არ არის გაყიდვაში

ყველაფერი Samsung Galaxy Note 9-ს შესახებ

როგორც დაგვპირდნენ, Samsung-მა დროულად დააანონსა ახალი თაობის ფლაგმანური სმატფონი— Galaxy Note 9. უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციისამებრ ახალი სმარტფონის განსაკუთრებულობის შესახებ მის პრეზენტაციამდე ადრე გახდა ცნობილი. თუმცა, ცხადია, ინფორმაციის მიღება ოფიციალური წყაროდან სჯობია და ჩვენც ყველაფერს მოგითხრობთ Note 9-ს შესახებ. 

11

Samsung Galaxy Note 9 მიიღო ისეთივე დიზაინი, როგორიც მისმა წინამორბედმა. ამ მხრივ არანაირი ცვლილება ვიზუალში არ გვაქვს, შეამჩნევთ მხოლოდ წვრილმან კოსმეტიკურ დამატებებს. მაგალითად კორპუსის ფორმა უფრო გამკაცრდა წაწვეტებული გვერდების ხარჯზე. დისპლეის ზომაა 6.4 დიუმი. ეს არის Super AMOLED დისპლეი QHD+ (2960х1440 პიქსელი) გაფართოებით და მხარეთა შეფარდებით 18.5:9. ეკრანს ფარავს 516 ppi და დამცავი მინა Gorilla Glass 5. შეიცვალა სმარტფონის ზომებიც. ის 161.9 x 76.4 x 8.8 მმ-ს შეადგენს და იწონის მხოლოდ 201 გრამს. 

2

Note 9–ს და Note 8-ს ერთმანეთისგან გარჩევა ყველაზე მეტად შესაძლებელია უკანა მხრიდან. ის ძველებურად მინის პანელით არის დაფარული, მაგრამ თითის ანაბეჭდის სკანერი განთავსებულია ძირითადი ორმაგი კამერის ქვეშ. ასეთი განთავსება მინიმუმამდე დაიყვანს ფოტომუდელზე ხელის შემთხვევით მოხვედრას ტელეფონის განბლოკვის დროს.

სმარტფონს ორმაგი ძირითადი კამერა ისეთივე აქვს, როგორიც Samsung Galaxy S9+-ს. ეს არის 12-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი სენსორი Dual Pixel f/1.5 ან f/2.4 დიაფრაგმით და ოპტიკური სტაბილიზაციით, რომელიც 12 მეგაპიქსელიან ტელეობიექტივთან ერთად მუშაობს (f/2.4 დიაფრაგმით), აქვს ავტოფოკუსი, ფლეშგანათება და პორტრეტის რეჟიმი გვერდიდან. 

3


სმარტფონს წინა ზედა მხარეს განთავსებული აქვს 8 მეგაპიქსელიანი სელფი კამერა f/1.7 დიაფრაგმით. 

კამერებს აქვთ ხელოვნური ინტლექტი სცენების ამოსაცნობად, შენელებული ვიდეოგადაღების ფუნქცია 960 კადრით წამში და მფლობელის ინფორმირების ფუნქცია დახუჭული თვალების, ან გადღაბნილი კადრის შესახებ. 

ყველაზე დიდი ცვლილება სტაილუსმა S Pen განიცადა. ახლა ციფრული კალმისტარი აღჭურვილია მოდულით Bluetooth Low Energy, რაც მას საშუალებას აძლევს დისტანციურად მართოს ფლაგმანი. ამისათვის Settings-ში უნდა ჩააპროგრამოთ გარკვეული მოძრაობები კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მაგალითად ერთი დაჭერით შეგიძლიათ კამერა გახსნათ, ორი დაჭერით მუსიკის გადახვიოთ, დიდ ხანს დაკლიკვა მუსიკას დააპაუზებს Youtube-ზე და ა.შ. 

44

აქსესუარმა მიიღო ახალი წვერო, რომელიც 4096 ხარისხის დაჭერის ძალას ცნობს. სტაილუსი გარეგნულადაც შეიცვალა. მისი კორპუსი თითქმის სრულიად იმეორებს Galaxy Note 9-ს ფერად დიზაინს. მოცემული გვაქვს ოთხ ფერში: შავი, ლურჯი, თაფლისფერი და ვარდისფერი. სუპერკონდენსატორის წყალობით სტაილუსი 1 წუთში იტენება იმდენად, რომ შეუძლია კიდევ ნახევარი საათი იმუშაოს. სტანდარტული სტაილუსის სახით კი მუდმივად გემსახურებათ. 


DeX ფუნქციონალიც ახლა სხვაგვარად მუშაობს. მისი აქტივაციისთვის ახლა აღარ არის საჭირო საფირმო დოკ-სადგური. ამგვარი პროგრამული უზრუნველყოფა თავიდანვე ჩაიდო Galaxy Note 9-ში და იმისთვის, რომ მის შესაძლებლობებზე წვდომა მიიღოთ, საკმარისია სმარტფონი ტელევიზორს ან მონიტორს მიუერთოთ HDMI ადაპტერის საშუალებით. 

5

აპარატში ბევრი ცვლილება არ გვაქვს. სმარტფონი მუშაობს 10 ნანომეტრიან, 8 ბირთვიან პროცესორზე Exynos 9810 სიხშირით 2.8 Ghz და გრაფიკაზე Mali-G72. გვაქვს მეორე ვარიანტიც: 10 ნანომეტრიანი 8 ბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 845 სიხშირით 2.7 Ghz, გრაფიკით Adreno 630, მოგეხსენებათ აღნიშნული მონაცემები იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ქვეყანაში გაიყიდება სმარტფონი. 

6


მწარმოებელმა მეხსიერების მიხედვითაც დაყო სმარტფონის მოდიფიკაციები. წარმოებაშია 6 GB ოპერატიული მეხსიერებისა და 128 GB შიდა მეხსიერების და მეორე: 8/512 GB მონაცემების მქონდე მოდიფიკაციებია გაშვებული. ორივე ვერსიას აქვს შესაძლებლობა დაუყენოთ microSD ბარათი 512 GB მოცულობით. სმარტფონის აკუმულატორი 4000 mAh მოცულობისაა, რაც ცოტათი მეტია მის წინამორბედზე. სმარტფონს აქვს წყლისა და მტვრისგან დაცვის საუკეთესო IP68 დაცვის სტანდარტი და მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Android 8.1 Oreo საფირმო მარკით Samsung Experience.
ზევით