არ არის გაყიდვაში

CES 2018: საუკეთესო ნოუთბუქები

News_BEGE_720X272


CES 2018-ზე სხვა ტექნიკასთან ყველა ის ნოუთბუქიც წარმოადგინეს, რომლებიც მიმდინარე წელს გამოვა გაყიდვაში და რომლებიც საუკეთესოთა სიაში მოხვდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაქსიმალურად თხელი და მსუბუქი ნოუთბუქები, ძლიერი სათამაშო ლეპტოპები, რომლებიც პერსონალურ კომპიუტერესებსაც კი ჯობია მონაცემებით და ნოუთბუქები, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში უსადენოდ მუშაობა შეუძლიათ. გამოფენაზე ნათელი გახდა, რომ მიუხედავად სმარტფონებთან კონკურენციისა, ნოუთბუქები დღემდე რჩება ჩვენი ცხოვრების განუყოფელ და აუცილებელ ნაწილად და მათ აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავთ. მოცემულ სტატიაში CES 2018-ზე წარმოდგენილ საუკეთესო ნოუთბუქებს განვიხილავთ.

Lenovo Miix 630

1

Lenovo Miix 630 იმდენად დახვეწილია, რომ შეგვიძლია გამოფენის საუკეთესო ნოთბუქად მივიჩნიოთ. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ეს არის პლანშეტისა და ნოუთბუქის კომბინაცია. საბედნიეროდ მოდელს არ აქვს არც ერთი ის ხარვეზი, რაც ზოგადად მსგავს ჰიბრიდებს ახასიათებს. ნოუთბუქს 12,3 დიუმიანი სენსორული ეკრანი აქვს 1920 х 1280 პიქსელის გაფართოებით და დაცულია Corning Gorilla Glass-ით. აღჭურვილია Qualcomm Snapdragon 835 პროცესორით და Adreno 540 ვიდეოჩიპით, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ დიდ სიმძლავრეს, არამედ უსადენო მუშაობის ხანგრძლივობასაც. Lenovo Miix 630 იკვებება Snapdragon-ით რაც საკმაოდ კარგი ამბავია, - უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მომავლის ნოუთბუქი.

MSI GE63 Raider RGB Edition

2

MSI GE63 Raider RGB საუკეთესო ნოუთბუქების ღირსეული წარმომადგენელია. ეს მართლაც შთამბეჭდავი გეიმერული ნოუთბუქია. აღჭურვილია RGB განათებით, რაც ხანდახან ზედმეტად მკვეთრად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არაჩვეულებრივად მუშაობს და MSI GE63 Raider RGB Edition-ს მართლაც მშვენიერ ნოუთბუქად აქცევს, რომელიც სხვებისგან მართლაც გამოირჩევა. MSI GE63 Raider RGB Edition-ზე შეგიძლიათ ჩართოთ უახლესი თამაშები სრულყოფილი გრაფიკული გამოსახულბით.

Acer Swift 7

3

გამოფენაზე Acer-მა საოცარი ნოუთბუქები წარმოადგინა, მათ შორის განახლებული Swift 7. წინა მოდელი წარმოუდგენლად თხელი და მსუბუქი იყო, თუმცა კომპანიამ თავისივე რეკორდი მოხსნა და ახალი, 10 მმ სისქის ნოუთბუქი გამოუშვა, ეს იმ დროს, როცა ეკანის ზომაც 14 დიუმამდე გაზარდა. Acer-მა ნოუთბუქს 4G LTE კავშირი დაამატა, ასე რომ Wi-Fi-ს გარდა მობილური ინტერნეტის გამოყენებასაც შეძლებთ.

ASUS ZenBook 13

4

როგორც ელოდებოდნენ ASUS-მაც საკმაოდ ძლიერი ნოუთბუქი წარმოადგინა და ეს არის ASUS ZenBook 13, რომელსაც მთლიანი მეტრიკული დიზაინი აქვს და მხოლოდ 985 გრამს იწონის. როგორც მწარმოებელი ამბობს, მას იდეალური მობილურობა აქვს. ნოუთბუქი წარმოებაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გამოვა.

LG Gram 13

5

LG Gram CES 2018-ის ერთ-ერთი ვარკსვლავია. ის წარმოუდგენლად მსუბუქი, 13.3 დიუმიანი ეკრანის მქონე მოდელია, რომელიც 951 გრამს იწონის და მიუხედავად სიმსუბუქისა, მეორე SSD ბარათიც ჩამონტაჟებული აქვს, სწრაფი მეხსიერებისთვის. მიუხედავად სიმსუბუქისა, ნოუთბუქი საკმაოდ მძლავრია. ცნობილია, რომ გამოშვებამდე LG თავის პროდუქტს დარტყმაზე, ტემპერატურასა და ზეწოლაზე ამოწმებს და ამ ნოუთბუქსაც წარმატბით აქვს ყველა ეს ეტაპი გავლილი.

Dell XPS 13

6

Dell XPS 13 დიდი ხანი იკავებდა საუკეთესო ნოუთბუქების რეიტინგების საუკეთესო ადგილებს, ბოლო ვერსია Dell XPS 13 (2018) კი CES 2018-ზე წარმოადგინეს და როგორც ჩანს პირველობის დათმობას არც მიმდინარე წელს აპირებს. ნოუთბუქს დახვეწილი დიზაინი აქვს, უფრო თხელია და მუბუქი. აქვს გაუმჯობესებული კლავიატურა და UHD 4K ეკრანი.
ზევით