განხილვა: Redmi Note 8 Pro და Redmi 8

Xiaomi -ს სმარტფონების პრეზენტაცია რომ თითქმის ყოველ დღე ხდება, ეს ახალი ამბავი არ არის. ამჯერად განვიხილავთ Redmi Note 8 Pro-სა და Redmi 8-ს, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი - ბიუჯეტური მოდელი, შეგიძლიათ ჩვენს ონლაინ მაღაზიაშიც შეიძინოთ.
Redmi Note 8 Pro
დისპლეი და დიზაინი

Redmi Note 8 Pro აღჭურვილია 6.53 დიუმიანი IPS დისპლეით, რომელსაც აქვს Full HD+ გაფართოება, მხარეთა შეფარდება 19.5:9 და წვეთისებრი ჭრილი ზედა მხარეს. დაცულია Corning Gorilla Glass 5 მინით. გამოსულია სამ ფერში: ცისფერი, თეთრი და შავი. უკანა მხარე დაფარულია სპეციალური 3D მინით, რომელიც კუთხეებში მომრგვალებულია.
პროცესორი და მეხსიერება
მუშაობს 12 ნანომეტრიან, 8 ბირთვიან პროცესორზე MediaTek Helio G90T. მას უკეთესი მწარმოებლურობა აქვს, ვიდრე Snapdragon 730. Redmi Note 8 Pro — პირველი სმარტფონია ამ სერიაში, რომელსაც აქვს თხევადი გაგრილების სისტემა LiquidCool. მეხსიერების მიხედვით სმარტფონის ორი კონფიგურაცია გვაქვს 6GB/64GB და 6GB/128 GB ოპერატიული და შიდა მეხსიერება.
კამერები

Redmi Note 8 Pro-ს აქვს 4 კამერიანი ბლოკი. ძირითადი - 64 mp კამერა, დიაფრაგმით f/1.8; ფართოკუთხოვანი 8 mp ობიექტივი; მაკროკამერა - 2 mp გაფართოებით და სიღრმის სენსორი - 2 mp გაფართოებით. სელფი კამერა 20 mp-იანია.
NFC
როგორც იქნა, Redmi-ს სერიაში გამოჩნდა NFC მოდულიც, უკანტაქტო გადახდების განსახორციელებლად.
Redmi 8

სმარტფონი პოზიციონირდება, როგორც ბიუჯეტური მოდელი. ის გარეგნულად წააგავს Redmi Note 8 Pro-ს, თუმცა მისგან კორპუსის მასალით განსხვავდება. აღასანიშნავია ის, რომ არ უჩნდება ნაკაწრები და დაცულია წყლის შხეფებისგან.
დისპლეი
პროცესორი და მეხსიერება
სმარტფონი მუშაობს 8 ბირთვიან პროცესორზე Snapdragon 439, რაც საშუალებას იძლევა გაუმკლავდეთ ყოველდღიურ ამოცანებსა და ვიდეო თამაშების უმრავლესობას. აპარატი მოცემული გვაქვს მეხსიერების ორი კონფიგურაციით: 3GB/32GB და 4GB/64GB.
კამერები

უკანა პანელზე განთავსებულია ორმაგი კამერა, რომელსაც აქვს Sony IMX363-ს პრო ენსორი 12 mp და 2 mp გაფართოებით.