Nokia 3310 -ის მეორედ მოსვლამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კიდევ უფრო მეტი დისკუსია შექმნა Motorola RAZR V3-ის განახლებული ვერსიის ანონსმა.
ჩვენ გთავაზობთ, ერთად გავიხსენოთ, ლეგენდარული რეტრო მოდელები, რომელებიც იმსახურებენ აღორძინებას და რომლების დაბრუნება შესაძლოა არაერთ ადამიანს გაუხარდეს.
Nokia
Nokia 8110
ამ მოდელს პოპულარობა “მატრიცა”-მ მოუტანა. იმის შემდეგ რაც მობილური ტელევიზორების ეკრანებზე გამოჩნდა, ის მომენტალურად ახტა რეიტინგის წინა სტრიქონებზე. ვის არ უნდოდა იმ დროს მორფეუსისგან ზარის მიღება?
ავღვნიშნოთ, რომ ხშირად ეს მოდელი სხვა ტელეფონში, Nokia 7110-ში ეშლებათ. მაგრამ ფაქტი, ფილმში, ზუსტად 8110-ის გაუმჯობესებული ვერსია იყო გამოყენებული. იმ სხვაობით რომ ჩვეულებრივი ტელეფონის კორპუსის პანელი არ იშლებოდა ავტომატურად, როგორც ეს კინოში ხდებოდა. (მეტი ვიზულაური ეფექტისთვის)
Nokia 8910
Nokia-ს აქვს პრემიალური მოდელები “იმიჯისთვის”, რომლებიც თავის დროზე საკმაოდ ძნელი საშოვნელი იყო საშუალო კლასისთვის. ერთ-ერთი ასეთი ტელეფონი, Nokia 8910 ეხლაც საკმაოდ პოპულარულია.
Nokia 8910 — ელეგანტური სლაიდერი, რომლის კორპუსი ტიტანისგან არის დამზადებული. მისი გამოშვებიდან ერთ წელიწადში ნოკიამ მისი ძმა წარმოადგინა, 8910i - უკვე ფერადი ეკრანით.
Nokia 8800
შევჩერდეთ Nokia 8800-ზე, რომელმაც შეცვალა ასპარესზე წინამორბედი Nokia 8910.
მისი განსაკუთრებულობა უჟანგავი ფოლადის კორპუსში იყო და იმაში, რომ ტელეფონი იწარმოებოდა მხოლოდ და მხოლოდ გერმანიაში. ცოტა მოგვიანებით, მსოფლიომ მისი მოდიფიკაცია იხილა - Sirocco Edition. უკეთესი აკუმულატორით, გადიდებული მეხსიეერებით და შასსის გაუმჯობესებული მექანიზმით.

არსებობდა Nokia 8800 Arte -ის ფერების ხუთი ვარიანტი:
➤ Arte უჟანგავი ფოლადის შავი კორპუსი;
➤ Sapphire Arte ყავისფერი კორპუსი, დამზადებული მეტალისა და ტყავისგან;
➤ Sapphire Arte Black შავი ტყავი და უჟანგავი ფოლადი + ხელოვნური ძვირფასი ქვა ნავიგაციის ღილაკში;
➤ ასევე Carbon Arte — პლასტმასისა და ტიტანის ელემენტებით კორპუსის დიზაინში;
➤ და Gold Arte - დაფარებული ოქროს მტვერით და თეთრი ტყავით.
Nokia 1100
3310-ის ძალაუფლება აბსოლუტურია. თუმცა, ნოკიას არანაკლებად იღბლიანი მოდელები გამოუშვია. ვის არ ახსოვს ეს აკურატული აგური, სილიკონის ღილაკებით და ფანარით? 5 წლის განმავლობაში Nokia 1100-ის 200 მილიონზე მეტი მოდელი გაიყიდა - ის მსოფლიო რეკორდსმენია.
ეს მხოლოდ ტელეფონი არ არის.რეალურად, მოდელი შედგება ორი ნაწილსიგან - ტელეფონი და კომუნიკატორი. ვიზულაურად - ჩვეულებრივი ყურმილი. მაგრამ ეს გახლავთ იმ დროისთვის საკმაოდ “ჭკვიანი” მოწყობილობა: მუშაობა ფაილებთან? კი ბატონო. ფოსტა, MS Office დოკუმენტები? დიახ. დაყენებული ბრაუზერი Opera ? რა თქმა უნდა. ასევე სხვა, საინტერესო ფუნქციები. 2004 წლისთვის ინოვაციური ტელეფონი იყო.
Motorola
Motorola E398
რა თქმა უნდა, მოტოროლას ყველაზე ცნობილი მობილური არის ლეგენდარული RAZR V3. მას მოყვება E398 - ე.წ. მაგნიტოფონი ჯიბეში.
მას გააჩნდა ძლიერი სტერეოდინამიკები, განათებით. მობილური წამიერად გადაიქცეოდა პორტატულ მუსიკალურ სისტამად, რომელსაც იმ დროს ვერ ეჯიბრებოდა ვერცერთი სხვა ტელეფონი.
Motorola C350
მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ტელეფონი ფერადი განათებით.
მძლავრი პოლიფონია, GPRS, დაკავშირება კომპიუტერთან, სტანდარტული USB კაბელით და საკმაოდ დაბალი ფასი - ამ მობილურის სავიზიტო ბარათია.
Siemens
გახსოვთ ასეთი ბრენდი? ჩვენი თაობის უმეტესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც ალბათ ჰქონდა A-სერიის სიმენსი ჯიბეში.
კომპანია ოთხ კატეგორიად ყოფდა თავის მოდელებს:
Siemens A — ბიუჯეტური მუშა მობილურები (გავიხსენოთ A52, A55 და ამოვისუნთქოთ ნოსტალგიით)
Siemens C — საშუალო დონე, თავის ფასში ერთ-ერთი საუკეთესო და კომფორტული მოდელი.
Siemens M — სპორტული მოდელი, უკვდავი კორპუსით, დარტყმაგამძლე, წყალგამძლე. მშვენიერი დიზაინით. გინდათ კიდევ ერთხელ შეეხოთ M55 ან M65-ს?
Siemens S — ნაკლებად პოპულარული სერია, ბიზნეს ტელეფონი. 90იანიების თაობა ოცნებობდა S55-ზე!
Sony Ericsson
Sony Ericsson T610
2003 წელს წარმოდგენილმა Sony Ericsson T610-მა ააფეთქა მსოფლიო ბაზარი. ის არ იყო ბოლომდე ხელმისაწვდომი მოდელი, მისი ტექნიკური მახასიათებლები უკან იტოვებდა კონკურენტებს ხოლო მინიმალისტურმა, მკაცრმა დიზაინმა უამრავი ფანი მოიპოვა მომხმარებლებში.
Sony Ericsson Cyber-shot და Walkman
შემდეგ წლებში ჩვენ Sony Ericsson-ის უამრავი მოდელი ვნახეთ. მათ შორის კამერფონები Cyber-shot და მუსიკალური Walkman — Sony- ის ლეგენდარული პლეიერების შვილები.
Samsung
Samsung C100 მომხმარებლებს ყველაზე მეტად გაუკვირდათ C100 -ის ულტრა წვრილი კორპუსი. მხოლოდ 17 მმ. წარმოგიდგენიათ?
დიახ, ტექნოლოგიები ბევრად წინ წავიდნენ, მაგრამ ეს ელეგანტური, გამომწვევი ყურმილი კაშკაშა ეკრანით, ხარისხიანი პოლიფონიითა და სტაბილური მუშაობით მაინც მოგვენატრება.
SPH-N270 Matrix Phone
ყველგან და ყოველთვის იცნობთ ამ ტელეფონს. ეს უჩვეულო დიზაინის ყურმილი გამოსაწევი დინამიკით, სპეციალურად “მატრიცისთვის” იყო შექმნილი.ტელეფონი ციფრული კავშირის მხოლოდ ამერიკული სტანდარტების მხარდაჭერით მუშაობდა. მიუხედავად ამისა, მთელ მსოფლიოში ვაჩოვსკის ფანატები ნადირობენ ამ იშვიათ მობილურზე.
და რას ფიქრობთ თქვენ? წარსულში გამოშვებული და წარსულში ჩავარდნილი რომელი მობილური ტელეფონის აღორძინება გაგიხარდებოდათ?