განხილვა: ახალი ნოუთბუქები RedmiBook სერიიდან
დაანონსდა Xiaomi-ს ქვებრენდის Redmi-ს ახალი კომპაქტური და მაღალმწარმოებლური ნოუთბუქები Redmibook 16 და RedmiBook 14 II, რომლებიც მუშაობს Intel core-ის 10 ნანომეტრიან, უახლეს, მეათე თაობის პროცესორებზე. ნოუთბუქები გაყიდვაში 15 ივლისს გამოვა, მანამდე კი მის მონაცემებს მიმოვიხილავთ.
Redmibook 16

ეკრანი
RedmiBook 16 მიიღებს 16.1 დიუმის მქონე IPS ეკრანს (1920х1080). ეკრანის სასარგებლო ველი 90% შეადგენს.
აპარატული შემადგენელი
კომპიუტერს ექნება ორი ტიპის პროცესორი: Intel Core i5-1035G1, ან Intel Core i7-1065G7, გრაფიკის დამუშავებაზე კი ინტეგრირებული Intel Iris Plus ან NVIDIA GeForce MX350 ვიდეო ბარათი იზრუნებს.
მეხსიერება
_338541.jpg)
ოპერატიული და შიდა მეხსიერების მოცულობა RedmiBook 16 ნოუთბუქის ყველა კომპიუტერისთვის ერთი და იგივე იქნება. ოპერატიული - 16 GB; შიდა მეხსიერება -512GB.
ავტონომიური მუშაობა
ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 46 ვტ/სთ მოცულობის აკუმულატორი, რომელიც უზრუნველყოფს 12 საათიან დამოუკიდებელ მუშაობას ოფლაინ ვიდეოების ყურების რეჟიმში, 9 სთ - ონლაინ ვიდეოს ყურების რეჟიმში და 8.5 სთ - ინტერნეტში მუშაობის პირობებში.
RedmiBook 14 II

ეკრანი
ნოუთბუქს 14 დიუმიანი (1920х1080), Full HD ეკრანი ექნება. 100% SRGB სიკაშკაშით 250- 300 ნიტამდე.
აპარატული შემადგენელი
RedmiBook 14 II მუშაობს უახლეს პროცესორებზე: Intel Core i5-1035G1 ან i7-1065G7 და დისკრეტულ ვიდეობარათზე NVIDIA GeForce MX350, შიდა მეხსიერება მასაც 512 GB ექნება. ოპერატიული მეხსიერება კი შეიძლება იყოს 8GB ან 16 GB.
ავტონომიური მუშაობა

ავტონომიურობას უზრუნველყოფს 40 ვტ/სთ მოცულობის მქონე აკუმულატორი. აქვს სწრაფი დატენვის მხარდაჭერა და სულ რაღაც 28 წუთში იმუხტება 50%-მდე. ოფლაინ ვიდეოს რეჟიმში ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს 10.5 საათამდე. ოფლაინ ვიდეოზე - 8.5 საათის განმავლობაში. ინტერნეტში მუშაობისას კი - 7.5 საათი.
გაყიდვები
მოდელები გაყიდვაში უკვე 15 ივლისიდან გამოვა და საწყისი ღირებულება 712 დოლარი იქნება, მზარდი ღირებულებით მოდიფიკაციების შესაბამისად.