პლანშეტი თუ ნოუთბუქი: რომელი ჯობია?

თქვენი არჩევანია პლანშეტი, თუ…

1. საკმაოდ დიდი დისპლეისა და ავტონობიური მუშაობის თვალსაზრისით პლანშეტი ელექტრონული წიგნის სახითაც გამოგადგებათ.
2. პლანშეტი ძალიან მალე ირთვება. კვების ღილაკზე დაჭერიდან რამდენიმე წამის შემდეგ უკვე ინტერნეტში ხართ.
3. კომპაქტური და მსუბუქია. სადაც არ უნდა იყოთ, მისი გამოყენება ყოველთვის კომფორტულია. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ნოუთბუქების წონა სულ უფრო მეტად კლებულობს, პლანშეტებს მაინც უფრო მეტი უპირატესობა აქვთ.
4. იმის გამო, რომ პლანშეტს უფრო სუსტი “შიგთავსი” აქვს, ვიდრე ნოუთბუქს, ის ბევრად ნაკლებ ენერგიასაც მოიხმარს. თუ ნოუთბუქი საშუალოდ 3-4 საათს მუშაობს, პლანშეტი თავისუფლად იმუშავებს მთელ დღეს.
5. პლანშეტი საუკეთესოა გასართობად. მისი საშუალებით უყურებთ ფილმებს, თამაშობთ და ა.შ. რა თქმა უნდა, გრაფიკული სისტემით ვერც ერთი პლანშეტი ნოუთბუქს ვერ შეედრება, მობილური თამაშების უმრავლესობას ის მაინც უმკლავდება.
6. მიუხედავად იმისა, რომ პლანშეტის ეკრანი არც ისე დიდია, ხარისხით მათი დისპლეი ნოუთბუქისას ხშირად ჯობს და თვალსაც ნაკლებ ძაბავს.
7. მოგზაურობის დროს პლანშეტი უფრო კომფორტულია. არა მხოლოდ ზომის და წონის გამო არამედ იმიტომაც, რომ ბევრ მათგანს 3G და GPS აქვს, რაც საშუალებას გაძლევთ მუდმივად იყოთ ონლაინ და ისარგებლოთ ნავიგაციით.
8. დავარდნის შემთხვევაში პლანშეტს გადარჩენის მეტი შანსი აქვს, ვიდრე ნოუთბუქს.
თქვენი არჩევანი ნოუთბუქია, თუ

2. ნოუთბუქის სიმძლავრე პლანშეტთან შედარებით ბევრად მაღალია, რის გამოც მათ შეუძლიათ რთული დავალებების შესრულებაც.
3. ნოუთბუქი საშუალებას გაძლევთ დაარედაქტირთო გამოსახულება, ვიდეო, მუსიკა და ა.შ. იმ დროს, როცა ტაბლეტს ამ ფუნქციების შესრულება არ ძალუძს.
4. პლანშეტების უმრავლესობას არ აქვს სრულყოფილი USB-პორტები. ნოუთბუქს ასეთი პრობლემა არ აქვს.
5. ნოუთბუქის ინტერნეტ-ბრაუზერით სარგებლობა უფრო მოსახერხებელია, რადგან ბევრი ბრაუზერის მობილურ ვერსიას არ აქვს Flash მხარდაჭერა და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები.
6. მძიმე 3D თამაშებისთვის ნოუთბუქი ბევრად მოსახერხებელია. ძლიერი ვიდეობარათი, დიდი ოპერატიული მეხსიერება და მოსახერხებელი ინტერფეისი, ის არის რაც რთულ თამაშებს სჭირდება.
7. ნოუთბუქის შიდა მეხსიერებაზე მეტი ინფორმაციის შენახვა შეიძლება. თუ ბევრი ფოტოს და ვიდეოს მფლობელი ხართ, პლანშეტის შემთხვევაში, მათი გადატანა სხვა შემნახველზე მოგიწევთ. ნოუთბუქი კი ამ დავალებას სულ მარტივად გაწვდება.
8. ბევრი პლანშეტისგან განსხვავებით ნოუთბუქი აბსოლუტურად დამოუკიდებელი მოწყობილობაა. სრულყოფილი მუშაობისთვის მას არ სჭირდება დამატებითი მოწყობილობები იმ დროს, როცა პლანშეტზე კომფორტულად სამუშაოდ, მას კლავიატურა, დამატებითი შემნახველი და სხვა აქსესუარები უნდა შეაერთოთ.