არ არის გაყიდვაში

რჩევა: ნოუთბუქი თუ პლანშეტი

11 (1)

ბევრი, უმეტესწილად საკითხში გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ვერ გარკვეულა, რა შეიძინოს, ნოუთბუქი თუ პლანშეტი. მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელი პირველთან შედარებით გაცილებით იაფია. 
აღნიშნულ სტატიაში, ვეცდებით გაგარკვიოთ მათ უპირატესობებში, მაგრამ მანამდე უნდა ვთქვათ მთავარი: ძირითადი განსხვავება ნოუთბუქსა და პლანშეტს შორის კლავიატურაშია. ტაბლეტს ის არ აქვს. დანარჩენი მახასიათებლების შესახებ სტატიაში გაგარკვევთ, არჩევანი კი თქვენ უნდა გააკეთოთ იქიდან გამომდინარე, თუ რა დანიშნულებისთვის გჭირდებათ გაჯეტი.

პლანშეტი თუ ნოუთბუქი: როგორ მუშაობს

მუშაობა Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint და PDF პროგრამებთან. 
ნოუთბუქიშეგიძლიათ დააინსტალიროთ შესაბამისი პროგრამები, ანდაც იმუშაოთ Google-ის ან Apple-ის Cloud სერვისებში; 
Android პლანშეტი შეგიძლიათ დააინსტალიროთ შესაბამისი პროგრამები, ანდაც იმუშაოთ Google-ის Cloud სერვისებში; 
iPad პლანშეტი ვერ შეძლებთ Microsoft-ის პროგრამების დაყენებას, მაგრამ შეგიძლიათ იმუშაოთ Apple-ის Cloud სერვისებში. 
რომელი მათგანი უნდა შეიძინოთ, თუ თქვენ დიდი ზომის ტექსტებთან გიწევთ მუშაობა? თეორიულად პლანშეტი კლავიატურით არაფრით ჩამოუვარდება ლეპტოპს. თუმცა პრაქტიკულად ჩვენს ბაზარზე ცალკე Android - ზე დასაინსტალირებელი კლავიატურების დიდი არჩევანი არ არის. iPad-ის კლავიატურები კი იმდენად ძვირია, რომ კომპლექტის შეძენა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე ერთი ნოუთბუქისა. 

დისტანციური ურთიერთობები

ორივე გაჯეტი იდეალურია დისტანციური ურთიერთობებისთვის. ის, რისთვისაც არც ერთი მათგანი არ გამოგადგებათ დაბალი სიმძლავრის გამო, არის გრაფიკასთან და ვიდეოსთან მუშაობა.

რომელი ჯობს დასასვენებლად

22

ფილმები

კარგია ერთიც და მეორეც. ფილმის ყურება ნოუთზე ცოტათი უკეთესია დიდი ზომის ეკრანისა და სტერეო ხმის გამო. თუმცა საწოლში მოკალათებული ამ განსხვავებას ვერც შეამჩნევთ. პლანშეტი კი ნოუთბუქზე დიდ ხანს მუშაობს ავტონომიურად, როცა ვიდეო გამოსახულების ყურებაზე მიდგება საქმე.

თამაშები

რთულ თამაშებს 3D გრაფიკით გაუმკლავდება ნოუთბუქი საშუალო ან მაღალი სიმძლავრით, რაც შეუძლებელია პლანშეტის შემთხვევაში. გარდა ამისა პირველ მათგანზე შეგიძლიათ თავისუფლად ითამაშოთ მაუსით, რაც შეუძლებელია ტაბლეტზე. ეს რაც შეეხება რთულ თამაშებს. მარტივი - შეგიძლიათ ორივე მათგანზე ითამაშოთ.

რომელი ჯობს ინტერნეტში დასაკარგად?

ამ დანიშნულებით ორივე მათგანი იდეალურია და არ გიღალატებთ.
ზევით