არ არის გაყიდვაში

განხილვა: OnePlus Nord

111 (1)


კომპანია OnePlus-ში დაასრულეს მრავალრიცხოვანი ჭორები ახალი სმარტფონის გარშემო და გამართეს OnePlus Nord-ის ოფიციალური პრეზენტაცია. პრეზენტაცია ბოლოდროინდელი პრაქტიკის მიხედვით, ონლაინ რეჟიმში გაიმართა და პრაქტიკულად დაასრულა ის ინსაიდერული ჭორები, რაც მანამდე სმარტფონის გარშემო ვრცელდებოდა.

დისპლეი

OnePlus Nord მიიღებს Fluid AMOLED დისპლეის, Full HD+ გაფართოებით და 90 hz განახლების სიჩქარით. ეკრანის დაცვას უზრუნველყოფს Gorilla Glass 5. ამავე მინით არის დაფარული უკანა პანელი. სმარტფონის ვიწრო ჩარჩოები უზრუნველყოფს სასარგებლო ველის გამოყენებას 86.7%.

აპარატული შემადგენელი

222


აპარატი მუშაობს 8 ბირთვიან პროცესორზე Snapdragon 765G, გრაფიკით Adreno 620 (625 MHz). ოპერატიული მეხსიერების მოცულობა მოდიფიკაციიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს 8 ან 12 GB. შიდა მეხსიერება კი - 128 ან 256GB.

კამერები

კამერების ძირითად ბლოკს ოთხი სენსორი აქვს. მთავარი 58 MP გაფართოებით და ოპტიკური სტაბილიზაციით; 8 MP ფართოკუთხოვანი სენსორი 119 გრადუსიანი ხედვის კუთხით; 2 MP მაკრო გადაღების სენსორი და სიღრმის სენსორი - 5MP.მარცხენა ზედა კუთხეში დამალულ ფრონტალურ კამერას კი ორი სენსორი აქვს: 2mp მთავარი და ფართოკუთხოვანი 8MP, 105 გრადუსინი ხედვის კუთხით.

ავტონომიური მუშაობა

333


სმარტფონის ავტონონმიურ მუშაობას უზრუნველყოფს 4115 mAh-იანი აკუმულატორი, რომელსაც აქვს სწრაფი დატენვის ტექნოლოგიის Warp Charge 30T მხარდაჭერა 30 ვატიანი სიმძლავრით.

Android

აპარატი მუშაობს Android 10-ზე, საფირმო ნიშნით OxygenOS 10.5.

გაყიდვები

აპარატის გაყიდვები 4 აგვისტოდან დაიწყება. OnePlus Nord ბაზარზე პოზიციონირებას ახდენს, როგორც საშუალო ბიუჯეტიაინი აპარტი. მისი ფასი იქნება 460-580 დოლარი, მოდიფიკაციის შესაბამისად. ოპტიმალური ფასის შეთავაზებით კომპანია შეძლებს საკმაოდ დიდი რაოდენობის მყიდველთა მოზიდვას.
ზევით