არ არის გაყიდვაში

Samsung Galaxy Note 10 და Note 10+: განხილვა

1 (4)

Samsung Galaxy Note 10 და Note 10+ — ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი სმარტფონებია. ამ სტატიაში კი მოცემულია ყველაფერი, რაც მათ შესახებ უნდა იცოდეთ.

Samsung Galaxy Note 10 პირველად ორ ზომაში

2 (6)

არსებობის მანძილზე პირველად Samsung-მა ერთდროულად გამოუშვა Note სერიის ორი მოდელი. ისინი განსხვავდებიან ეკრანის ზომით, ელემენტის მოცულობით, ძირითადი კამერებით და ფასით. Samsung Galaxy Note 10+ — დიდი ზომის აპარატია. მისი ეკრანის დიაგონალი შეადგენს 6,8 დიუმს, გაფართოება კი - 3040×1440 პიქსელს (WQHD+, 498 PPI).
Galaxy Note 10 უკეთესად თავსედება ხელში, რადგან მისი დიაგონალი 6,3 დიუმია, გაფართოება კი - 2280×1080 პიქსელი (Full HD+, 401 PPI). 
ორივე აპარატი აღჭურვილია საუკეთესო ხარისხის ეკრანით Dynamic AMOLED Infinity-O, რომელიც ოდნავ მოღუნულია გვერდებში და აქვს ჭრილი ფრონტალური კამერისთვის. ეკრანებს აქვთ HDR10+ მხარდაჭერა.

Samsung Galaxy Note 10/10+ ახალი დიზაინით

ახალი სმარტფონები ვერ აგერევათ ვერც წინა თაობის Galaxy Note-ში, და ვერც S სერიის აპარატებში. Samsung Galaxy Note 10 და Note10+-ს აქვთ უფრო კუთხოვანი ფორმა. ყველაზე საუკეთესო ნაწილი კი ეკრანია, რომელიც თითქმის მთელ წინა პანელს ფარავს. ქვედა ჩარჩო იმაზე უფრო თხელია ვიდრე Samsung Galaxy S10+ ან iPhone XS-ს აქვთ.

კორპუსი არ შეიცავს წინა მოდელების მსგავს სამ ელემენტს

3 

პირველი განსხვავება — ყურსასმენებისთვის განკუთვნილი 3,5 მმ პორტის არარსებობა. Galaxy Note 10 — პირველი ფლაგმანური სმარტფონებია ამ ელემენტის გარეშე. 
მეორე ნიუანსი — ახალი სმარტფონებისთვის Samsung ირჩევს ეკრანში ჩაშენებულ ულტრახმოვან სკანერს. 
მესამე - არ აქვს Bixby ღილაკი. აღნიშნულ ღილაკს სერიოზულად ბრენდის ყველაზე გულმხურვალე თაყვანისმცემლებიც კი არ აღიქვამდნენ.

შთამბეჭდავი სპეციფიკაცია

Samsung Galaxy Note 10/10+ მუშაობენ ახალი პროცესორის Exynos 9825-ის ბაზაზე, რომელიც 7 ნანომეტრიან ტექპროცესორზეა აწყობილი. მეხსიერების მიხედვით Samsung Galaxy Note 10+ ხელმისაწვდომია რამდენიმე სახით 12/256 GB და 12/512 GB. მცირე მოდელს კი აქვს 8 GB ოპერატიული და 256 GB შიდა მეხსიერება. 
ორივე მათგანს აქვს microSD ბარათის მხარდაჭერა. საქართველოს ბაზარზე სავარაუდოდ ვერ ვიხილავთ 5G ქსელის მხარდაჭერის მქონე აპარატებს, მაგრამ აშშ-სა და ევროპის ბაზარზე ახალ აპარატებს ისიც აქვთ. 
Note 10+ -ის აკუმულატორს აქვს უდიდესი მოცულობა — 4300 mAh, რაც ორ დღიან შეუწყვეტელ მუშაობას ნიშნავს. მცირე მოდელი Note 10 3500 mAh-იანი ელემენტითაა აღჭურვილი. ორივე სმარტფონი იტენება უსადენოდაც. 
აპარატები მუშაობენ ოპერაციულ სისტემაზე Android 9.0 Pie საფირმო ნიშნით One UI. ორივე აღჭურვილია სტერეოდინამიკებითა და Dolby Atmos ტექნოლოგიის ხმით.

კამერები

4 (5)

Samsung Galaxy Note 10-ს აქვს ისეთივე კამერებით, როგორიც S10+: 
 ძირითადი კამერა: 12 mp, დიაფრაგმით f/1.5 — f/2.4, Dual Pixel PDAF, OIS 
 ტელეობიექტივი: 12 mp, f/2.1, 52 მმ, ავტოფოკუსირება, OIS 
 ულტრაფართოკუთხოვანი ობიექტივი: 16 mp, f/2.2 (123°) 
Samsung Galaxy Note 10+ -ს დამატებით აქვს მეოთხე მოდულიც, - DepthVision, გაფართოებით VGA. ის ზომავს მანძილს, რაც საშუალებას იძლევა უფრო კარგად დავფაროთ ფონი პორტრეტულ რეჟიმში გადაღებისას.

S Pen-ის ახალი ფუნქციები

5 

ორივე ვერსიის Samsung Galaxy Note 10-ის სტაილუსი აღჭურვილია საკუთარი ელემენტით, რომელიც მაშინვე იტენება, როგორც კი სმარტფონის კორპუსში აღმოჩნდება. ერთი დატენვით მუშაობის ხანგრძლივობა 10 საათია. 
Galaxy Note 10 S-ის სტაილუსს აქვს ჰაერში ჟესტების გაკეთების შესაძლებლობა. მისი საშუალებით სმარტფონის მართვა შორიდან შეიძლება. ჟესტების საშუალებით ხატვაც შეგიძლიათ ჰაერში და კამერის მართვაც. 
კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი Zoom-ის ფუნქციაა. თუ გადაღებას მისი საშუალებით ვახორციელებთ, აპარატი რთავს Audio Zoom-საც, ფართო კუთხით სმარტფონი ყველა გარშემო არსებულ ხმას იწერს, დაზუმებისას კი მხოლოდ იმ ხმას, საითაც მიმართულია მიკროფონი. 
თუ S Pen-ის საშუალებით შენიშვნებს ჩავიწერთ, პროგრამა საშუალებას მოგვცემს გადავაქციოთ ხელნაწერი ბეჭდვითად და შევინახოთ docx-ში.

პ.ს.

Note 10+ -ის ფერებია: Aura Glow, Aura Black и Aura White. Note 10 კი ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ პალიტრაში: Aura Glow, Aura Black და Aura Pink. როდის შემოვა საქართველოს ბაზარზე გაყიდვაში და რა იქნება ღირებულება ჯერ ცნობილი არ არის.
ზევით