არ არის გაყიდვაში

როგორ ავირჩიოთ პროექტორი

111

პროექტორებში ცოტა ადამიანი თუ ერკვევა კარგად და თუ მის შეძენას გადაწყვეტთ ალბათ რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით. მას, ვისაც აღნიშნულ ტექნიკასთან შეხება არასოდეს ჰქონია, მოუწევს ორიენტირება მოახდინოს უდიდეს ასორტიმენტში, რომელსაც ბაზარი გვთავაზობს. ჩვენ ვეცდებით არჩევანი გაგიმარტივოთ და გაგარკვიოთ პროექტორების ძირითად სახეობებსა და იმ მახასიათებლებში, რომელზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება შეძენისას.

გამოყენების პირობები

გამოყენების პირობების მიხედვით პროექტორები სამ კლასად იყოფა. ძირითადად მას პრეზენტაციებისთვის ოფისებში, აუდიტორიებსა და კლასებში იყენებენ, ისეთ შენობაში, სადაც როგორც წესი განათება არის. ასეთი პროექტორები კარგად უნდა აჩვებდეს გამოსახულებას მიუხედავად განათებისა. მათ ხშირად მობილურ მოწყობილობებს უწოდებენ, რადგან მათი გადატანა საკმაოდ ადვილია. მეორე ტიპი წარმოადგენს სახლის კინოთეატრის პროექტორებს, რომელიც გამორთულ სინათლეზე მუშაობს და მაღალი სიმკვეთრე არ სჭირდება. მესამე კლასია საინსტალაციო პროექტორები, რომლებსაც აქვთ ძალიან მაღალი სიმკვეთრე, გაბარიტები და წონა. ისინი საკონფერენციო და საკონცერტო დარბაზებში გამოიყენება.

ყველაზე მთავარი პარამეტრებია:

• განათება
• დაშორება ეკრანსა და პროექტორს შორის
• ეკრანის ზომა
• პროექტორის მონტაჟის წერტილი.

პროექტორის სიმკვეთრე

2-2

სინამდვილეში სიმკვეთრე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის ეკრანის ზომაზეც. ამიტომ ტელევიზორისგან განსხვავებით მას სიმკვეთრის მაჩვენებელს არ უთითებენ. სიმკვეთრის მაგიერ პროექტორებს უთითებენ შუქის ტალღის მაჩვენებელს, რომლის ერთეულსაც ლუმენი (ლმ) წარმოადგენს. მას ამოწმებენ პროექტორის ყველაზე მკვეთრ რეჟიმში. თეთრ ეკრანზე. როგორც წესი პროექტორებს აქვთ სამი ძირითადი რეჟიმი:

• დინამიური/კვეთრი. რომელსაც აქვს მცირე ხარვეზები.
• კინო/ფილმი/თეატრი/ნატურალური და ა.შ. რომელიც ბნელი ან ნახევრად ბნელი შენობისთვისაა განკუთვნილი.
• პრეზენტაცია - რომელსაც ყველაზე მკვეთრ რეჟიმშიც კი ცოტა აქვს ხარვეზი და იღებთ 75% გამოსახულების სიმკვეთრეს. სრულ სიბნელეში თქვენ 1500 ლუმენზე მეტი არ გჭირდებათ. 130 დიუმის დიაგონალიან ეკრანზეც კი. 80 დიუმზე კი 600 ლმ-ც საკმარისია. საოფისე პროექტორებს როგორც წესი 3000 ლმ აქვთ.

გაფართოება

3-3

გაფართოების ვარიანტები ბევრია, მაგრამ მოცემულ მომენტში ყველაზე პოპულარულია — 720p (HD-Ready) და 1480p (FullHD). ეს გაფართოებები შესაძლოა აღნიშნული იყოს ამგვარად: WXGA და WUXGA. გაფართოების შერჩევა აუცილებელია ეკრანის ზომიდან გამომდინარე. რაც უფრო დიდია ეკრანი, მით მეტი პიქსელების რაოდენობა იქნება საჭირო. უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო დიდია გაფართოება, მით მეტია პროექტორის ფასი. იმისთვის, რომ ოპტიმალური ვარიანტი აირჩიოთ, რამდენიმე პარამეტრი უნდა გაითვალისწინოთ.
1. გამოსახულების წყაროს გაფართოება. ტეელევიზორის, გადაცემების ჩანაწერების და დაბალი ხარისხის ფილმების საყურებლად მცირე გაფართოებაც საკმარისი იქნება. პრეზენტაციებისა და სახლის კინოთეატრისთვის კი საშუალო სეგმენტის HD-Ready უნდა შეიძინოთ. Blu-ray დისკებისა და თანამედროვე თამაშების სადემონსტრაციოდ FullHD პროექტორი დაგჭირდებათ
2. ეკრანის ზომა. გაფართოება პირდაპირ გავლენას ახდენს გამოსახულების სიმკვეთრეზე. ამიტომ დიდი დიაგონალის ეკრანისთვის FullHD პროექტორი უნდა გამოიყენოთ.
3. პროექტორის ადგილმდებარეობა. თუ პროექტორი ეკრანს კუთხიდან უყურებს დაგჭირდებათ ტრაპეციული დამახინჯების კორექტირება. ეს ტექნოლოგია კი გამოსახულების ნაწილს აჭრის.

დაშორება

4-4 

პროექტორის შეძენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის, თუ სად დააყენებთ მას. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამხელა სივრცე გაქვთ ოთახში, რადგან ეკრანსა და პროექტორს შორის დაშორება არ უნდა იყოს 4 მეტრაზე ნაკლები.

მცირე შეჯამება

თუ სწორად განსაზღვრავთ რისთვის გჭირდებათ პროექტორი, რა ფართობის ოთახი გაქვთ და რა დიაგონალის ეკრანი, ყურადღებას მიაქცევთ გამოსახულების გაფართოებისა და სიმკვეთრის პარამეტრებს, დარწმუნებული იყავით, რომ საპროექციო აპარატის შეძენისას ნამდვილად სწორ არჩევანს გააკეთებთ.
ზევით