქანისა, რადგან მას ჩვეულებრივისგან განსხვავებით სამი ფილტრი აქვს და ორის მაგივრად სამი უნდა გაწმინდოთ. ეს არის და ეს.

დიდი დატვირთვა ავნებს

44

რამდენიმე წლის წინ მართლაც 2-2.5 კგ-ის დატვირთვის მქონე საშრობიანი სარეცხი მანქანები არსებობდა. ახლა კი შეგიძლიათ შეიძინოთ 7 კგ დატვირთვის მქონე მოდელი.

მასში შალის გაშრომა არ შეიძლება

თუ ეს მაჩვენებელი თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, საშრობიან სარეცხ მანქანაზე მოძებნეთ სერტიფიკატის ნიშანი Woolmark. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ხარისხის ნიშანს მხოლოდ იმ ტექნიკას ანიჭებს, რომელიც შალის მოვლისთვის არის განსაზღვრული. ასე რომ, ყველას არა, მაგრამ გარკვეულ მოდელებს შალის გარეცხვა/გაშრობაც შეუძლიათ.

არაეკონომიურია

55

დიახ, თანხის თვალსაზრისით ნამდვილად არაეკონომიურია. ის ძვირია და არაენერგოეფექტური, მაგრამ შეიძლება იშვიათად, მაგრამ მაინც იპოვოთ სარეცხი მანქანა საშრობით, რომელიც არის А+++ კლასის. აი დროის და ძალისხმევის ეკონომიას კი ის ნამდვილად გააკეთებს. ასე რომ ნუ დაფიქრდებით და შეიძინეთ თავისუფლად. თუ ამის ეკონომიური შესაძლებლობა გაქვთ, საშრობიანი სარეცხი მანქანა ნამდვილად გაგიმარტივებთ ცხოვრებას. დაზოგავს თქვენს დროს და ენერგიას.
ზევით